Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
მოვლენების არქივი
პრეს-რელიზები და განცხადებები

საელჩოს სიახლეები

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მოადგილის ტომ კეისის განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ

საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 21 მაისს. საერთაშორისო დამკვირვებლების, ეუთოს ODIHR-ის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოსა და ევროპარლამენტის წარმონადგენელთა წინასწარი შეფასებით, მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მრავალფეროვანი სპექტრიდან თავისი არჩევანი გაეკეთებინათ. საქართველოს ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიებები გაატარა იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულიყო ეუთოსა და ევროსაბჭოს სტანდარტების შესაბამისად. ამ არჩევნებზე აშშ-მ დამკვირვებელთა დიდი მისია მიავლინა. ჩვენ ვეთანხმებით ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო დამიკვირვებლების შეფასებას, რომ ეს არჩევნები იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

მიუხედავად პროგრესისა, საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა გამოავლინეს მთელი რიგი პრობლემები, რომლებმაც ხელი შეუშალა აღებული ვალდებულებების შესრულებას და არასრულყოფილი გახადა საარჩევნო პროცესი. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიკვლიოს ყველა შესაძლო დარღვევა და ითანამშრომლოს ყველა მხარესთან საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ აღნსუხული დარღვევების გამოსასწორებლად.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველ;ა პოლიტიკურ პარტიას მიიღონ საქართველოს ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი, იმუშაონ მშვიდობიანი ფორმით და პასუხისმგებლობის გრძნობით, აწარმოონ დიალოგი და გააგრძელონ სქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს ხალხთან, მმართველ პარტიასა და ოპოზიციასთან დემოკრატიული რეფორმისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების მიზნით.


ზევით ^

პოლიტიკურ საკითხთა მრჩეველი ქრის სმიტი აღნიშნავს, რომ კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში

 



Embassy of the United States