Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
პრეს-რელიზები და განცხადებები
პრეს-რელიზების არქივი

4 ოქტომბერი, 2005

აშშ-ს მთავრობა აცხადებს გაცვლით პროგრამებს საქართველოს მოქალაქეებისათვის 2006 სასწავლო წლისათვის

თბილისი – აშშ-ს საელჩო აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებულ სასწავლო-გაცვლით პროგრამებს 2006 აკადემიური წლისათვის. ეს პროგრამებია:
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა უფროსკლასელთათვის (FLEX) – ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამა უფროსკლასელთათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის 12 ქვეყნიდან (ევრაზია). პროგრამა სთავაზობს სტიპენდიას, რომელიც ფარავს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობას, სრული სასწავლო წლის განმავლობაში ამერიკულ სკოლაში სწავლას და მასპინძელ ოჯახში ცხოვრებას. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია “საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები,” მისამართი: არაყიშვილის ქ. 2, ტელ.: 29 21 06, www.americancouncils.ge
ევრაზიის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა (UGRAD) - პროგრამა სთავაზობს სტიპენდიას ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთწლიანი სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პირველ, მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს ევრაზიიდან. პროგრამა არ ანიჭებს ხარისხს. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX), მისამართი: ნუგზარ საჯაიას ქ. 8, ტელ. 29 19 05, www.irex.org.ge ან www.irex.org

ედმუნდ მასკის სახელობის ასპირანტთა პროგრამა (Muskie) – სთავაზობს სტიპენდიას კურსდამთავრებულებს ევრაზიის რეგიონიდან აშშ-ში ერთი ან ორი წლის მანძილზე მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად (ან სწავლას მაგისტრის ხარისხის მოპოვების გარეშე). ორწლიანი პროგრამის შემთხვევაში პროგრამის შედეგად მონაწილემ უნდა მოიპოვოს მაგისტრის ხარისხი. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით IREX-ს, მისამართი: ნუგზარ საჯაიას ქ. 8, ტელ. 29 19 05, www.irex.org.ge ან www.irex.org

ახალგაზრდა ლექტორთა გაცვლითი პროგრამა (JFDP) – ახალგაზრდა ლექტორების პროფესიული განვითარების პროგრამა უნივერსიტეტის ფაკულტეტის წევრებს საშუალებას მისცემს განავითარონ ახალი კურსები, შეიძინონ სწავლებისათვის აუცილებელი ახალი უნარჩვევები, გააფართოვონ საინფორმაციო ბაზა და დაამყარონ ახალი კონტაქტები და პროექტები საქართველოსა და ამერიკას შორის. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ორგანიზაცია “საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებს,” მისამართი: არაყიშვილის ქ. 2, ტელ.: 29 21 06, www.americancouncils.ge

მასწავლებელთა დაჯილდოების პროგრამა (TEA) – კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მასწავლებლებს. პროგრამაში გამარჯვებული ნახევარფინალისტები სკოლისათვის მიიღებენ ჯილდოს კომპიუტერის ან წიგნების სახით, ხოლო ფინალისტები გაიგზანებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ორგანიზაცია “საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებს,” მისამართი: არაყიშვილის ქ. 2, ტელ.: 29 21 06, www.americancouncils.ge

ფულბრაიტის პროგრამა ქართველი და ამერიკელი მკვლევარებისათვის – საშუალებას აძლევს ქართველ მკვლევარებს, რომელთაც აქვთ საკანდიდატო ან სადოქტორო ხარისხი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარონ კვლევითი პროექტები და ლექციები 5-დან 10 თვის განმავლობაში. ფულბრაიტის პროგრამით საქართველოში ასევე ჩამოდიან ამერიკელი მკვლევარები და ასპირანტები, რათა ასწავლონ ან კვლევები ჩაატარონ. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით აშშ-ს საელჩოს თბილისში, მისამართი: ათონელის ქ. 25, ტელ.: 98 99 67, http://georgia.usembassy.gov

ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდია – საშუალებას აძლევს პროფესიონალებს საქართველოდან ერთი წლის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ პროფესიული გამოცდილება. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით აშშ-ს საელჩოს თბილისში, მისამართი: ათონელის ქ. 25, ტელ.: 98 99 67, http://georgia.usembassy.gov

ეს პროგრამები დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მიერ და მიზნად ისახავს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებას საგანმანათლებლო-გაცვლითი და ტრენინგ პროგრამების მეშვეობით. პროგრამების მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე, მათი ღირსების, აკადემიური მოსწრების, ლიდერობის პოტენციალის, ინგლისური ენისა და პროგრამისათვის შერჩეული სფეროს (განსხვავდება პროგრამების მიხედვით) სრულყოფილად ცოდნის და ასევე აშშ-ში სწავლისათვის მზადყოფნის საფუძველზე. პროგრამაში მონაწილე სტუდენტები და მკვლევარები ვალდებულნი არიან პროგრამის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში, სადაც უნდა დაყონ სულ მცირე 2 წელი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით აშშ-ს საელჩოს განათლების პროგრამების კოორდინატორს მაგდა მაღრაძეს, ტელ.: 98 99 67 (4148).


ამოსაბეჭდი ფორმატი


ზემოთ ^

Embassy of the United States