Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
პრეს-რელიზები და განცხადებები

მოკლე ინფორმაცია კოჰრანის პროგრამის შესახებ

მოკლე ინფორმაცია კოჰრანის პროგრამის შესახებ

აშშ საელჩო საქართველოში იწვევს დაინტერესებულ პირებს კოჰრანის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებული მოქალაქეების მოკლევადიან (2-3 კვირა) ტრეინინგს ამერიკაში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის დარგის მაღალი და საშუალო რანგის მუშაკებს, მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, რომლებიც ჩაბმულნი არიან სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობაში, აგრობიზნესის მართვასა და მარკეტინგში, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში. მონაწილეთა ინტერესების სფერო შესაძლოა მოიცავდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მარკეტინგს, გადამუშავებას, დისტრიბუციას, საბითუმო/საცალო ვაჭრობას, სასოფლო-სამეურნეო კრედიტებს, საბანკო საქმეს და პოლიტიკის რეფორმას შესაბამის სფეროში. ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სასურველია და არა აუცილებელი მონაწილეთა შერჩევისათვის.

2009 წელს პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოსათვის იქნება: ა) ცხოველთა ჯანმრთელობა (ცხოველთა დაავადებების კონტროლი, ცხოველთა გენეტიკა, ცხოველთა კვება;) და ვეტერინარული მომსახურება ბ) სოფლის მეურნეობის სტატისტიკა; გ) ლიზინგი სოფლის მეურნეობაში; დ) სასოფლო-სამეურნეო კვლევა და განათლება; ე) ირიგაციული სისტემები ვ) აგრონომია.

მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. შესავსები ფორმები გაიცემა აშშ საელჩოში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჯორჯ ბალანჩინის ქ. 11. ფორმის მოპოვება ასევე შეგიძლიათ ინტერნეტში საელჩოს ვებ გვერდზე http://georgia.usembassy.gov

შევსებული ფორმების ჩაბარების ბოლო ვადაა 2008 წლის 3 სექტემბერი. გასაუბრება ჩატარდება 2008 წლის 11 და 12 სექტემბერს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის თანაშემწეს დემნა ძირკვაძეს ამერიკის საელჩოში შემდეგ ნომერზე: 27-79-34



ზემოთ ^

— დამატებითი ინფორმაცია —

USDA logo


აპლიკაციის ჩამოტვირთვა

Here

Embassy of the United States