დამატებითი გვერდები
თუ თქვენი პასპორტის გვერდები გადაივსო ჩაკრული ვიზებით, ხოლო პასპორტი ძალაშია და კარგ მდგომარეობაში, თქვენ შეგიძლიათ პირადად მოითხოვოთ თქვენი პასპორტისათვის დამატებითი გვერდები. მხოლოდ გვერდების ერთი წყება (24 გვერდი ერთ წყებაში) შეიძლება დაემატოს თქვენს პასპორტს ერთჯერზე, მაგრამ თუ აუცილებელია და თუ პასპორტი კარგ მდგომარეობაშია, შეგიძლიათ დაუმატოთ თქვენს პასპორტს დამატებითი გვერდების მეორე წყებაც. როცა ეს ლიმიტი ამოიწურება, უნდა მიმართოთ პასპორტის განსაახლებლად. მიაქციეთ ყურადღება, რომ საგანგებო სიტუაციებისათვის გაცემულ პასპორტში გვერდების ჩამატება არ შეიძლება.
პასპორტში დამატებითი გვერდების ჩამატებაზე შეხვედრის წინასწარი დანიშვნისათვის, დააჭირეთ აქ.
აშშ მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი DS-4085 განცხადება ვიზებისათვის საჭირო დამატებითი გვერდებისათვის
- მოქმედი აშშ პასპორტი.
- $82