Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
პრეს-რელიზები და განცხადებები
პრეს-რელიზების არქივი

8 ოქტომბერი, 2004 წელი

შეერთებული შტატების მცირე ბიზნესის წარმომადგენლები იყენებენ საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციას საქართველოში ლიზინგის მომსახურების გასავითარებლად

 

თბილისი – პარასკევს, 8 ოქტომბერს, 12:45 სთ-ზე, მარიოტ ქორთიარდის საკონფერენციო დარბაზში ელჩი მაილსი ხელს მოაწერს სასესხო ხელშეკრულებას აშშ-ს მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის სახელით (OPIC). საქართველოს სალიზინგო კომპანია (GLC) OPIC-სგან აღებულ სესხს გამოიყენებს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის ფინანსური ლიზინგის მომსახურების გასაფართოვებლად, რაც მნიშვნელოვნად წამოწევს საქართველოს ეკონომიკას იმ დახმარების მეშვეობით, რომელიც გაეწევა ქვეყანას წარმოების, სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სექტორებში მანქანა დანადგარების განახლება-მოდერნიზაციის სახით. სასესხო ხელშეკრულებას საქართველოს სალიზინგო კომპანიის სახელით ხელს მოაწერს გიორგი ფუტკარაძე.

საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) ერთი მილიონის ოდენობით სესხს გამოუყოფს საქართველოს სალიზინგო კომპანია GLC-ს, რომელიც ნაწილობრივ ორი ამერიკელის საკუთრებაა, საქართველოს დედაქალაქ თბილისში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის განკუთვნილი სალიზინგო პორტფელის გასაფართოვებლად. GLC-ს მნიშვნელოვანი ნაწილის მფლობელია თბილუნივერსალ ბანკი, საქართველოში წამყვან 10 ბანკს შორის ერთ-ერთი, და სწორედ იგი გაუწევს დახმარებას GLC-ს საკრედიტო ანალიზისა და პროექტის მონიტორინგის მხრივ. შესაძლებელია შემდეგი სახის ტექნიკური აღჭურვილობის ლიზინგით გაცემა: საბეჭდი და გამომცემლობისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, წარმოების მანქანა-დანადგარები, სამშენებლო ტექნიკური აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები, სამედიცინო ტექნიკური აღჭურვილობა და სოფლის მეურნეობისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა.

GLC დაფინანსების მნიშვნელოვან ალტერნატიულ სახეს სთავაზობს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რადგანაც სესხების აღება ბანკებიდან ხშირად მეტად რთული და ძვირია. საქართველოში ლიზინგი 2002 წელს დაიწყო და GLC გახლავთ ქვეყანაში ამ მიმართულებით მომუშავე ორი კომპანიიდან ერთ-ერთი.

საქართველოში პოტენციური სალიზინგო ბაზარი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის მონაცემებით საკმაოდ მნიშვნელოვანია და 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ამ შეფასებას საქართველოს მთავრობაც იზიარებს და თავის მხრივ, სალიზინგო შესყიდვებისათვის შეღავათიან საგადასახადო პირობებს სთავაზობს.

`სალიზინგო მომსახურებას საკმაოდ დიდი მომავალი აქვს საქართველოში. ერთის მხრივ, როგორც ეკონომიკურ საქმიანიობას, მეორეს მხრივ კი, ქვეყანაში მთლიანი ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან ბერკეტს. საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) სიამოვნებით ეხმარება შეერთებული შტატების მცირე ბიზნესს და მის წვლილს საქართველოს ერკონომიკის განვითარებაში.~- განაცხადა საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტმა დოქტორ პიტერ უოტსონმა.

საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) დაარსდა 1971 წელს, როგორც შეეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი სააგენტო. იგი დახმარებას უწევს შეერთებული შტატების ბიზნესის წარმომადგენლებს საზღვარარეთ ინვესტიციების ჩადებაში, ხელს უწყობს ახალ და განვითარებად ბაზრებს ეკონომიკურ განვითარებაში, კერძო სექტორს ეხმარება თავი გაართვას საფრთხეს, რომელიც დაკავშირებულია საზღვარგარეთიდან პირდაპირი გზით შემოსულ ინვესტიციებთან და მხარს უჭერს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას. რადგანაც საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) თავისი მომსახურებისათვის იღებს საზღაურს ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, იგი მუშაობს თვითდაფინანსების პრინციპით და არა გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე.

საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) ერთის მხრივ პოლიტიკური რისკის დაზღვევაა. მეორეს მხრივ კი დახმარება შეერთებული შტატების ყველა სახის ბიზნესისათვის, რათა განახორციელონ ინვესტიციები 150-ზე მეტ განვითარებად ბაზარში და დაეხმარონ ქვეყნებს მთელს მსოფლიოში. საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციამ (OPIC) თავისი არსებობის 32-წლიანი ისტორიის განმავლობაში დახმარების სახით გასცა 150 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციები, რომლებიც დაეხმარა განვითარებად ქვეყნებს ადგილზე შეექმნათ 690 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. გარდა ამისა საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) პროექტების მეშვეობით მოხდა 66 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი შეერთებული შტატების ექსპორტიდან და ამერიკაში შეიქმნა 257 000 სამუშაო ადგილი.

ზემოთ ^

Embassy of the United States