თბილისი - 2006 წლის 26 მაისი, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი გადასცებს ბრინჯაოს ვარსკვლავის მედალს საქართველოს სახმელეთო ჯარების კაპიტანს გიორგი შენგელიას. პრეზიდენტი სააკაშვილი მონაწილეობას მიიღებს დაჯილდოების ცერემონიალში.
ბრინჯაოს ვარსკვლავის მედლის გადაცემას განსაკუთრებული მხარი დაუჭირა აშშ-ს სარდლობის წარმომადგენლებმა ოპერაციაში “თავისუფლება ერაყს” და ვაშინგტონში. მოყვანილია ციტატა:
ამერიკის შეერთებული შტატები. დასტურდება, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, 1962 წლის 24 აგვისტოს აღმასრულებელი ბრძანებულების საფუძველზე, დააჯილდოვა ბრინჯაოს ვარსკვლავის მედლით საქართველოს სახმელეთო ჯარების მე-13 ქვეითი ბატალიონის კაპიტანი გიორგი შენგელია განსაკუთრებული ღვაწლისათვის, როგორც მრავალეროვნული კორპუსის წევრი ოპერაციაში “თავისუფლება ერაყს”. მისმა გამორჩეულმა სამსახურმა და თავდადებამ მოვალეობისადმი ერაყში საბრძოლო ოპერაციების დროს გადამწყვეტი როლი ითამაშა სარდლობის მისიის წარმატებაში. მისი სამსახური 2005 წლის 15 მარტიდან 2005 წლის 1 სექტემბრამდე დამყარებული იყო სამხედრო სამსახურის საუკეთესო ტრადიციებზე, რითაც მან დაიმსახურა საუკეთესო რეპუტაცია, ასახელა როგორც მრავალეროვნული კორპუსი ერაყში ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალები.
2003-2005 წლებში კაპიტანი შენგელია მსახურობდა პირველი სახმელეთო ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის მეთაურად. 2003 წელს ის ხემლმძღვანელობდა მე-13 ქვეით ბატალიონს “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაში, რამაც ხელი შეუწყო ერთ-ერთი პირველი ქართული პროფესიონალური ქვედანაყოფის ჩამოყალიბებას. 2005 წლის მარტიდან სექტემბრამდე ის მეთაურობდა ამავე ბატალიონს ოპერაციაში “თავისუფლება ერაყს”. საქართველოში დაბრუნებისთანავე კაპიტანი შენგელია დაინიშნა მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაურად.
ბრინჯაოს ვარსკვლავის მედალი არის აშშ-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო მეოთხე ხარისხის ჯილდო, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს ინდივიდუალურად გადაეცემა მამაცობის, გმირობისა და სანიმუშო სამსახურისათვის. პრეზიდენტმა ფრენკლინ რუზველტმა დააწესა ბრინჯაოს ვარსკვლავის მედალი აღმასრულებელი ბრძანებულებით 9419, დათარიღებული 1944 წლის 4 თებერვლით, რომელიც ძალაში შევიდა 1941 წლის 7 დეკემბერიდან. აღმასრულებელი ბრძანებულება შესწორებულ იქნა პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ აღმასრულებელი ბრძანებულებით 11046, დათარიღებული 1962 წლის 24 აგვისტოთი, რომლის მიხედვით ამ მედლით დაჯილდოვება გავრცელდა იმ სამხედრო პირებზეც, რომლებიც მსახურობდნენ მოკავშირე სამხედრო ძალებში. ბრინჯაოს ვარსკვლავის მედლის გადაცემა მოკავშირე სამხედრო ძალებში მოსამსახურე პირებზე იშვიათი შემთხვევაა.
ამოსაბეჭდი
ფორმატი
|