Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
პრეს-რელიზები და განცხადებები
პრეს-რელიზების არქივი

14 მარტი, 2006 წ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდი ეწვევა აზერბაიჯანს, საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს

2006 წ. 13-17 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდი ეწვევა აზერბაიჯანს, საქართველოს, სომხეთსა და თურქეთს ევრაზიის საკითხებში უფროს მრჩეველ სტივენ მანთან ერთად.

13-14 მარტს დანიელ ფრიდი შეხვდება აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებს ორმხრივი ურთიერთობების, დემოკრატიისა და მთიანი ყარაბახის საკითხების განსახილველად. იგი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის ლიდერებს ბაქოში.

14-15 მარტს დანიელ ფრიდი შეხვდება სქართველოს ოფიციალურ პირებს და განიხილავს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისადმი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს და საქართველოს ურთიერთობას ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუციებთან.

15-16 მარტს დანიელ ფრიდი შეხვდება სომხეთის ოფიციალურ პირებს და განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებს, დემოკრატიისა და მთიანი ყარაბახის საკითხებს.

16 მარტს ანკარაში იგი შეხვდება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს აშშ-სთან ონრმხრივი ურთიერთობების დარგში და განიხილავს კავკასიაში ვიზიტის შედეგებს.

17 მარტს დანიელ ფრიდი დაბრუნდება ამერიკის შეერთებულ შტატებში.








ამოსაბეჭდი ფორმატი


ზემოთ ^

Embassy of the United States