პოლიტიკური ოფიცერი ქრის სმიტი მიესალმება საქართველოს ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმას
14 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით წარმოადგინა ტრეფიკინგთან ბრძოლის 2007-2008 წლის სამოქმედო გეგმა. ამერიკის საელჩოს პოლიტიკურმა ოფიცერმა ქრისტოფერ სმიტმა გახსნა პრეზენტაცია და ისაუბრა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებაზე და მომავალში ამ მიმართულებით ჩასატარებელ სამუშაოებზე. ამერიკის მხარემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ტრეფიკინგთან ბრძოლის საქმეში კონკრეტული რჩევების მიცემისა და დახმარების გაწევის გზით და იგი გამოხატავს კმაყოფილებას 2007-2008 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
აღნიშნული სამოქმედო გეგმა კოორდინაციას უწევს შესაბამისი უწყებების მუშაობას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ რიცხვს მიეკუთვნება როგორც სამთავრობო, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციები. გეგმა ითვალისწინებს ტრეფიკინგის წინაამღდეგ მიმართულ ღონისძიებებს სამი მიმართულებით: პრევენცია - საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით; ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება და ტრეფიკინგის ხელშემწყობთა პასუხისგებაში მიცემა და დასჯა.
|