სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შონ მაკკორმაკის განცხადება რუსეთის მიერ აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნის შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 31 მაისს გაკეთებული განცხადებით საქართველოს აფხაზეთის რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალის, მათ შორის რკინიგზის სამშენებლო სამხედრო ნაწილის გაგზავნის შესახებ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ეს განცხადება კიდევ უფრო გაუგებარი ხდება მას შემდეგ, რაც 30 მაისს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე საქართველომ გააკეთა განცხადება აფხაზეთის თავზე უპილოტო საფრენი აპარატების ფრენის შეწყვეტის შესახებ, ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი და სხვები გამოდიან აფხაზეთის სამშვიდობო პროცესის განახლების ინიციატივით. ჩვენი შეშფოთება უკვე გამოვთქვით რუსეთის მთავრობასთან. განცხადებას რუსული სამხედრო ძალის გაზრდის შესახებ საქართველოს მთავრობასთანაც განვიხილავთ.
|