Embassy Seal US Department of State
Embassy of the United States | Georgia flag graphic
Search  
ა.შ.შ.-ს ელჩი
დიპლომატიური მისია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომერციის განყოფილება
პოლიტიკური განყოფილება
ეკონომიკის განყოფილება
იუსტიციის დეპარტამენტი
მიმდინარე მოვლენები და ფოტოები
პრეს-რელიზები და განცხადებები
პრეს-რელიზების არქივი

6 ივნისი, 2006 წელი

აშშ-ს მთავრობა ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს საქართველოს საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტებს

 

თბილისი – სამშაბათს, 2006 წლის 6 ივნისს აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი და საქართველოს საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები პრესბრიფინგზე გამოაცხადებენ იმის შესახებ, რომ საქართველოს გადაეცემა ამერიკის მთავრობის მიერ 250 000 ამერიკული დოლარის ღირებულების ტექნიკური აღჭურვილობა. აპარატურის სია, რომელიც ამ ორ უწყებას გადაეცემა მოიცავს შემდეგს: 50 პერსონალური კომპიუტერი, 20 პორტატული კომპიუტერი ე.წ. ლეპტოპი, მონიტორები, სკანერები, პრინტერები, ფაქსი და სხვა. დახმარების პაკეტში აგრეთვე შედის 800 ცალი პასპორტში შესვლა/გასვლის დამაფიქსირებელი ბეჭედი, რომლის დამზადებაში აშშ-ს მთავრობამ დაახლოებით 50 000 აშშ-ს დოლარი გადაიხადა. ეს აპარატურა და ბეჭდები საქართველოს გადაეცემა აშშ-ს საზღვრის დაცვისა და კანონგანმტკიცების პროგრამის ფარგლებში. ამ პროგრამის საშუალებით აშშ-ს მთავრობამ საქართველოს საზღვრის დაცვის, სანაპირო დაცვისა და საბაჟო დეპარტამენტებს რვა წლის განმავლობაში 158 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია.

კომპიუტერები და აპარატურა საზღვრის დაცვისა და საბაჟო დეპარტამენტებს დაეხმარება უახლესი კომპიტერული პროგრამის გამოყენებაში, რომლის მეშვეობითაც მოხდება საბაჟო მოსაკრებლის დადგენა და გაფორმება, პასპორტების შემოწმება და რეგისტრაცია გამშვებ პუნქტებში. კომპიუტერებს გამოყენებენ აშშ-ს მიერ დაფინანსებულ საბაჟო დეპარტამნეტის ახალ სასწავლო ცენტრში, სადაც მომავალ მებაჟეებს შეასწავლიან თანამედროვე კომპიუტერულ პროგრამებს.

საბაჟო დეპარტამენტისთვის გადაცემული აპარატურა მებაჟეებს საშუალებას მისცემს იმუშაონ ახალი პროგრამით, რომლის სახელწოდებაა “საბაჟოს მონაცემთა ბაზის ავტომატური სისტემა” (ASYCUDA). ეს სისტემა საშუალებას მისცემს მებაჟეებს სწრაფად ამოიცნონ, აღწერონ და დაადგინონ გადასახადების რაოდენობა იმ ტვირთებზე, რაც საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობს. ეს საბაჟოს თანამშრომლებს დაეხმარება, რომ სწრაფად ჩაატარონ საბაჟო პროცედურები, რომლებიც სრულიად გამჭვირვალე გახდება.

გადაცემული ტექნიკური დახმარება აგრეთვე დაეხმარება საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს უკეთ იმუშაოს კომპიუტერული პროგრამით, რომელიც ახდენს პიროვნების იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემას (PIRS). ეს პროგრამა შეიქმნა საერთაშორისო მიგრაციის ორგანიზაციის მიერ სპეციალურად საქართველოსთვის საზღვრის უკეთესად მართვის, საპასპორტო კონტროლისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. ეს პროგრამა მესაზღვრეებს საშუალებას მისცემს მოახდინონ მგზავრთა პასპორტების სკანირება და მისი შეყვანა მონაცემთა ბაზაში/კომპიუტერულ სისტემაში იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებული მოქალაქეების შესახებ არსებობდეს ზუსტი და უახლესი მონაცემები. პროგრამის გამოცდა და დანერგვა მოხდა თბილისის აეროპორტში და წითელი ხიდის გამშვებ პუნქტში. ახლა უკვე ეს პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი აშშ-ს მთავრობის მიერ გადმოცემული აპარატურის მეშვეობით.

800 ცალი საპასპორტო ბეჭედი მოქალაქეთა პასპორტების კონტროლის საუკეთესო თანამედროვე საშუალებაა. თითოეულ ბეჭედს აქვს უნიკალური ამოსაცნობი ნიშანი, რომელიც მიუთითებს კონკრეტულ მესაზღვრე ოფიცერზე. ეს არის როგორც ანტი-კორუფციული საშუალება ასევე მესაზღვრის დამცავი საშუალება ცრუ ბრალდებისაგან. ამ ბეჭედს პასპორტში ჩაარყამენ მოქალაქეთა მიერ ქვეყანაში შესვლისა და გასვლის დროს. ამავდროულად მესაზღვრეებს ექნებათ ზუსტი სისტემა, რომლითაც გააკონტროლებენ პასპორტებს და ვიზებს. ამასთანავე ყველასათვის ცნობილი იქნება თუ რომელმა მესაზღვრემ და რა დროს ჩაარტყა ბეჭედი პასპორტში.

ამოსაბეჭდი ფორმატი


ზემოთ ^

Embassy of the United States