ოთხშაბათს, 2006 წლის 8 მარტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს წარუდგინა 2005 წ. ანგარიში ადამიანს უფლებების შესახებ. ასეთ ანგარიშს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი წარადგენს ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ. ანგარიში ქვეყნებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ არის ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებული მექანიზმი. ამავე დროს ანგარიში არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აშშ-ს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული სისტემებისა და პრინციპების განვითარებას და ადამიანის უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლას მსოფლიო მასშტაბით. ადამიანის უფლებათა ანგარიშის სრული ტექსტი მსოფლიოს ქვეყნების შესახებ განთავსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს ვებგვერდზე: http://georgia.usembassy.gov ანგარიშის ნაწილი საქართველოს შესახებ მალე განთავსდება აშშ-ს საელჩოს ქართულენოვან ვებგვერდზე: http://georgia.usembassy.gov/ge/
ამოსაბეჭდი
ფორმატი
|