საქართველო
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია პრეზიდენტს დაქვემდებარებული ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების, ერთპალატიანი პარლამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირება; ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 4.4 მილიონ ადამიანს შეადგენს. შემდგომში ‘ვარდების რევოლუციად’ წოდებული 2003 წლის ნოემბრის მოვლენების კულმინცია პრეზიდენტ ე. შევარდნაძის გადადგომა გახდა. 2004 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 90 პროცენტით გაიმარჯვა; ხოლო 2004 წლის მარტში კი, პრეზიდენტის პარტიამ - ‘ნაციონალური მოძრაობა’ - საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ იანვრის საპრეზიდენტო და მარტის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო წინა არჩევნებთან შედარებით, რამაც ქვეყანა კიდევ უფრო მიუახლოვა საერთაშორისო სტანდარტებს – თუმცა, დაფიქსირდა გარკვეული დარღვევებიც. ზოგადად კი, თანამდებობის სამოქალაქო პირები უსაფრთხოების ძალების ეფექტურ კონტროლს უზრუნველყოფდნენ.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლება კვლავაც ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა რჩება; მიუხედავად იმისა, რომ ორივე რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხორციელდებოდა, იმ ტერიტორიებზე მაინც ჰქონდა ადგილი ძალადობის (სიკვდილით დამთავრებული ინციდენტების ჩათვლით) ფაქტებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ წლის განმავლობაში მდგომარეობა ადამიანის უფლებების მხრივ ზოგ სფეროში გაუმჯობესდა, ძალიან ბევრი სერიოზული პრობლემა კვლავაც გადაუჭრელია. ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ აღინიშნება შემდეგი პრობლემები:
• სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები აწამებდნენ, სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ დაკავებულებს
• არაადამიანური და სიცოცხლისათვის საშიში პირობები საპყრობილეებში
• კორუფცია და დაუსჯელობა სამართალდამცავ სისტემაში
• არასანქცირებული დაპატიმრებები და დაკავებები
• სასამართლო ხელისუფლებაში დამოუკიდებლობის ნაკლებობა
• მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ჩარევა
• მთავრობის ზეწოლა მედიაზე
• ზოგიერთი რელიგიური უმცირესობის დისკრიმინაცია და შეურაცხმყოფელი ქმედებები მათ წინააღმდეგ
• ქალების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და მათი დისკრიმინაცია
• ადამიანთა ტრეფიკინგი
საანგარიშო წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სიტუაციის გამოსასწორებლად მთავრობამ გარკვეული ქმედებები განახორციელა. საზედამხედველო საბჭოს საქმიანობის, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისა და კანონდამრღვევთა წინააღმდეგ განხორციელებული გამოძიებებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის რიცხვის ზრდის წყალობით წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში შემცირდა დაკავებულების შეურაცხყოფისა და უკანონო მოპყრობის ფაქტები. უფრო აქტიურად ხდება არატრადიციული რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის გამოძიება და დამნაშავეთა სისხლის სამართლებრივი დევნა, ამიტომაც გაუმჯობესებულია მდგომარეობა აღმსარებლობის თავისუფლების კუთხითაც.
გასულ წელს მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონის მიღებით აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ შეზღუდა მოქალაქეების ხმის მიცემისა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება – ეს კანონი აიძულებს ეთნიკურ ქართველებს უარი სთქვან საქართველოს მოქალაქეობაზე. აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ არც ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი გახსნა გალში. სეპარატისტულ აფხაზეთშიცა და სამხრეთ ოსეთშიც კვლავ პრობლემად რჩებოდა მკვლელობები, არასანქცირებული დაპატიმრებები და დაკავებები.
ადამიანის უფლებების პატივისცემა
ნაწილი 1. პიროვნების ხელშეუხებლობის პატივისცემა
ა. სიცოცხლის შემთხვევით ან უკანონოდ ხელყოფა
არ იყო რაიმე შეტყობინება იმის შესახებ, რომ მთავრობის წარმომადგენლებს შემთხვევით ან უკანონოდ ჩაედინოთ მკვლელობები. არსებობდა ინფორმაცია, რომ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა მყოფ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში ჩადენილი იყო უკანონო მკვლელობები.
2004 წლის დეკემბერში პოლიციის ოფიცრის როლანდ მინაძის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი მტკიცებულების გაყალბებისა და მისი ხელოვნურად შექმნისათვის – რაც დაკავშირებული იყო ხვიჩა ქვრივიშვილის ცემასა და ამის შემდგომ დაღუპვასთან - უკანონოდ სცნეს და სასამართლოს დაუბრუნეს ხელახალი გამოძიებისათვის. პროკურატურამ ეს საქმე ხელახლა დააბრუნა სასამართლოში, რადგანაც დამამძიმებელი გარემოებების გამო უფრო მკაცრ განაჩენს ითხოვდა.
ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტის ორივე მხარის წარმომადგენლები მაინც სჩადიოდნენ მკვლელობებს. ოთხ მაისს სოფელ თამარაშენის მახლობლად ატეხილი სროლის დროს მოკლულ იქნენ ოსი ეროვნების ოთხი პიროვნება და ერთი ქართველი პოლიციელი. 6 ივნისს საკუთარი სოფლიდან გატაცებული ოთხი ქართველი პიროვნების ცხედრები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საქართველოში დეკემბერში დააბრუნეს. ოქტომბერში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისაგან დაიღუპა გივი ჩუხრუხიძე, რომელსაც კონფლიქტის ზონაში საკუთარ სახლში თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. ამ მკვლელობებიდან არცერთი არ იქნა გამოძიებული და არავინ იქნა დასჯილი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.
აფხაზეთში პარტიზანები კვლავ სჩადიოდნენ ძალისმიერ ქმედებებს. წლის დასაწყისში შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა აფხაზეთ-საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან განლაგებულ სოფელ განმუხირს, რის შედეგადაც მოკლული იქნა ზონის გამშვებ პუნქტზე მომუშავე ქართველი პოლიციელი. მარტში შეიარაღებული ბანდის წევრები თავს დაესხნენ სოფელ ოტობაიაში მცხოვრებ ოჯახს, სცემეს ოჯახის წევრები, ხოლო ერთი ქალბატონი - მერი ჯალაღონია - კი, მოკლეს. აპრილში სოფელ გუმურიშის მახლობლად მომხდარი ინციდენტის დროს მოკლულ იქნა ლაშა რიგვავა – ამ ინციდენტში რუსეთის მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცებიც მონაწილეობდნენ. მაისში სოფელ დიხაზურგას მახლობლად აფხაზმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ციური მარღანია.
1992-93 წლების ბრძოლების დროს ქართულმა და აფხაზურმა მხარემ ათობით ათასი ნაღმი ჩადო კონფლიქტის ზონაში. ნოემბერში აფხაზეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონაში განლაგებულ მანდარინის პლანტაციაში ორი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი კი დაიჭრა. საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს ნაღმები ცოტა ხნის წინ იყო ჩადებული ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მუშაკების დასაშინებლად და მოსავლის გასანადგურებლად. ამის შემდგომ აფხაზურმა პოლიციამ დააკავა ვახტანგ ძანძავა, რომელიც ნაღმის ჩადებაში იყო ეჭვმიტანილი. ივნისში სამხრეთ ოსეთში ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა ერთი რუსი მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცი და ორი ქართველი პოლიციელი, რომლებიც გოგი კახნიაშვილს, დაკარგულ ქართველ პიროვნებას - რომელიც ნაღმის აფეთქების შედეგად დაღუპულად ითვლებოდა – ეძებდნენ.
ბ. ადამიანების გაუჩინარება
არანაირი შეტყობინება არ ყოფილა იმის შესახებ, რომ მთავრობის წევრებს ხალხის პოლიტიკურად მოტივირებულ გატაცებაში მიეღოთ მონაწილეობა. საანგარიშო წლის განმავლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში (იხილეთ ნაწილი 1.ზ.) მაინც ხდებოდა ხალხის გატაცება, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათი იყო. მაისში სამხრეთ ოსეთის სოფელ ავნევში შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს ეუთოს მისიის ორი დამკვირვებელი, რომლებიც შემდგომში გაათავისუფლეს. ივლისში სოფელ არწევიდან გატაცებულ იქნა გოჩა ჯარემიშვილი – წლის ბოლოსათვის მისი ადგილსამყოფდელი უცნობი რჩებოდა.
მაისში აფხაზმა მებრძოლებმა სოფელ ნაბაკევიდან სამი ადამიანი გაიტაცეს, რომლებიც შემდგომ გათავისუფლებულ იქნენ. წლის ბოლოსათვის არსებობდა ინფორმაცია აფხაზეთში გამოსასყიდის მიღების მიზნით განხორციელებული ადამიანის გატაცების სულ მცირე თორმეტი შემთხვევის შესახებ.
აფხაზეთში დაიწყეს გალის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მამაკაცების ჯარში გაწვევა იძულების წესით. იტყობინებოდნენ, რომ იძულების წესით ჯარში 50-ზე მეტი მამაკაცი გაიწვიეს. იტყობინებოდნენ, აგრეთვე, რომ ადგილობრივი სამხედრო უწყების თანამდებობის პირი იღებდა 100 აშშ-ის დოლარს (1800 ლარს) გაწვევის “გადასავადებლად” და 1 500 აშშ-ის დოლარს (2 700 ლარს) უკვე გაწვეული ჯარისკაცების დასაბრუნებლად.
მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვნად შემცირდა გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცების რიცხვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში დაფიქსირებული იყო ადამიანის გატაცების 88 შემთხვევა და დასძინეს, რომ ამ შემთხვევათაგან 84 საქმის გამოძიება ეჭვმიტანილისათვის ბრალის წაყენებით დასრულდა.
საქართველოს მთავრობა და დაკარგულთა მოძიების აფხაზეთის კომისიები იტყობინებოდნენ, რომ 1992-94 წლების აფხაზეთის ომის შედეგად დაკარგულად რჩება ათასზე მეტი ქართველი და რამოდენიმე ასეული აფხაზი ადამიანი (იხილეთ ნაწილი 1. ზ.). წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC)დახმარებას უწევდა ოფიციალურ სტრუქტურებს ქვეყნის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის თანახმად თავისი ვალდებულებების შესრულების საქმეში – ანუ დაკარგულ პირთა ოჯახებისათვის პასუხის გაცემის საქმეში. აღნიშნული საქმიანობა მოიცავდა დაღუპულთა დაკრძალვის ადგილების მოძიებას, მათ ექსჰუმაციას, იდენტიფიცირებასა და ცხედრების ოჯახებისათვის დაბრუნებას. საანგარიშო წლის განმავლობაში ცხედრის დაბრუნების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული.
წლის ბოლოსათვის კვლავ უცნობი იყო 2003 წელს პანკისის ხეობიდან გაუჩინარებული ჩეჩენი ლტოლვილის ადამ თალალოვის ადგილსამყოფელი; ამ საქმის გამოძიებნასთან დაკავშირებით არანაირი წინსვლა არ იყო მოსალოდნელი.
ამ წლის ბოლოსათვის კვლავ გრძელდებოდა 2003 წელს აფხაზეთში, კოდორის ხეობაში გაეროს სამი სამხედრო დამკვირვებლის გატაცებისა და გათავისუფლების საქმის გამოძიება; ამ საქმის გამოძიებნასთან დაკავშირებით არანაირი წინსვლა არ იყო მოსალოდნელი.
გ. წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა და დასჯა
მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული პრაქტიკა კანონით აკრძალულია, ასეთ შემთხვევებს მაინც ჰქონდა ადგილი.
საანგარიშო წლის განმავლობაში მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტების წინააღმდეგ; კერძოდ კი, განხორციელდა შემდგომი საქმიანობა: წინასწარი დაკავების დაწესებულებების ფართო მონიტორინგი თბილისში და პოლიციის განყოფილებების მონიტორინგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები წამების დეფინიციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში მათი პატიმრობის ვადებისა და დაკავებული პოსტებიდან დროებით გათავისუფლების გახანგრძლივება; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელთა თანახმადაც შემცირდება თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები (ახალი კანონის თანახმად, დაკავებულთა მიერ დაკავების პროცესში მიცემული აღიარებითი ჩვენებები დამტკიცებული უნდა იყოს სასამართლოს მიერ, რათა მათ მტკიცებულების ძალა გააჩნდეთ); დანაშაულის გამოძიებისა და დამნაშავეთა სისხლის სამართლებრივი დევნისაკენ მიმართული საქმიანობის გაძლიერება გენერალურ პროკურატურაში (იხ. ნაწილი 1. დ.). როგორც გვატყობინებენ, შემცირებულია სერიოზული დარღვევებისა და პოლიციელების მხრიდან გადაცდომების ფაქტების რიცხვი, ისეთების, როგორიცაა მტკიცებულების ხელოვნურად შექმნა ან “ჩაგდება”.
წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ საჩივრების გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირი გენერალური პროკურორია. პროკურორებს ევალებათ პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტების გამოძიება, თუ დაკავებულ პირს დაზიანებები დაპატიმრების დროს აქვს მიღებული. თუკი ისინი დაადგენენ, რომ ბრალდება არ დასტურდება, მაშინ ეს გადაწყვეტილება შეიძლება გენერალური პროკურატურის უფრო მაღალ ინსტანციაში გასაჩივრდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები გვატყობინებდნენ, რომ გამოძიებების შედეგად ჩვეულებრივ დგინდებოდა, რომ პოლიციის მიერ გარკვეული ძალის გამოყენება აუცილებლობას წარმოადგენდა. ნებისმიერ პირს, რომლის წინააღმდეგაც ძალადობრივი ქმედებები იყო გამოყენებული, საშუალება ჰქონდა სამოქალაქო სარჩელი აღეძრა ძალადობრივი ქმედებების ჩამდენის წინააღმდეგ.
მაგრამ, როგორც გვატყობინებს არასამთავრობო ორგანიზაცია - “ყოფილი პოლიტიკური პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” (FPPHR - დაწყებული 2004 წლიდან მთავრობამ პასუხი არ გასცა ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით წარდგენილ ასობით საჩივარს. გენერალური პროკურატურა იტყობინებოდა, რომ მათ დაიწყეს ზოგიერთ ამ საჩივართან დაკავშირებული საქმეების გამოძიება, მაგრამ დასძენდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ფაქტები ძალის გამოყენების შესახებ ხშირად არ შეიცავდა საკმარის ინფორმაციას გამოძიების დაწყებისათვის.
როგორც გვატყობინებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, საანგარიშო წლის განმავლობაში სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები კვლავაც სცემდნენ და აწამებდნენ დაკავებულებს და სჩადიოდნენ მათ წინააღმდეგ სხვა ძალისმიერ ქმედებებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მსჯავრდებულთა 23 პროცენტის წინააღმდეგ სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს – ეს რიცხვი 3 პროცენტით აღემატება 2004 წლის იგივე პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. იანვარში სახალხო დამცველის ოფისის საბჭოს მიერ წინასწარი დაკავების დაწესებულებებში ჩატარებული 10-დღიანი მონიტორინგის შედეგად დადასტურდა პოლიციელების მიერ დაკავებულთა წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის მაღალი მაჩვენებელი; ამ საბჭომ განაცხადა, რომ ამ ათდღიანი პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან დაკავებულების ფიზიკური შეურაცხყოფის 15 შემთხვევას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილების მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საანგარიშო წლის განმავლობაში დაკავებული დაახლოებით 8 ათასი ადამიანიდან 1360 პირს (17 პროცენტს) აღენიშნებოდა დაზიანებები – მათგან 90 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი პოლიციელების მიერ იყვნენ ნაცემი. ომბუდსმენის ოფისის ინფორმციის თანახმად, იანვრიდან აგვისტომდე მათი მონიტორინგის ჯგუფმა ფიზიკური ძალადობის ფაქტების 192 შემთხვევა დააფიქსირა.
2004 წლის დეკემბერში მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მონიტორინგის საბჭო შექმნა, რომლის მიზანი იყო სამინისტროს იურისდიქციაში მყოფი დაკავების დაწესებულებების დათვალიერება; ამ საბჭოს წევრები იყვნენ ომბუდსმენის ოფისის მიერ არჩეული მოხალისეები, რომლებიც წამების საკითხებზე მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციებში. წინასწარი დაკავების დაწესებულებებში ძალისმიერ ქმედებებზე რეაგირებისათვის აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილებას დაავალეს წინასწარი დაკავების ყველა 67 დაწესებულების ზედამხედველობა, ხოლო სტრუქტურის მესვეურებმა კი შეიმუშავეს წინასწარი დაკავების დაწესებულებებში მიყვანილი დაკავებულების რეგისტრაციის ახალი პროცედურა. რეგისტრაციის ამ პროცედურის თანახმად აუცილებელია დაკავებულს შემოყვანისთანავე ჩაუტარდეს სავალდებულო ფიზიკური შემოწმება და ამის შედეგად აღირიცხოს მის სხეულზე აღბეჭდილი ფიზიკური ძალადობის ყველანაირი ნიშანი. აუცილებელია, აგრეთვე, სამედიცინო შემოწმების ჩატარებაც, თუ მას შემდეგ, რაც დაკავებულებს დაკავების დაწესებულებაში შემოიყვანენ ან იქიდან გაიყვანენ, მათ ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონიტორინგის განყოფილება ვალდებული იყო გამოეძიებინა ფიზიკური ძალადობის ყველა შემთხვევა. მონიტორინგის განყოფილების უფროსის თქმით, პოლიციელებს არ ჰქონდათ წინასწარი დაკავების დაწესებულებებში შესვლის უფლება მის მიერ გაცემული ნებრათვის გარეშე.
ნოემბრის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის ყველა წარმომადგენელი – პოლიციის სპეციალური დანაყოფის თანამშრომლების გარდა – ვალდებული იყო დაკავებულებთან და პატიმრებთან შეხვედრების დროს პირადობის დამადასტურებელი საშვები ეტარებინათ; პოლიციის სპეციალური დანაყოფის წევრები კი, ასეთი მოთხოვნისაგან გათავისუფლებულები იყვნენ იმიტომ, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნებულიყო. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ამ ფაქტის გამო სპეციალური ჯგუფის წევრები ძალისმიერი ქმედებების ჩადენის შემთხვევაში მათზე პასუხს არ აგებდნენ.
ადამიანის უფლებების დამცველები იტყობინებოდნენ, რომ პოლიციის განყოფილებების შერჩევითი და მოულოდნელი (წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩატარებული) შემოწმებების შედეგად საანგარიშო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა საჩივრების რიცხვი პოლიციელების მიერ ძალის გამოყენების თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ასეთი მონიტორინგი ეფექტური აღმოჩნდა და მის შედეგად შემცირდა ძალისმიერი ქმედებები წინასწარი დაკავების დაწესებულებებში – იანვრის შემდეგ წინასწარი დაკავების დაწესებულებებში ძალისმიერი ქმედებების რიცხვი შემცირებულია; თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იტყობინებოდნენ, აგრეთვე, რომ გაიზარდა ისეთი დაკავებულების რიცხვი, რომელთაც ფიზიკური ძალადობის ნიშნები უკვე პოლიციის განყოფილებებსა ან დაკავების დაწესებულებებში მოყვენისთანავე აღენიშნებოდათ. “ამნისტი ინტერნეშიონალმა” (AI), სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ომბუდსმენის ოფისმა დააფიქსირეს ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც, როგორც იტყობინებოდნენ, დაკავებულებს დაზიანებები პოლიციელებმა მათი დაკავების დროს მიაყენეს. პოლიციელები კი ირწმუნებოდნენ, რომ ეს დაზიანებები დაკავებულებს ან დაკავებამდე აღენიშნებოდათ ან მათ მიერ წინააღმდეგობის გაწევის შედეგი იყო. შეტყობინებების თანახმად, დაკავებულებს აწამებდნენ ან სცემდნენ მანქანებში წინასწარი დაკავების დაწესებულებებში მათი გადაყვანის დროს, პოლიციის განყოფილებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. ერთ-ერთი დაკავებული იტყობინებოდა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავებისას ჩატარებული მოსმენის დროს მიაყენეს. შემოსული იყო საჩივრები, რომ რამოდენიმე ადამიანს თავს ქუჩაში დაესხნენ უსაფრთხოების სამსახურის სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი თანამშრომლები, ზოგი კი უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს – მაგალითად სასაფლაოებზე ან ტყეში – და იქ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
საანგარიშო წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულისათვის რამოდენიმე პოლიციის ოფიცერი სასამართლოს წინაშე წარსდგა, რამოდენიმე თანამდებობიდან გაათავისუფლეს ან დააქვეითეს; მაგრამ დაუსჯელობის სინდრომი კვლავაც პრობლემად რჩებოდა, განსაკუთრებით კი, დედაქალაქს მოშორებულ რეგიონებში (იხ. ნაწილი 1. დ.). არასამთავრობო ორგანიზაციები იტყობინებოდნენ, რომ პოლიციელების მხრიდან სამსახურეობრივი გადაცდომების ფაქტების დადასტურებას ხელს უშლიდა გენერალურ პროკურატურასა და პოლიციას შორის არსებული მჭიდრო კავშირები; არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, აგრეთვე, რომ სასამართლო ხელისუფლებაში პროფესიონალი კადრებისა და დამოუკიდებლობობის არარსებობის გამო არ ხდება რეაგირება წამების ფაქტების შესახებ შემოსულ საჩივრებზე. ამის შედეგად კი, როგორც იტყობინებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მიუხედავად გატარებული პოზიტიური რეფორმებისა, სამართალდამცავები კვლავაც მიმართავენ წამებას ან სასტიკ მოპყრობას, რადგანაც დაბალია რისკი იმისა, რომ მათი ქმედებები გამოვლინდება ან დაისჯება. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, აგრეთვე, რომ ვითარების გაუმჯობესებას ხელს უშლის ის ფაქტიც, რომ სამართალდამცავებს არ უტარდებათ შესაფერისი ტრენინგები, ხოლო საზოგადოება კი, ნაკლებად არის გათვითცნობიერებული, თუ რა ახალი დამცავი მექანიზმებია დაწესებული მოქალაქეებისათვის.
წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტების გამოააშკარავებას კვლავაც ხელს უშლიდა მნიშვნელოვანი ფაქტორები. არასამთავრობო ორგანიზაციები იტყობინებოდნენ, რომ დაზარალებულები არ ამხელდნენ ინფორმაციას ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შესახებ, რადგანაც ეშინოდათ, რომ ამისათვის პოლიციელები მათ ან მათ ოჯახებს სამაგიეროს გადაუხდიდნენ. ორგანიზაცის - “ამნისტი ინტერნეშიონალ” – ინფორმაციით, ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლებმა იცოდნენ ძალისმიერი მეთოდების გამოყენების აშკარა ფაქტების შესახებ, მაგრამ დაკავებულებმა – რომლებსაც ხილული დაზიანებები აღენიშნებოდათ – შემდგომში უარი სთქვეს ოფიციალურად განეცხადებინათ ამ ინციდენტების შესახებ და უკან წაიღეს თავიანთი პირვანდელი საჩივრები. მაისში ომბუდსმენის ოფისის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები წინასწარი დაკავების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, როდესაც იქ შემოიყვანეს დაკავებული პირი, რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა იგი დაკითხეს, აღრიცხეს მისი დაზიანებები და საქმე გამოძიებისათვის გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნეს. ამ პიროვნების ადვოკატმა შემდგომ აღნიშნა, რომ დაკავებულმა უარი სთქვა ეთანამშრომლა გამოძიების მწარმოებლებთან, რადგანაც შიშობდა, რომ მის ოჯახს ამისათვის სამაგიეროს გადაუხდიდნენ.
აპრილში პატიმარი ელდარ კონენიშვილი, რომელიც #1 საპყრობილეში იყო მოთავსებული, შემდგომ გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც პოლიციელებმა იგი სცემეს და დააშინეს. კონენიშვილს ყველა იმ ადამიანის ამოცნობა შეძლო, ვინც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ კონენიშვილის ცემაში ბრალდებული პოლიციელი სამსახურიდან დროებით არ დაუთხოვიათ. ამ საქმის გამოძიება წლის ბოლოსათვის დასრულებული არ იყო.
წლის ბოლოს გრძელდებოდა 2004 წელს წინასწარი დაკავების საკანში სულხან მოლაშვილის წამების ფაქტის გამოძიებაც. სექტემბერში მოლაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და ფინანსური სახსრების მითვისების ბრალდებით; ეს განაჩენი გასაჩივრდა, მაგრამ წლის ბოლოსათვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. მოლაშვილის ადვოკატებმა სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოში შეიტანეს – ისინი ამტკიცებენ, რომ მოლაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო; წლის ბოლოსათვის პასუხი სტრასბურგიდან ჯერ კიდევ არ იყო მიღებული. მოლაშვილმა მისი წამების შესახებ ოფიციალური შეტყობინება 2004 წლის ივლისამდე არ გააკეთა, რადგანაც მას ეშინოდა, რომ ამისათვის მის ოჯახს სამაგიეროს გადაუხდიდნენ. ორგანიზაციის – ‘ყოფილი პოლიტიკური პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის’ წარმომადგენელ ნანა კაკაბაძის მიერ მოლაშვილის საქმის შესახებ მოწყობილი პრეს-კონფერენციის შემდეგ, მოლაშვილი ისეთ საკანში გადაიყვანეს – როგორც ევროპის საბჭომ შეგვატყობინა – სადაც არც სინათლე იყო და არც სველი წერტილები ფუნქციონირებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების დაწესებულებაში ირაკლი თუშიშვილის ელექტროშოკით წამებაში ეჭვმიტანილი პოლიციელების წინააღმდეგ წარმოებული გამოძიების შედეგად ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. როგორც იტყობინებიან, თუშიშვილი 2003 წელს გაათავისუფლეს.
არ არის ცნობილი, თუ როგორ ვითარდებოდა ორი პოლიციელის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება – პოლიციელები ეჭვმიტანილები იყვნენ 15 წლის დ. ასატუროვისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებულ გამოძალვასა და მის წინააღმდეგ ძალისმიერი ქმედებების გამოყენებაში.
არსებობს შეტყობინებები, რომ პატიმრებს შორის არსებული აგენტები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ წინასწარი პატიმრობის დაწესებულებების ბინადართ.
ნოემბერში გალის რაიონის სოფელ ფიჭორში აფხაზმა პოლიციელებმა დააკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თემურ და გიორგი მორგოშიებს; შემდგომში ისინი გაათავისუფლეს.
საპყრობილეებსა და დაკავების დაწესებულებებში არსებული პირობები
ომბუდსმენისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, საპყრობილეებში ისევ ცუდი პირობებია, ისინი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საანგარიშო წლის განმავლობაში შეიძლება გაუარესებულიყო კიდევაც. გაერო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია – მათ შორის ‘ჰიუმან რითს უოჩი’ (HRW)- კვლავაც იტყობინებოდნენ, რომ საპყრობილეებში არაადამიანური და სიცოცხლისათვის საშიში პირობებია – სავალალოა შენობების მდგომარეობა, საკნები გადატვირთულია, არ არსებობს შესაფერისი კვება და სამედიცინო მომსახურება, დიდია კრიმინალური ბანდების გავლენა. უმრავლესობა შენობებში არ არსებობს ადექვატური კომუნალური და სანტექნიკის საშუალებები. კვლავაც გრძელდებოდა საპყრობილეების თანამშრომლების მიერ პატიმრებისა და დაკავებულების ფიზიკური შეურაცხყოფა და მათთვის ფულის გამოძალვა.
დეკემბერში პატიმართა ქუთაისის ახალ, 1500 ადგილიან საპყრობილეში გადაყვანამ შეამსუბუქა მდგომარეობა რეგიონის საპყრობილეებში. მაგრამ, გადაყვანილ პატიმრებს შორის ბუნტი ატყდა, რადგანაც ახალ საპყრობილეში არ იყო წყალი და ელექტროენერგია. ერთ კვირაში ეს მომსახურება გამოსწორდა.
მძიმეა მდგომარეობა წინასწარი დაკავების დაწესებულებებშიც. თუმცა, საანგარიშო წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაარემონტა ასეთი დაწესებულება თბილისში – იქ გაიყვანეს ახალი ელექტროგაყვანილობა და გათბობის სისტემა.
ივნისში საპარლამენტო კომიტეტი ბათუმის # 3 საპყრობილეს ეწვია და აღმოაჩინა, რომ მასში დასაშვებ რაოდენობაზე ორჯერ მეტი პატიმარი იმყოფებოდა. ერთ 12-ადგილიან საკანში, მაგალითად, 37 პატიმარი იყო მოთავსებული. ტუბერკულოზითა და ჩ ჰეპატიტით დაავადებული პატიმრები ჯანმრთელებთან ერთად ერთ საკანში ისხდნენ.
კანონიერი ქურდები – რომლებიც ორგანიზებულ დამნაშავეთა ბანდების ძლიერ ქსელს წარმოადგენენ – ყველა საპყრობილეში არიან; ისინი ჩვეულებრივ სხვა პატიმრებს სძალავენ ფულს, რომელსაც ‘ობშიაკი’ ეწოდება და მას შემდგომ ციხის მესვეურთა და მოსამართლეთა მოსასყიდად იყენებენ. გეგუთის კოლონიაში, მაგალითად, საპყრობილეების თანამშრომლები კანონიერი ქურდების თავდასხმების შიშით უარს აცხადებდნენ ღამის ცვლაში ციხეების პატრულირებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები იტყობინებოდნენ, რომ ბევრი პატიმარი ითხოვდა მათ კარცერებში გადაყვანას (მიუხედავად იქ არსებული სავალალო მდგომარეობისა), რადგანაც სურდათ თავი აერიდებინათ ქურდების ზეგავლენისათვის. ომბუდსმენის ოფისის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თუ პატიმრები უარს ამბობდნენ ქურდებთან თანამშრომლობაზე, ამას მოყვებოდა მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაშინება.
საანგარიშო წლის განმავლობაში უფრო რეგულარულად უხდიდნენ ხელფასებს საპყრობილეების მცველებსა და სხვა თანამშრომლებს, რამაც შეამცირა კორუფციის ფაქტების რიცხვი. მაგრამ, ივნისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის ოფისის ზეწოლის შედეგად მოხდა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის, შოთა კოპაძის სისხლის სამართლებრივი დევნა – შეტყობინებების თანახმად იგი ეჭვმიტანილი იყო ქურდებთან ერთად პატიმრებისათვის ფულის გამოძალვასა და მათ ფიზიკურ შეურაცხყოფაში; ომბუდსმენის ოფისმა კოპაძე დაადანაშაულა პატიმრებისაგან ყოველთვიურად 166 ათასზე მეტი აშშ-ის დოლარის (300 ათასი ლარი) გამოძალვაში ‘ობშიაკისათვის’. იუსტიციის სამინისტრომ უარი განაცხადა კოპაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, თუმცა შემდგომში დააპატიმრეს ორი საპყრობილის დირექტორი: ერთი მათგანი - დაკავებულის ნათესავისაგან ქრთამის გამოძალვისათვის, ხოლო მეორე კი, იმ ინციდენტის შემდგომ, როდესაც ომბუდსმენსა და გენერალური პროკურატურის თანამდებობის პირებს შეურაცხყოფა მიაყენეს მათ მიერ იმ დაკავების დაწესებულების დათვალიერებისას, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა. 22 დეკემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კოპაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა და კოპაძის მაგივრად სახალხო დამცველის მოადგილე ბაჩო ახლაია დანიშნა.
არასამთავრობო ორგანიზაციები იტყობინებოდნენ, რომ პატიმრებს შორის კვლავაც ჰქონდა ადგილი ძალადობის ფაქტებს.
როგორც იტყობინებიან, გაუმჯობესდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საპყრობილეებში, თუმცა ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპყრობილეების ხელმძღვანელები ხელოვნურად იღებენ ამ დაბალ მაჩვენებელს, რადგანაც ისინი ათავისუფლებენ განუკურნებელი სენით შეპყრობილ პატიმრებს და ჰოსპიტალში გადაჰყავთ მომაკავდავი მსჯავრდებულები. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ იმ პატიმართა სიკვდილიანობას, რომლებსაც ოჯახი არ ჰყავთ, საერთოდ არ აღრიცხავენ. საანგარიშო წლის განმავლობაში საპყრობილეებში პატიმრების სიკვდილის 44 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ივლისში გეგუთის საპყრობილეში თავი მოიკლა ალბერტ ზასაევმა. ოქტომბერში ხონის #9 საპყრობილეში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ზურაბ ცინცაძემ. ნოემბერში პაატა მამულიას გვამი #1 საპყრობილის სარდაფში აღმოაჩინეს; ერთ-ერთი პატიმარი დაადანაშაულეს ჩხუბის დროს მამულიას მკვლელობაში.
საპყრობილეებში ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობებსა და თვითდასახიჩრებას – რაც წარმოადგენდა პროტესტს საპყრობილეებში პირობების გაუარესებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. ხანდახან პატიმრები შიმშილობებს აცხადებდნენ, რაც აგრეთვე პროტესტის ფორმა იყო ცუდი პირობების, მნახველების მიერ პატიმრების მონახულებაზე შეზღუდვების დაწესებასა და მთავრობის მიერ პატიმრების ვადამდელი გათავისუფლების თვითნებური პოლიტიკის წარმოების წინააღმდეგ.
იუსტიციის სამინისტროს პენიტენციალური სისტემის მონიტორინგის საბჭომ გააკრიტიკა პატიმრების საავადმყოფოებიდან საპყრობილეებში დაბრუნების ფაქტი მათთვის სავალდებულო სამედიცინო შემოწმების ჩატარებისა გარეშე და მოთხოვნილი გამოძიების ჩატარების გარეშე.
სექტემბერში ორი პატიმრის ინფექციური მენინგიტით დაიღუპვის შემთხვევების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დაღუპულ პატიმართა ოჯახის წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს ამ დაავადების გავრცელების გამო. საპყრობილის ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ პატიმრები დაავადებულები იყვნენ პროგრესირებადი ნევროლოგიური ინფექციით და არა მენინგიტით. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - “თავისუფლების ინტიტუტი” – გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პატიმარი საავადმყოფოდან სამკურნალო საშუალებების არქონის გამო გაწერეს; მისი ოჯახის წევრები მზად იყვნენ მკურნალობის საფასური დაეფარათ, მაგრამ მათ ავადმყოფის საავადმყოფოდან გამოწერის შესახებ არაფერი შეატყობინეს. წლის ბოლოს ამ საქმის გამოძიება დასრულებული არ იყო.
ამ ორი პატიმრის დაღუპვის შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილი 55 პატიმარი ისევ ციხეში დააბრუნეს. მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩარევის შედეგად, 25 პატიმარი ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ შემთხვევის შესახებ ომბუდსმენის ოფისმა გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, რომ საანგარიშო წლის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორებში მყოფ დაკავებულთა სიკვდილის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდში დაკავებულმა გიორგი ჟვანიამ თვითმკვლელობის ჩადენა თავში მძიმე საგნის ჩარტყმით სცადა.
არასრულწლოვანი პირები ცალკე დაწესებულებებში იყვნენ მოთავსებულები; თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორებში არასრულწლოვანები, როგორც წესი, სხვა დაკავებულებთან ერთად იყვნენ მოთავსებულები. ზოგჯერ წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები მსჯავრებულებთან ერთადაც ისხდნენ, რადგანაც ციხეები გადატვირთული იყო. მაგალითად, გაეროს ბავშვთა საერთაშორისო ფონდის (UNICEF)მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 17 წლის ალეკო ქამუშაძე წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დროს 8 თვის განმავლობაში მოთავსებული იყო 30-კაციან საკანში, რომელშიც სხვებთან ერთად ისხდნენ მკვლელობისათვის და გაუპატიურებისათვის მსჯავრდებულები.
არასამთავრობო ორგანიზაციები იტყობინებოდნენ, რომ სულ მცირე ოთხი პატიმარი მათი განაჩენით გათვალისწინებულ პერიოდზე უფრო მეტ ხანს გააჩერეს საპყრობილეში.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაკავების დაწესებულებებში შესვლის სრული უფლებით სარგებლობდა – მათ შორის, მათ უფლება ჰქონდათ შესულიყვნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც; ეუთოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მათ არანაირი სერიოზული პრობლემა არ შექმნიათ პატიმრებთან ან დაკავებულებთან შეხვედრის უფლების მოპოვებისას. გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილების თანამშრომლებს უფლება ჰქონდათ თავისუფლად შესულიყვნენ საპყრობილეებში იქ არსებული პირობების შესამოწმებლად. ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივი ჯგუფები და საპყრობილეების მონიტორინგის საბჭოს წევრები იტყობინებოდნენ, რომ გარკვეულ შემთხვევებში მათ სიძნელეები ექმნებოდათ დაკავებულების მონახულების უფლების მოპოვებისას, განსაკუთრებით კი, მაშინ, როდესაც მათ საქმეებს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა.
ნოემბერში იუსტიციის მინისტრმა სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან შემდგარი მონიტორინგის საბჭო გაუქმებულად გამოაცხადა. საბჭოს წევრებმა ამ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდეს და მუშაობას წლის ბოლომდე განაგრძობდნენ. საბჭოს წევრებს უფლება ჰქონდათ წინასწარი შეტყობინების გარეშე შესულიყვნენ ნებისმიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მონიტორინგის საბჭოს 20 წევრიდან მხოლოდ 4 თუ 5 ადამიანი თუ იყო აქტიური და პატიმრებიც შურისძიების შიშის გამო, როგორც წესი, თავს იკავებდნენ მათთან საუბრისაგან.
მონიტორინგის საბჭოს წევრებს არ ჰქონდათ ციხეში აუდიო და ვიდეო აღჭურვილობის შეტანის უფლება, რათა მოეხდინათ პატიმრების დაზიანებებისა ან ციხეში არსებული ცუდი პირობების დოკუმენტირება. მონიტორინგის საბჭოს წევრმა-არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პოლიციის განყოფილებებში დაკავებულების პირველადი დაკითხვისა და დაკავების ეტაპზე მონიტორინგისაგან განსხვავებით, საპყრობილეების მონიტორიონგი არაეფექტური აღმოჩნდა.
გაეროს წარმომადგენლებმა გულისწუხილი გამოთქვეს აფხაზეთში წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირებისა და მსჯავრდებულების მდგომარეობის გამო – მათ შორის ქალებისა მდგომარეობისა და სიკვდილმისჯილთა საკნებში არსებული მდგომარეობის გამო. სამხრეთ ოსეთში ცხინვალის საპყრობილისა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების იზოლატორის დათვალიერების შემდეგ გაერომ შეშფოთება გამოთქვა იქ არსებული მდგომარეობის გამო.
დ. თვითნებური (არასანქცირებული) დაპატიმრებები და დაკავებები
კანონი კრძალავს თვითნებურ დაპატიმრებებსა და დაკავებებს; მაგრამ მთავრობა ყოველთვის როდი იქცეოდა კანონის შესაბამისად.
პოლიციისა და უშიშროების აპარატის როლი
პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტროს (MPPO)უპირველესი მოვალეობა სამართლის დაცვაზე პასუხისმგებლობაა. იგი 2004 წლის დეკემბერში ორი სამინისტროს შერწყმის შედეგად შეიქმნა, მაგრამ მას ჩვეულებრივ მაინც შინაგან საქმეთა სამინისტროს უწოდებენ. შიდა არეულობების დროს წესრიგის დასამყარებლად მთავრობამ შეიძლება მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სამხედრო უწყებას. ეს სამინისტრო კონტროლს უწევს პოლიციას, რომელიც იყოფა სხვადასხვა ფუნქციების მქონე დეპარტამენტებად და რომლის შემდგენლობაში შედის აგრეთვე ერთი დამოუკიდებელი დაფინანსების მქონე პოლიციური დაცვის დეპარტამენტი, რომელიც კერძო საწარმოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საანგარიშო წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტოში უარი სთქვეს ადრე არსებული გეგმის განხორციელებაზე: ჟანდარმერიად გარდაექმნათ სამი ათასი კაცისაგან შემდგარი მსუბუქად შეიარაღებული შინაგანი ჯარი.
საანგარიშო წლის განმავლობაში გაიზარდა საზოგადოების ნდობა პოლიციის მიმართ, რაც კორუფციის ფაქტების შემცირებით იყო განპირობებული. ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდის, მათი რეგულარულად გაცემისა და, აქედან გამომდინარე, სამსახურის დაკარგვის შიშით, პოლიციელები აღარ ახორციელებდნენ ძალისმიერ ქმედებებს დაკავებულების წინააღმდეგ. 2004 წელს რეფორმირებულ საპატრულო პოლიციას აპრილიდან უფრო ინტენსიურად უტარდებოდა ტრენინგები.
იყო ფართოდ გახმაურებული საქმეები, რომელიც ეხებოდა პოლიციელების მიერ ფიზიკური ძალის გამოყენებას ან საპყრობილეებში პატიმრების გარდაცვალებას – ამ სამქეების გამოძიების შედეგად ზოგი პოლიციელი დააპატიმრეს, ზოგს კი, ადმინისტრციული სასჯელი შეუფარდეს. მაგრამ, არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა არ ატარებდა შემოსული საჩივრების სისტემატურ განხილვას, საქმეების გამოძიებასა და ეჭვმიტანილების სისხლის სამართლებრივ დევნას – ყველა ზემოხსენებულმა ფაქტმა ხელი შეუწყო დაუსჯელობის დიდი ხნის არსებული კულტურის კიდევ უფრო გაფურჩქვნას, განსაკუთრებით კი, თბილისის გარეთ, რეგიონებში.
ზოგადად კი, პოლიციის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში დგებოდა, ხოლო კანონმდებლობით კი, შეზღუდულია დაკავებულების შესაძლებლობები დაასაბუთონ თავიანთი საჩივარი ასეთი დანაშაულის შესახებ (იხ. ნაწილი 1. ე.). ბევრი დამკვირვებელი ირწმუნებოდა, რომ პროკურორები თავს იკავებდნენ პოლიციელების წინააღმდეგ სისხლის სამრთლის საქმის აღძვრაზე ან ხურავდნენ საქმეებს მტკიცებულების არარსებობის გამო. ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ შურისძიების შიშისა და სისტემისადმი უნდობლობის გამო დაზარალებულები ოფიციალურად არ იტყობინებიან დარღვევების ბევრი შემთხვევის შესახებ.
გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილების მიერ ნოემბერში მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავების მხრიდან უკანონო მოპყრობის, ძალისმიერი ქმედებებისა და წამების გამოყენების ფაქტებზე აღძრული იყო 188 სისხლის სამართლის საქმე. აქედან ბრალი 25 სამართალდამცავს წაუყენეს. საანგარიშო წლის ბოლოსათვის საპყრობილეებში სასჯელს 10 სამართალდამცავი იხდიდა – ყველა ეს განაჩენი ‘ვარდების რევოლუციის’ შემდეგ იყო გამოტანილი.
გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილებამ დაიწყო ადამიანის უფლებების დარღვევისათვის აღძრული საქმეების, სასამრთლო პროცესებისა და გამოძიებების მსვლელობების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და მისი განახლება.
5 მაისს სამეგრელოს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი სერგო ჩაჩიბაია, სამეგრელოს რეგიონის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი მერაბ ცაავა და სამეგრელოს პოლიციის განყოფილების სამი ოფიცერი როზმან გოგენია, რუბენ კალანდია და ჯემალ იზორია სხვადასხვა ბრალდების გამო იყვნენ მსჯავრდებულები, მათ შორის შემდეგი ბრალდებებისათვის – უფლებომოსილების გადამეტება ძალისმიერი ქმედებების ჩადენითა და იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების დამცირება და განზრახ არასანქცირებული დაპატიმრებისა ან დაკავებაის განხორციელება. ჩაჩიბაიას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ცაავას – 4 წლით, ხოლო დანარჩენ სამ პოლიციელს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
27 მაისს უფროს ინსპექტორ კ. კესაურს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – იგი დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების გადამეტებისათვის და სხეულის განზრახ დაზიანებისათვის. 26 მაისს სამ პოლიციელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს უფლებამოსილების არაერთხელ გადამეტებისათვის იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის ღირსების დამცირებისათვის და სხეულის განზრახ დაზიანებისათვის; გოგი ხარებავას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ილია ნაჭყებიასა და პაატა ჯღარკავას კი, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური სამძებრო განყოფილების უფროსი ინსპექტორი ლევან ლევიძე დამნაშავედ სცნეს უფლებამოსილების გადამეტებისათვისა და გაყალბებისათვის – მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროკურორმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ლევიძისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
დაპატიმრება და დაკავება
აპრილში მიღებული ახალი კანონის თანახმად, პიროვნების დაკავება შეიძლება მოხდეს მხოლოდ საკმარისი მტკიცებულებებისა და სასამართლო ორდერის არსებობის შემთხვევაში. დაკავებისა და სხვა ორდერებს მოსამართლეები გასცემდნენ; მათი მოპოვება პოსტ ფაქტუმაც შეიძლებოდა და ჩევულებრივ ასეც ხდებოდა. რეალურად კი, პოლიციელები კვლავაც ორდერის გარეშე აკავებდნენ ხალს და დაპატიმრების მიზნით კვლავაც “აგდებდნენ” ნარკოტიკებსა ან იარაღს. პროკურატურა ერთადერთი უწყებაა, რომელსაც სასამართლოებთან პირდაპირი კონტაქტის უფლებამოსილება გააჩნია; მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა მოსამართლეებზე, რათა მათ დაეკმაყოფილებინათ შუამდგომლობები სატელეფონო მოსმენების, ჩხრეკისა და დაკავების ორდერის გაცემების თაობაზე.
კანონის თანახმად, დაკავებულ პირს ბრალი 72 საათის განმავლობაში უნდა წაუყენონ, ხოლო ვისაც ბრასლ ამ პერიოდის განმავლობაში არ წაუყენებენ, უნდა გაათავისუფლონ; რეალურად კი, დაკავებულის ეს უფლება ყოველთვის არ იყო დაკმაყოფილებული.
აპრილში მიღებული კანონის თანახმად, გათვალისწინებულია დაკავებულის თავდებით გამოშვება, რომელიც ახლა უფრო პოპულარულია, ვიდრე წინასწარი პატიმრობა. აპრილამდე თავდებით გამოშვების პრაქტიკა იშვიათად გამოიყენებოდა, რადგანაც მოსამართლეებს ეშინოდათ, რომ მათ მექრთამეობაში დაადანაშაულებდნენ.
დაკავებულს უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატთან შეხვედრა დაკავებისთანავე და უარი სთქვას ადვოკატის გარეშე ჩევენების მიცემაზე; სოციალურად დაუცველ მოპასუხეს უფლება აქვს დაენიშნოს სახაზინო ადვოკატი. კანონის თანახმად, მოპასუხეს ადვოკატს უნიშნავს მოსამართლე, თუმცა მას უფლება აქვს მოითხოვოს ადვოკატის შეცვლა. მაგრამ, როგორც იტყობინებიან, მოპასუხისათვის სახაზინო წესით შერჩეული ადვოკატი ხშირად მხოლოდ სახლემწიფოს ინტერესებს იცავდა. გარდა ამისა, პროკურორებს უფრო მეტი წვლილი შეჰქონდათ პროცესში, ვიდრე ეს კანონით იყო დაშვებული. პოლიციის ადგილობრივი მესვეურები უზღუდავდნენ დაკავებულებს ადვოკატთან შეხვედრის უფლებას. რეალურად, არ იყვნენ საკმარისი რაოდენობის ადვოკატები, რათა ყველა სოციალურად დაუცველის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ (იხ. ნაწილი 1. ე.). ამიტომ მოპასუხეებს ყოველთვის როდი შეეძლოთ ადვოკატის დახმარებით ესარგებლათ. საპილოტო პორექტის განხორციელების შემდეგ ქვეყანაში დაარსდა სახაზინო ადვოკატთა ორი ოფისი. ამ რეგიონებში ადვოკატების შრომის ანაზღაურებას სახელმწიფო უზრუნველყოფდა – ერთ-ერთი ასეთი ოფისი თბილისში მდებარეობს.
პოლიციის ოფიცრებმა სასწრაფოდ უნდა შეატყობინონ დაკავებულების ოჯახებს მათი ადგილსამყოფელი; მაგრამ რეალობაში ეს მოთხოვნა ყოველთვის როდი სრულდებოდა და პოლიციის თანამშრომლები ხშირად არ აძლევდნენ დაკავებულებს ოჯახებთან დაკავშირების უფლებას.
ომბუდსმენის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ აგვისტოში გამოკითხული დაკავებულების ჯგუფიდან ბევრს არ შეატყობინეს მათი უფლებების შესახებ.
15 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში ეჭვმიტანილი 12 პირი 12 საათის განმავლობაში იყო დაკავებული შიდა ქართლის რეგიონალური პოლიციისა და პროკურატურის განყოფილებებში და მათთან არ შეუშვეს არც ადვოკატები და არც ომბუდსმენის წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც ამ საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერივნენ, დაკავებულთაგან 6 გაათავისუფლეს, თუმცა პოლიციაში ოფიციალურად რეგისტრირებული იყო მხოლოდ 4 პიროვნების დაკავების ფაქტი.
არანაირი შეტყობინება არ იყო შემოსული პოლიტიკური ნიშნით დაკავებების შესახებ.
წინასწარი დაკავება და შიდა პატიმრობა იმ ექვს შესაძლო აღკვეთის ღონისძიებას მიეკუთვნება, რომელიც ეჭვმიტანილის სასამართლოში გამოცხადებას უზრუნველყოფს. აპრილში ახალი კანონის მიღებამდე, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად მხოლოდ წინასწარ პატიმრობას უფარდებდნენ, რომლის გახანგრძლივება სამთვიანი ინტერვალებით 9 თვემდე შეიძლებოდა. პრაქტიკულად კი, ეჭვმიტანილები წინასწარ პატიმრობაში ბევრად უფრო დიდხანს იმყოფებოდნენ, ვიდრე ეს კანონით იყო დაშვებული. ახალი კანონის თანახმად, წინასწარ პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალური პერიოდი 9 თვიდან 4 თვემდე შემცირდა. წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს უმაღლესი ინსტანციის სასამრთლოში. ახალი კანონის თანახმად, მაქსიმალური პერიოდი, რომელშიც უნდა ჩაეტიოს სასამართლო პროცესის ჩატარება და გადაწყვეტილების გასაჩივრება ყველანაირ ინსტანციაში 30 თვიდან 12 თვემდე შემცირდა.
გაეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საანგარიშო წლის დასაწყისში სასამართლოები და პროკურორები თითქმის ყოველთვის მხოლოდ წინასწარ პატიმრობას უფარდებდნენ, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა.
შემცირდა დაკავებულების წინააღმდეგ პოლიციელების მიერ გამოყენებული ძალისმიერი ქმედებების რიცხვი წინასწარი პატიმრობის დროს, თუმცა იტყობინებიან, რომ გაიზარდა პოლიციელების მიერ ძალისმიერი ქმედებების ჩადენის რიცხვი პირების დაპატიმრების დროს (იხ. ნაწილი 1. გ.). თბილისის გარეთ მდებარე რეგიონებში წინასწარი დაკავების დაწესებულებებში კვლავაც იყენებდნენ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, რადგანაც თბილისთან შედარებით იქ ნაკლებად ხდებოდა ამდაგვარი დაწესებულებების მონიტორინგი.
საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის რეგიონში აფხაზეთის მილიციამ სულ მცირე 12 ქართველი დააპატიმრა, რომლებსაც ტყის უკანონო ჭრა ედებოდათ ბრალად. როგორც იტყობინებიან, აფხაზეთის თანამდებობის პირებმა თითოეულ დაკავებულს გათავისუფლების სანაცვლოდ 5 ათასი აშშ-ის დოლარის (9 ათასი ლარი) გადახდა მოსთხოვეს. წლის ბოლოსათვის დაკავებული პირები ისევ პატიმრობაში იმყოფებოდნენ.
ე. სამართლიანი, ღია სასამართლოს უარყოფა
კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, თუმცა აღმასრულებელთა ჯგუფი და ძალაუფლების მქონე გარე ინტერესები აგრძელებენ სასამართლოზე ზეწოლას. მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სასამართლოს აღმასრულებლები ხშირ შემთხვევაში მოქმედებენ როგორც პროკურორის გადაწყვეტილებების დამმოწმებლები და მიზანშეუწონლად იყენებენ ძალაუფლებას. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ამჟამინდელ სასამართლო მოხელეებს არ გააჩნიათ საჭირო გამოცდილება და ცოდნა იმისათვის, რომ შეძლონ დამოუკიდებელად მოქმედება. გარდა ამისა, საპრეზიდენტო და აღმასრულებელი წრეების წარმომადგენელთა, და ასევე გენერალური პროკურორის არსებობა იუსტიიციის უმაღლეს საბჭოში მნიშვნელოვნად ასუსტებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. 2004 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე პრეზიდენტს მიენიჭა მოსამართლეთა დანიშვნა-მოხსნის უფლებამოსილება პარლამენტის ან სხვა უწყების თანხმობის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ისედაც სუსტი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.
პროკურორების მიერ გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენის, სასამართლო ფუნქციების გაკონტროლების, გადაჭარბებული ზეწოლის გამოვლინების შესახებ გაკეთებული განცხადებები შემცირდა, თუმცა პროკურორები კვლავაც განაგრძობდნენ მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელებას მათთვის სასურველი შედეგების მისაღებად. აპრილში მიღებული კანონმდებლობის თანახმად ყველა ბრალდებული ვალდებულია სასამართლოს წინაშე დაამოწმოს წინასწარი პატიმრობის დროს მის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განაცხადი; წინააღმდეგ შემთხვევაში ამგვარი განაცხადები არ ჩაითვლება სამხილად. არასამთავრობოების განცხადებით, ხსენებულმა ცვლილებამ მცირე შედეგი გამოიღო, რაც ნაწილობრივ აიხსნება დაკავებულთა შიშით ანგარიშსწორების გამო, თუკი მისი ჩვენება არ იქნა დამტკიცებული სასამართლოს მიერ, ხოლო ბა წილობრივ ამის მიზეზია საზოგადოებრიობის ნაკლებად ინფორმირებულობა დაცვის ზემოთხსენებული მექანიზმის თაობაზე.
ადგილი ჰქონდა დაკავებულებზე ფიზიკური ზეწოლის მოხდენას მათგან სხვათა ბრალეულობის დამადასტურებელი ინფორმაციის მიღების მიზნით.
აგვისტოში ირაკლი სიორიძე, იუსტიციის სამინისტროს სასამართლო მოხელე, დააკავეს უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით. მრავალსაათიანი დაკითხვის მსვლელობისას რამოდენიმე სამართალდამცველი პერიოდულად სცემდა მას, იმისათვის რომ მას ჩვენება მიეცა გიორგი უსუფაშვილის წინააღმდეგ. სიორიძის თქმით ოფიცრებს უნდოდათ რომ მას ხელი მოეწერა განცხადებაზე, რომელშიც ლაპარაკი იყო უსუფაშვილის მიერ 111.000 აშშ. დოლარის (200.000 ლარი) მითვისებაზე. გამოძიება დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებაზე. წლის ბოლოსათვის სიორიძე კვლავაც ციხეში იმყოფებოდა სასამართლო პროცესის მოლოდინში.
სისხლის სამართლის კოდექსში ივლისში შეტანილი ცვლილება ასუსტებს მოწმეთა ხელშეუხებლობას ცვლილება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით იმ მოწმეთა მიმართ, რომლებიც შეცვლიან ან უკან წაიღებენ მათ მიერ პოლიციისათვის თავდაპირველად მიცემულ ჩვენებას. არასამთვრობოები თვლიან, რომ ამ ცვლილების გამო მოწმეები ნაკლებად მოისურვებენ მათი თავდაპირველი ჩვენების შეცვლას, რომლის მიცემაც მოუწიათ პოლიციის ზეწოლის ქვეშ და პოლიციისავე ინტერესების გათვალისწინებით.
კანონის თანახმად იუსტიიციის უმაღლესი საბჭო არის თვითმმართველობითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სასამართლო სისტემას, ასრულებს პრეზიდენტის მრჩეველი ორგანოს როლს და მუშაობს იმ საკითხებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასა და სამართლის დადგენის შესაძლებლობაზე. საბჭოში შედის 12 წევრი, ხელისუფლების ყოველი განშტოებიდან 4 შერჩეული წარმომადგენელი. დეკემბრის თვეში მიღებული იქნა ცვლილება (ძალაში შევა 2006 წელს) იუსტიიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 12-დან 18-მდე გაზრდის თაობაზე.
იუსტიიციის უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს სამიარუსიან სასამართლო სისტემას, რომელიც შედის რაიონული / ქალაქის სასამართლოები, სააპელაციო სასამართლოები, ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოები (რომლებიც შესაბამის ტერიტორიულ ერთეულზე ასრულებენ სააპელაციო სასამართლოს ფუნქციას) და უზენაესი სასამართლო. სისტემის რეორგანიზაცია განხორციელდა ივლისის თვეში კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად. სისტემის ქვედა საფეხურზე რაიონული / ქალაქის სასამართლოები, რომლებიც განიხილავენ რიგით, კრიმინალურ, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქამეებს. შემდეგი დონე უკავიათ სააპელაციო სასამართლოებს რომლებიც მათი წინამორბედებისაგან განსხვავებით ასრულებენ მხოლოდ სააპელაციო ფუნქციებს. უზენაესი სასამართლო მოქმედებს როგორც საბოლოო ინსტანციის სასამართლო (ან როგორც საკასაციო სასამართლო); იგი აღარ ასრულებს დამატებით ფუნქციებს.
კონსტიტუციური სასამართლო განიხილავს სამთავრობო განშტოებებს შორის დავებს და ადამიანის უფლებათა დარღვევის საჩივრებს; იგი ძირითადად დემონსტრირებას უკეთებდა სამართლებრივ დამოუკიდებლობას. კონსტიტუციური განხილვის უფლებამოსილება ეკუთვნის მხოლოდ კონსტიტუციურ სასამართლოს. სასამართლო საკმაოდ ვიწროდ განიხილავდა ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს და თანხმდებოდა მხოლოდ იმ საქმეების წარმოებაზე, რომლებიც ეხებოდა ადამიანის უფლებების დარღვევას კანონის კონკრეტული მუხლების შედეგად.
სასამართლო პროცედურები
ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს ღია სასამართლო, თუმცა პროცესში არ მონაწილეობდნენ ნაფიცი მსაჯულები. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გარკვეული სახის დანაშაულებების განხილვისას 2006 წლიდან გამოყენებული იქნება ნაფიც მსაჯულთა სისტემა.
ბრალდებულს უფლება აქვს დაესწროს მის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესს, თუმცა ადვოკატისაგან კონსულტაციების მიღება შეზღუდული იყო. თუ პიროვნება დაკავებულია და მას ფორმალურად არ აქვს წაყენებული ბრალდება (ეჭვმიტანილი), ადვოკატთან კონსულტაციის დრო შეზღუდულია ერთ საათამდე. პიროვნებისათვის ბრალდების ფორმალურად წაყენების შემდეგ ადვოკატთან კონსულტირების უფლება ამგვარად აღარ არის შეზღუდული.
სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებული ადვოკატთა ასოციაცია მოკლებული იყო სახელმწიფო დაფინანსებას და წლის ბოლოსათვის შეწყვიტა არსებობა, რითაც გაუქმდა იმ დაკავებულთა ადვოკატით უზრუნველყოფის პირობა, რომლებსაც თავად არ გააჩნიათ ადვოკატის დაქირავების შესაძლებლობა (ადრე ასოციაცია, პროკურატურის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ხელმოკლე ბრალდებულებს უზრუნველყოფდა ადვოკატის მომსახურებით). არასამთავრობო ორაგნიზაციები აცხადებდნენ, რომ სერიოზული საქმეების განხილვისას, რომლის დროსაც კანონი მოითხოვდა, რომ ბრალდებული წარმოდგენილი ყოფილიყო დაცვის ადვოკატის მიერ, პროკურორები საკუთარ ფულს უხდიდნენ ადვოკატებს იმისათვის, რომ საქმის მსვლელობა არ შეფერხებულიყო. პრაქტიკაში პროკურატურა არა მხოლოდ აკონტროლებდა სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ადვოკატებს, იგი ასევე წყვეტდა დაეკმაყოფილებინა თუ არა ბრალდებულის მოთხოვნა ადვოკატის შეცვლის თაობაზე.
ბრადებულს უფლება აქვს შეკითხვები დაუსვას და დაუპირისპირდეს მათ წინააღმდეგ გამოსულ მოწმეებს და ასევე საკუთარი შეხედულებისამებრ საამართლოზე წარადგინოს ნივთმტკიცებულებები და მოწმეები. ბრალდებულებს და მათ ადვოკატებს უფლება აქვს გაეცნონ პროკურატურის მიერ მათ საქმეზე მოპოვებულ ნივთმტკიცებულებებს. პრაქტიკაში პროკურატურამ შეიძლება უარი უთხრას დაცვას ინფორმაციის გაცემაზე სასამართლოს წინა დღემდე. ბრალდებულები ითვლებიან უდანაშაულოდ (უდანაშაულობის პრეზუმპცია) და აქვთ გასაჩივრების უფლება.
გარკვეული პირობების შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულის გასამართლება შეიძლება დაუსწრებლად.
ამ უფლებათაგან მრავალი არ სრულდებოდა სათანადოდ სასამართლო სისტემის დამოუკდებლობის არასრულფასოვნების და პროკურატორის ზეწოლის გამო.
ადვოკატის მონაწილეობა არ არის სავალდებულო საქმის წინასწარი მოსმენის დროს. ბრალდებულები და მათი ადვოკატები გამუდმებით უჩიოდნენ რომ ისინი არ იღებდნენ შეტყობინებას დანიშნული მოსმენების შესახებ.
Hღჭ-ს აპრილის ბრიფინგის ნომერში გაკრიტიკებული იყო ახლად შემოღებული “საპროცესო გარიგების” სისტემა და ხაზგასმული იყო, რომ ეს ხელს უწყობდა პოლიციელების მიერ ჩადენილი წამების ფაქტების დაფარვას. სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ ბრალდებულები ეთანხმებოდნენ (ხელს აწერდნენ) ჩინოვნიკების ვერსიებს პოლიციელების მიერ მიყენებულ ფიზიკურ დაზიანების შესახებ. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ჩინოვნიკები გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბრალდებულებს პირდებოდნენ გათავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მოსამართლეებისაგან ითხოვს საპროცესო გარიგების ყოველგვარი ძალდატანების თუ იძულების გარეშე განხორციელებას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და HRW განაცხადეს, რომ მოსამართლეები ადასტურებენ საპროცესო გარიგების გამოყენებას წამების ბრალდებების წასაყენებლად. დიპლომატიური საზოგადოების წევრები, ადგილობრივი იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ სისტემას და ხაზს უსვამდნენ სისტემის ბოროტად გამოყენების შემთხვევებს, რაც აიხსნება იუსტიციის სისტემის სხვადასხვა სისუსტეებით. აპრილის ბრიფინგის და ოქტომბრის ღია წერილის საპასუხოდ პარლამენტმა განიხილა სისხლის სამართლის კოდექსის ორი შესწორება. პირველი შესწორებით უქმდებოდა ნებისმირეი საპროცესო გარიგება, რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებას წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნებისმიერ შემთხვევაში, ხოლო მეორე შესწორება სასამართლოსაგან მოითხოვდა იმ ფაქტის დადასტურებას, რომ ამგვარ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია პოლიციის მხრიდან.
პოლიტიკური პატიმრები
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი და ომბუდსმენი აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში არ არსებობდნენ ოფიციალური პოლიტპატიმრები; თუმცა, მრავალი პიროვნება, მათ შორის რამოდენიმე მაღალჩინოსანი - წინა მთავრობის წევრი, საკუთარ თავს თვლიდა პოლიტპატიმრად. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დასახელებული პოლიტპატიმართა სავარაუდო რაოდებნობა განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან – მათ მიერ დადგენილი რიცხვი მერყეობდა 0-დან 20-მდე.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად წარსულში არსებული საპარლამენტო დაჯგუფება “მხედრიონის” წევრები და ზვიადისტები აღა იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ზვიადისტების განტავისუფლება მოხდა პატიების კომისიის მორიგი რეკომენდაციის და პრეზიდენტის თანხმობის საფუძველზე.
მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს უფლება მისცა მოენახულებინა ის პირები, რომლებიც პოლიტპატიმრებად აცხადებენ საკუტარ თავებს. რამოდენიმე ორგანიზაციამ განახორციელა ამგვარი ვიზიტი წლის განმავლობაში.
ვ. განზრახ ჩარევა პირად ცხოვრებაში, საოჯახო საკითხებში, მიმოწერის საიდუმლოების დარღვევა
კანონი კრძალავს ზემოთხსენებულ ქმედებებს სასამართლოს ნებართვის ან კანონით დაშვებული საჭიროების გარეშე და ასევე პოლიციას უკრძალავს ორდერის გარეშე საცხოვრებლის ჩხრეკის ან ფარული ოპერაციის განხორციელებას. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პოლიცია ატარებდა ჩხრეკებს და ხანგამოშვებით ახორციელებდა სატელეფონო საუბრების მოსმენას სასამართლო ორდერის მიღებამდე; პოლიცია ხშირად ორდერს იღებდა ჩხრეკის ან მოსმენის ფაქტის შემდგომ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის უცნობია, რომ მათ გააჩნიათ ჩხრეკის სსახლის ჩხრეკის ერთი საათით გადადების უფლება მოწმის - ობიექტური მესამე მხარის ჩხრეკაზე დასასწრებად მოსაწვევად. მთავრობის განცხადებით უშიშროების პოლიცია და საგადასახადო ინსპექცია სახლებსა და დაწესებულებებში შედიოდა ლეგალური სანქციის გარეშე.
აბხაზეთში 20 წლამდე ბიჭები ხშირად გაყავდათ სახლებიდან თითქოსდა აბხაზეთის ჯარში გასაწვევად. ზოგიერთი მშობელი აცხადებს, რომ მათი ვაჟები ჯერ კიდევ არ იყვნენ 18 წლის და ძალზე პატარები იყვნენ ჯარში გასაწვევად, სხვები ამბობენ, რომ მათ მოიწიათ გამოსასყიდის გადახდა შვილების გასანთავისუფლებლად.
ზ. ძალის გამოყენება და სხვა სახის დარღვევები შიდა კონფლიქტის ზონებში
სეპარატისტული კონფლიქტები აბხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში კვლავაც მოუგვარებელია, თუმცა მიღწეულია შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. დამოუკიდებელ ქვეყნათა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალები (ამჟამად რუსი სამშვიდობოები) იმყოფებოდნენ აბხაზეთში. რუსი, ოსი და ქართული სამხედრო ნაწილები მონაწილეობდნე ერთობლივი სამშვიდობო მისიის განხორციელებაში სამხრეთ ოსეთში. ძალადობის შემთხვევები დაფიქსირებულია როგორც აბხაზეთში, განსაკუთრებით გალის რაიონში, ასევე სამხრეთ ოსეთში. ხსენებული კონფლიქტები და პრობლემები, რომლებიც ასოცირდება დაახლ. 230 ათას იძულებით გადაადგილებულ პირთან აბხაზეთის ტერიტორიიდან, 12.200 პირთან კი – სამხრეთ ოსეთიდან და 2.600 ლტოლვილთან ჩეჩნეთიდან, მუდმივი საფრთხის ქვეშ აყენებენ ქვეყნის ეროვნულ სტაბილურობას.
წლის მანძილზე მთავრობა ვერ აკონტორლებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს.
სექტემბერში ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ სახლს ცხინვალში, სამხრეთ ოსეთი. დაშავდა 10 ადამიანი. არცერთმა მხარემ არ აიღო პასუხისმგებლობა მომხდარის გამო. ერთობლივი სამშვიდობო ძალების მიერ ჩატარებული გამოძიება უშედეგოდ დასრულდა.
ინფორმაციის მიღება აბხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ შეზღუდული იყო, რადგან ამ რეგიონებში შეღწევა საკმაოდ გაძნელებულია. სამხერთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაარსებული ადამიანის უფლებებათა დაცვის კომიტეტი გაუქმდა 2004 წელს და იგი შეცვალა სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ადამიანის სუფლებათა დაცვის საქმეში. აბხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება კვლავაც ეწინააღმდეგება საქართველოში გაერო-ს დამკვირვებელთა მისიის ოფისის გახსნას გალში.
სიტუაცია გალის რაიონში, სადაც მრავალი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, კვლავაც დაძაბულია, რაც გამოწვეულია ადამიანების გატაცების, უდანაშაულოთა დაპატიმრებების და პატიმართა გარდაცვალების შემთხვევებით. სისხლის სამართლის იურიდიულ სისტემაში არსებული პრობლემები, მაგ. მიკერძოებული გამოძიების პროცესები და დამნაშავეების სასამართლოს წინაშე წარდგენის უუნარობა, ქმნიდა დაუსჯელობის კლიმატს. აბხაზეთში პარტიზანული დაჯგუფებები მონაწილეობდნენ კრიმინალურ საქმიანობაში და ხშირად ხშირად აყავდათ მძევლები, რომლებსაც ცვლიდნენ საკუთარ თანამებრძოლებზე ან ფულზე.
აბხაზეთის ახალი კანონი მოქალაქეობის შესახებ, რომელიც გამორიცხავს ორმაგ – აბხაზეთის და საქართველოს მოქალაქეობას, ზღუდავს ეთნიკური ქართველების უფლებებს აბხაზეთში.
სამხრეთ ოსეთში ადამიანებს იტაცებდნენ საკუთარ თანამებრძოლებზე ან ფულზე გასაცვლელად. ერთ-ერთ შემთხვევაში, ეთნიკური ქართველი ბავშვი გაიტაცეს კონფლიქტის ზონიდან და გაანთავისუფლეს გატაცებიდან 99 დღის შემდეგ. გამოცხადებული იყო ჯილდო, თუმცა იგი არავის მიუღია.
ნაწილი 2. სამოქალაქო თავისუფლებების აღიარება, მათ შორის
ა. სიტყვის და პრესის თავისუფლება
კანონი ითვალისწინებს სიტყვის და პრესის თავისუფლებას, თუმცა იყო მთავრობის მხრიდან შეზღუდვის რამოდენიმე შემთხვევა.
2004 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ, რაც უზრუნველყოფდა შედარებით ძლიერ დამცავ მექანიზმს ჟურნალისტებისათვის, რაც მოიცავდა ინფორმაციის მომწოდებლის / წყაროს / ჩამშვების დაცვის ულფებას, რეპორტაჟის გაკეთებისაგან შეგნებული თავშეკავება და დაცვა დამქირავებელი მედია-ორგანიზაციის სასჯელისაგან იმ შემთხვევაში თუ ჟურნალისტი უარს განაცხადებდა რეპორტაჟის შესრულებაზე. ცილისწამება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, ოფიციალურად გაუქმდა. კანონის თანახმად ჟურნალისტებს შეეძლოთ განეხორციელებინათ ინტერვიუს ჩაწერა ფარული მოკროფონებით.
ქვეყანაში არსებობდა დაახლოებით 200-მდე დამოუკიდებელი გაზეთი. წლის მანძილზე ბეჭდვითი მედია ხშირად აკიტიკებდა მაღალჩინოსნებს; თუმცა რამოდენიმე დამოუკიდებელი გაზეთი კომერციულად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ძირითადად გაზეთები ფინანსდებოდა და შესაბამისად ექვემდებარებოდა მფლობელის პოლიტიკურ და ბიზნეს ინტერესებს. გარდა ამისა ფინანსების ნაკლებობა ზრუდავდა მათ ტირაჟს. აგვისტოში მთავრობამ გამოაქვეყნა კორუფციის წინაარმდეგ ბრძოლის გეგმა, რომელიც შეიცავდა მოთხოვნას მედია საშუალებების პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსების გაუქმების შესახებ; წლის ბოლოსათვის გეგმით გათვალისწინებული არცერთი ღონისძიება არ იყო განხორციელებული.
2004 წელს ჩატარებული საპრივატიზაციო ღონისძიებების შემდეგ თბილისში იყო 7 დამოუკიდებელი სატელევიზიო კომპანია, მათ შორის 3 ტელეკომპანია – საზოგადოებრივი ტელევიზია, რუსთავი 2 და იმედი, მაუწყებლობს ქვეყნის მასშტაბით. საეთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოპოვებული ინფორმაციით თბილისის გარეთ არსებობს 45-ზე მეტი რეგიონალური სატელევიზიო სადგური, რომელთაგან 17 ყოველდღიურად გადასცემს ახალ ამბებს. რეკლამიდან შემოსული შემოსავლის სიმცირის გამო რეგიონალური ტელევიზიები დამოკიდებულნი არიან ადგილობრივ მმართველობაზე.
წლის განმავლობაში გაზეთებში გრძელდებოდა მთავრობის კრიტიკა, ხოლო სატელევიზიო მედია, საკუთარი ბიზნეს-ინტერესების დასაცავად, თავს არიდებდა მთავრობის კრიტიკას მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მაგ. სასამართლო რეფორმა. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცი და დამოუკიდებელი ექსპერტები მთავრობას ადანაშაულებდნენ მედიაზე ზეწოლაში, რათა ეთერში არ გასულიყო მთვრობის კრიტიკის შემცველი მასალა.
ეკენომიკურმა და პოლოტიკურმა ზეწოლამ მედიაზე, რაც ნაწილობრივ გამოწვეული იყო მედია საშუალებების დაბალი მომგებიანობით – და ეს განსაკუთრებით შეეხება ბეჭდვით მედიას, გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობის შემცირება და მთავრობისათვის ხელსაყრელი მედია-საშუალებების გაძლიერება.
ივნისში 79 ადგილობრივმა ბეჭდვითმა და სამაუწყებლო კომპანიამ ღია წერილით მიმართა მთავრობასა და საერთაშორისო საზოგადოებას. წერილში ლაპარაკი იყო მთავრობის მიერ მედია საშუალებებზე, განსაკუთრებით კი ტელეკომპანიებზე მოხდენილ ზეწოლაზე.
საერთაშორისო მედიას ჰქონდა თავისუფალი მოქმედების საშუალება.
მიუხედავად ახალი კანონებისა, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მედია საშუალებების თავისუფლებას და ჟურნალისტთა დაცვას, ჟურნალისტები ვერ სარგებლობდნენ ამ დაცვით და ხშირად მათ არაფერს ეუბნებოდნენ მათი უფლებების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, გამოცდილების და პროფესიონალიზმის ნაკლებობა ხსნის მედიის უარყოფით დამოკიდებულებას მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვის მიმართ.
ივლისში ტელეკომპანია მზე-ზე დაიხურა “არჩევანის ზღვარზე” – პოპულარული ტელეშოუ, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას. გაუქმება მოხდა მალევე მას შემდეგ, რაც პროგრამის ერთერთმა მონაწილემ – გავლენიანმა პარლამენტარმა გააკრიტიკა პროგრამის წამყვანის კომენტარები. მთავრობამ უარყო კავშირი ამ ფაქტსა და პროგრამის დახურვას შორის.
წინა წლისაგან განსხვავებით წელს ადგილი ჰქონდა რამოდენიმე ფიზიკურ თავდასხმას მასმედიის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და მათ საკუთრებაზე.
აპრილში გაზეთ “იმედი”-ს კორესპონდენტმა კახეთში განაცხადა, რომ მიხეილ კაკალაშვილი, ეროვნული მოძრაობის წევრი თავს დაესხა მას და გაანადგურა მისი კასეტა. ხსენებული ჟურნალისტი წინა პერიოდში აქვეყნებდა მასალებს, რომლებიც შეიცავდნენ პარლამენტის წევრ გურამ კაკალაშვილის, ზემოთხსენებული თავდამსხმელის ძმის კრიტიკას. წლის ბოლოსათვის ხსენებული საქმის გამოძიება არ იყო დასრულებული.
აპრილში ჟურნალისტმა საბა ციციკაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორს მიხეილ ქარელს ბრალი დასდო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, როდესაც ჟურნალისტი ცდილობდა სოფელ უფლისციხეში შესვლას წყალდიდობით გამოწვეული დაზიანებების შესახებ ფოტომასალის გადასაღებად. 30 დეკემბერს ციციკაშვილმა სარჩელი შეიტანა ქარელის წინააღმდეგ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის ბრალდებით. მეორე ინციდენტი მოხდა 6 სექტემბერს – ციციკაშვილს თავს დაესხნენ გორში. ჟურნალისტის თქმით ეს თავდასხმა იყო ანგარიშსწორება მის მიერ გორის მერის შესახებ დაწერილი კრიტიკული სტატიების გამო. პოლიციამ დააპატიმრა თავდამსხმელი, რომელიც ამოიცნო ციციკაშვილმა – ავდამსხმელი იყო მერის პირადი დაცვის წევრის ნათესავი.
სპექტრი – გაზეთი კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში, აცხადებდა რომ აპრილში გაზეთის ნომრები გაქრა კიოსკებიდან მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა ადგილობრივი მმართველობის კრიტიკის შემცველი სტატიები. კახეთის მმართველობამ უარყო რაიმე მონაწილეობა. ივნისში სპექტრ-ის რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა სიღნაღის მერს თენგიზ ბეჟანიშვილს და სტატიების სერიის სხვა სუბიექტებს ბრალი დასდო კორუფციაში, მისი და მისი შვილების წინააღმდეგ გაჟღერებულ მუქარაში.
ივლისში უცნობმა თავდამსხმელმა ისროლა ხელყუმბარა, რომელიც აფეთქდა სპექტრ-ის რედაქტორის ეზოში. ნოემბერში აფეთქდა კიდევ ერთი ხელყუმბარა მთივლიშვილის ეზოში. ადგილობრივმა პოლიციამ დახურა გამოძიება, რის მიზეზათაც დასახელდა მთივლიშვილის უარი ეთანამშრომლა გამოძიებასთან.
აგვისტოში ფარული კამერით გადაიღეს შალვა რამიშვილი, რომელიც იღებს 30 ათას აშშ. დოლარს (54 ათასი ლარი) პარლამენტის წევრ კობა ბექაურისაგან, რომელიც ასევე გახლავთ ეროვნული მოძრაობის პარტიის წევრი. რამიშვილი იყო ტელეკომპანია 202-ის თანამფლობელი და გენერალური დირექტორი, ასევე გადაცემა “დებატების” წამყვანი. ხსენებული გადაცემა გახლდათ უკანასკნელი პოლიტიკური თოქ-შოუ, რომელიც ეთერს უთმობდა მთავრობის კრიტიკას. პოლიციის განცხადებით რამიშვილს ბრალად ედებოდა ბექაურისგან 100 ათასი დოლარის (180 ათასი ლარი) გამოძალვა იმის სანაცვლოდ, რომ ეთერში არ გავიდოდა პარლამენტარის მაკომპრომეტირებელი სიუჟეტი. რამიშვილი და 202-ის თანამფლობელი დავით კოხრეიძე დააპატიმრეს. მათი განცხადებით ეს ოპერაცია იყო დადგმული და საქმე ეხებოდა ბექაურის ბიზნესს. მთავრობამ ხსენებული დაპატიმრებები გამოაცხადა კორუპციის წინააღმდეგ გეგმის ნაწილად; წლის ბოლოსათვის სასამართლო პროცესი კვლავაც არ დასრულებულა.
1 დეკემბერს იმერეთის გუბერნატორმა აკაკი ბობოხიძემ სატელევიზიო დებატების დასრულების შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს. 7 დეკემბერს ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფმა საერთშორისო საზოგადოებას მიმართა თხოვნით დაერწმუნებინა მთავრობა აღეძრათ საქმე მომხდართან დაკავშირებით. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო წლის ბოლოს. ბობოხიძემ შეიტანა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება, თუმცა დარჩა საკუთარ ოფისში.
2004 წლის დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო მონოპოლიურმა სამსახურმა ტელეკომპანიებს “იმედი” და “კავკასია” მიმართა თხოვნით შეეწყვიტა ევროკომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტიკოსები ადამიანის უფლებების დასაცავად” მიერ დაფინანსებული წამების საწინაღმდეგო საზოგადოებრივი ანონსის ეთერში გაშვება. ხსენებული თხოვნა სავარაუდოდ მიზნად ისახავდა პოლიციის მიერ წამების გამოყენების შესახებ სახალხო დებატების აკრძალვას. ტელეკომპანიებმა შეაჩერეს ანონსის გაშვება იანვრის ბოლომდე, როდესაც ყველა მონაწილე მხარის შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციამ მონოპოლიური სამსახურისაგან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იგი კი არ კრძალავდა ხსენებულ ანონსს, უბრალოდ რეკომენდაციას უწევდა მის ეთერიდან მოხსნას. საზოგადოებრივი ანონსის ეთერში გაშვება კვლავ განახლდა.
თვით-ცენზურა კვლავაც ხშირი იყო ჟურნალისტებს შორის, რადგან მათ ეშინოდათ სამსახურის დაკარგვის.
რამოდენიმე ჟურნალისტი აცხადებდა, რომ მათ არ უშვებდნენ სახალხო, ღია ბრიფინგებზე. რადიო თავისუფლება-ს ადგილობრივი ბიურო აცხადებდა თავდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემებზე. სექტემბერში კობა ლიკლიკაძემ - რადიო თავისუფლება-ს სამხედრო კორესპონდენტმა განაცხადა, რომ მას უარი უთხრეს ინტერვიუზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან. ლიკლიკაძის თქმით თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა ნანა ინწკირველმა მას “პრობლემური ჟურნალისტი” უწოდა და უთხრა, რომ იგი აღარ იყო სასურველი სტუმარი თავდაცვის სამინისტროში. სამხედრო ექსპერტსა და ჟურნალისტ ირაკლი ალადაშვილს ასევე უთხრეს უარი თავდაცვის სამინისტროში დაშვებაზე. ლიკლიკაძეს და ალადაშვილს უარი განუცხადეს საელჩოებში გამართულ თავდაცვის სამინისტროს პრეს-კონფერენციებზე დაშვებაზე. ჟურნალისეტბის თქმით ასევე რთულია ინფორმაციის მოპოვება შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სახელმწიფო ენერგოგამანაწილებელი კომპანიებიდან.
წინა წლისაგან განსხვავებით მთავრობას არ გამოუყენებია ფინანსური ზეწოლა მასმედიაზე ზეგავლენის მოსახდენად. ასევე ადგილი არ ჰქონია საგადასახადო სამსახურის მხრიდან ზეწოლის ფაქტებს.
მასმედია სამხრეთ ოსეთისა და აბხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში ძლიერ ზეწოლას განიცდიდა რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან.
განათლების და ინტერნეტის თავისუფლებაზე სამთავრობო აკრძალვებს ადგილი არ ჰქონია
ბ. მშვიდობიანი შეკრებების და ასოციაციის თავისუფლება
კანონი ითვალისწინებს შეკრების თავისუფლებას, თუმცა იყო პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლის სულ მცირე ოთხი შემთხვევა.
კანონის თანახმად პოლიტიკური პარტიები და სხვა ორგანიზაციები ვალდებული არიან წინასწარ შეატყობინონ ადგილობრივ ხელისუფებას საზოგადოებრივი აქციის შესახებ და მიიღონ მათგან შესაბამისი თანხმობა. ამგვარ მოთხოვნათა უმეტესობა დაკმაყოფილდა და თანხმობები გაიცა, თუმცა მთავრობას უფლება აქვს დასალოს ნებისმიერი თავშეყრა, რომელიც “არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს”. არ არსებობს ისეთი მექანიზმი, რომელიც დაადგენს თუ რა ითვლება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად.
თებერვალში პოლიციამ დაშალა სტუდენტების საპროტესტო გამოსვლა ახალციხეში. სტუდენტები აპროტესეტბდნენ მათი უნივერსიტეტის რექტორის დაპატიმრებას. პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის ლიდერები მოგვიანებით პოლიციამ უარი განაცხადა საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასჯაზე, მას შემდეგ რაც საქმეში ჩაერია ომბუდსმენი, რომელმაც მტავრობას მოუწოდა შემწყნარებლობისაკენ მშვიდობიანი მიტინგების მიმართ.
14 მარტს პოლიციამ დაშალა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტების გამოსვლა, რომელიც აპროტესტებდა ახალ კანონს უმაღლესი განათლების შესახებ. მოიხედავად იმისა, რომ სტუდენტები საუბრობდნენ ძალის გამოყენების შესახებ, ფიზიკური დაზიანების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.
30 ივნისს სპეც. ნაზმა დაშალა ქუჩის დემონსტრაცია რომელიც მიმართული იყო რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. სასამართლო გადაწყვეტილება ეხებოდა ორი ცნობილი მოჭიდავის წინასწარ პატიმრობაში აყვანას გამოძალვის ბრალდებით. ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ სპეც. ნაზის წევრებმა დემონსტრაციის წევრებს მიაყენეს ფიზიკური ტრამვები.
აგვისტოში პატრულმა ძალის გამოყენებით დაშალა ჭიათურის მაცხოვრებელთა საპროტესტო გამოსვლა, რომლის მონაწილეები ითხოვდნენ კომპენსაციას მათი საცხოვრებლებისათვის მაღაროებში მიმდინარე სამუშაოების შედეგად მიყენებული დაზიანების სანაცვლოდ.
2004 წელს ზაზა ამბროლაძის დაკავების ფაქტის გამო გამართული საპროტესტო აქციის აქტივისტებმა მიიღეს ფიზიკური დაზიანება და ისინი დააპატიმრეს. მათ დაეკისრათ ადმინისტრაციული სასჯელი და მალევე გაანთავისუფლეს.
2004 წელს ბათუმის ცენტრალური ბაზრის საკითხთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის 11 აქტივისტმა მიიღო ფიზიკური დაზიანება და ისინი დააპატიმრეს. მათ დაეკისრათ ადმინისტრაციული სასჯელი, რის შემდეგ ისინი გაანთავისუფლეს.
ასოციაციის თავისუფლება
კანონი ითვალისწინებს ასოციაციის თავისუფლებას და მთავრობა ძირითადად არ ზღუდავს ამ უფლებას. ასოციაციის რეგისტრირება ნებადართულია და ადგილი არ აქვს უსაფუძვლო შეზღუდვასა თუ დისკრიმინაციას.
გ. აღმსარებლობის თავისუფლება
კანონი ითვალისწინებს რელიგიის თავისუფლებას; თუმცა პრაქტიკაში ადგილობრივი ხელმძღვანელობა ზოგ შემთხვევაში ზღუდავდა ან მტრულ დამოკიდებულებას ავლენდა არატრადიციული რელიგიური უმცირესობების უფლებების მიმართ.
კანონი აღიარებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლს ქვეყნის ისტორიის განვითარებაში, თუმცა განასხვავებს სახელმწიფოსა და ეკლესიას. კონსტიტუციური შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი და პატრიარქი, კანონიერ სტატუსს ანიჭებს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ადგენს, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის თანხმობის შემთხვევაში მთავრობას უფლება აქვს გასცეს ნებართვა ან ლიცენზია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სიმბოლიკის ან ტერმინოლოგიის გამოყენების თაობაზე და ასევე საეკლესიო ატრიბუტიკის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე. საგადასახადო კოდექსი გადასახადებისაგან ანთავისუფლებს მხოლოდ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
დეკემბერში პარლამეტის წევრთა უმრავლესობამ გააპროტესტა ომბუდსმენის წინადადება ყველა რელიგიისათვის თანაბარი კანონიერი აღიარების მინიჭების თაობაზე. პარლამეტის წევრებმა პროტესტი ახსნეს იმ ფაქტით, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიული პოზიცია ხსნიდა მის პრივილეგირებულ მდომარეობას.
პარლამენტის მიერ რელიგიური ჯგუფებისათვის სარეგისტრაციო პროცესის დადგენამდე, რაც მოხდა აპრილში, რელიგიური ჯგუფები რეგისტრირდებოდნენ როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციები. კანონი არ ადგენდა ამგვარი რეგისტრაციის მექანიზმს და აწესებდა ჯარიმას დაურეგისტრირებელი რელიგიური ჯგუფისათვის. რელიგიური ჯგუფები ახლა რეგისტრირდებიან როგორც ადგილობრივი ასოციაციები (“გაერთიანებები”) ან ფონდები. ასოციაცია ემყარება წევრობის პრინციპს (მინიმუმ 5 წევრი), ხოლო ფონდს ჰყავს ერთი ან მეტი დამფუძნებელი, რომლებიც აყალიბებენ ფონდს კონკრეტული მიზნის მხარდასაჭერად, გარკვეული ჯგუფის ან საზოგადოების სასარგებლოდ. ორივე შემთხვევაში რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სამინიტრო. რეგისტრაციაზე თანხმობა ან უაყოფა გაიცემა განცხადების შეტანიდან 15 დღის ვადაში. უარი შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში.
იუსტიციის სამინისტრომ დააკმაყოფილა ახალი სარეგისტრაციო პროცესის შემოღების შემდეგ შემოსული პრველი განცხადებები. “იესო ქრისტეს და უკანსაკნელი ჟამის წმინდანთა ეკლესიის” და “მეშვიდე დღის გამოცხადების” ფონდებმა მიიღეს თანხმობა კანონით დადგენილზე მოკლე ვადაში. ზოგიერთი რელიგიური დაჯგუფება უკმაყოფილო იყო იმ სტატუსის, რომელსაც კანონი ანიჭებდათ რეგისტრაციის შემთხვევაში. კათოლიკური ეკლესია და სომხური ეკლესია, აგრეთვე მუსლიმანები აპროტესტებდნენ რეგისტრაციას და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პრივილეგირებულ სტატუსს.
რიგ შემთხვევებში ადგილობრივი ხელისუფლება არ ცნობდა რელიგიური უმცირესობების უფლებებს ამა თუ იმ შენობაზე.
წლის მანძილზე დარღვევების რაოდენობამ იკლო, თუმცა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები კვლავაც აცხადებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მათი შეზღუდვის და დაშინების შესახებ, მათ ასევე წინააღმდეგობა ექმნებოდათ სააღმსარებლო ნაგებობების აშენების საქმეში. კათოლიკური ეკლესიას, ორთოდოქსული ეკლესიას, ბაპტისტურ, სომხურ და პროტესტანტულ ეკლესიებს წინააღმდეგობა ექმნებოდათ სააღმსარებლო ნაგებობების აშენების საქმეში.
რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები შემცირდა. რამოდენიმე დაჯგუფებამ განაცხადა რომ ადგილი ჰქონდა დაშინების ფაქტებს ადგილობრივი ხელისუფლების და ასევე მოქალაქეების მხრიდან. მათი თქმით, მთავრობა განსაკუთრებით სამართალდამცავები არ რეაგირებდნენ და ხანდახან მონაწილეობდნენ კიდეც თავდასხმებში, რომლებიც თანდათან უფრო აგრესიული ხდებოდა. ამგვარ შემთხვევეთან დაკავშირებული გამოძიებები არ ტარდებოდა ეფექტურად.
აგვისტოში ვატიკანის საელჩოს წინ მიმდინარეობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთა ორდღიანი აქცია. პოლიციეს არ დაუშლია ეს საპროტესტო გამოსვლა, მაშინაც კი, როდესაც აქციის მონაწილეებმა საელჩოს ესროლეს რაღაც საგნები.
აპრილში მიღებული იქნა კანონი, რომელიც ანსხვავებს სახელმწიფო სკოლებს და რელიგიურ სწავლებას. ეს ზღუდავს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ხელშეკრულების ინტერპრეტაციას, მართლმადიდებლობის - როგორც სასწავლო პროგრამის შერჩევითი საგნის სწავლების შესახებ. ახალი კანონის თანახმად მართლმადიდებლობის სწავლება შესაძლებელია მხოლოდ გაკვეთილების შემდეგ და ამ პროცესს ვერ გააკონტოლებს სკოლა ან მასწავლებელი. გარდა ამისა, გარეშე პირებს, მათ შორის სასულიერო პირებს, არ აქვთ გაკვეთილების შემდგომი საქმიანობის, სტუდენტური კლუბების, ან მათი შეხვედრების გაკონტროლების ან დასწრების უფლება. ამგვარი გაკვეთილები უნდა ჩაატაროს თეოლოგმა და არა მღვდელმა.
განათლების სამინიტრომ სტუდენტებს შესთავაზა “რელიგიის და კულტურის” გაკვეთილის შემოღება, რომელშიც შედიოდა მთავარი რელიგიების ისტორია. ზოგეირთი მშობელი ჩიოდა, რომ საგნის მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებდა მხოლოდ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იძლევა კონსულტაცებს სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით, თუმცა “რელიგიის და კულტურის” სახელმძღვანელო არ არსებობს.
რელიგიური უმცირესობები მიესალმებოდნენ სასკოლო პროგრამაში რელიგიის სწავლების განხრით შეტანილ ცვლილებებს, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ისინი აფიქსირებდნენ იმ ფაქტს, რომ რეალობა ხშირად არ შეესაბამებოდა კანონს.
22 იანვარს განათლების სამინისტრომ და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქატმა ხელი მოაწარეს ერთობლივ მემორანდუმს განათლების სფეროში ურთიერთ-თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობდა სასწავლო პროგრამის შემუშავებაზე, მასწავლებლების შერჩევაზე და მართლმადიდებლური რელიგიის სასწავლო სახელმძღვანელოების შექმნაზე. განათლების სამინისტრომ ეკლესიას შესთავაზა ფინანსური მხარდაჭერა საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად და ასევე შესთავაზა მონაწილეობის მიღება მართლმადიდებლური რელიგიის სასწავლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში. ეს პატივი წილად არ ხვედრია არცერთ სხვა რელიფგიის წარმომადგენლობას. ეს საგანმანათლებლო პროპცესი არ იყო სასკოლო პროგრამის ნაწილი ან მისი დამატება. პროგრამა ხორციელდებოდა საკვირაო სკოლის სახით, სკოლის შენობის გარეთ.
რომაულმა კათოლიკურმა ეკლესიამ და სომხურმა ეკლესიამ ვერ შეძლეს საბჭოთა პერიოდში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის გადაცემული ან დახურული ეკლესიების დაბრუნება ებრაულ საზოგადოებას ასევე უგვიანებენ საბჭოთა პერიდოში ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას, მათ შორისაა სინაგოგა, რომლის დაბრუნება დაევალა მთავრობას 2001 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.
საზოგადოებრივი დარღვევები და დისკრიმინაცია
იუდაიზმის მიმდევრები გვხვდებიან ზოგ ადგილებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში თბილისსა და ქუთაისში. ქვეყანაში დაახლოებით 4000 ებრაელი ცხოვრობდა; მრავალი ებრაელი ემიგრაციაში წავიდა 70-იანი წლების დასაწყისში და ასევე 80-იანი წლების ბოლოს – ე. წ. `პერესტროიკის დროს~. ებრაელი საზოგადოება არ აწყდება მნიშვნელოვან პრობლემებს ადგილობრივ საზოგადოებასათან ურთიერთობაში. ქვეყანაში არ არსებობს ანტისემიტიზმის პრობლემა.
მიუხედავად ზოგადი შემწყნარებლობისა ტრადიციული რელიგიური უმცირესობების მიმართ – მაგ. კათოლიკეები, სომეხი ქრისტიანები, ებრაელები და მუსლიმანები, მოსახლეობა ძლიერ აგრესიას იჩენს პროტესტანტებისა და სხვა არატრადიციული რელიგიების მიმართ, როლებიც სარგებლობენ ხალხის ეკონომიური გაჭირვეით და ფინანსური დახმარების სანაცვლოდ იძენენ ახალ წევრებს. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი წევრი, აევე საზოგადოება არამართლმადიდებლურ რელიგიურ დაჯგუფებებს, განსაკუთრებით კი არატრადიციულ ჯგუფებს და სექტებს, განიხილავს როგორც საფრთხეს ეროვნული ეკლესიის და ქვეყნის კულტურული ღირებულებების წინააღმდეგ და მოითხოვენ რომ უცხოელმა ქრისტიანმა მისიონერებმა საკუთარი მოღვაწება განახორციელონ მხოლოდ არაქრისტიანულ ქვეყნებში და ადგილებში. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით დადგენილია, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა არატრადიციულ რელიგიებს და რელიგიურ უმცირესობებს მიიჩნევს ქვეყნისათვის დამღუპველად და თვლის რომ აკრძალვები და ძალადობა მისაღები საშუალებებია მათ გასაკონტროლებლად.
31 დეკემბერს მოკვეთილ მღვდელ მამა ბასილ მკალავიშვილს მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა რელიგიური ძალადობის და სხვა ბრალდებებით. მის თანაშემწეს პეტრე ივანიძეს და მიმდევარ მერაბ კოროშინაძეს მიესაჯათ 4 და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ 4 ბრალდებულს მიესაჯათ პირობითი სასჯელი. სისხლის საჯელის საქმე მკალავიშვილის წინააღმდეგ, რომლის მიმდევრებიც მონაწილეობდნენ მრავალ თავდასხმაში არატრადიციული რელიგიების და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ, განხილვაში იყო 2000 წლიდან.
დავით აღმაშენებლის კონსერვატიული მართლმადიდებლური საზოგადოება აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის შიგნით ნებისმიერ ლიბერალურ აზრს თუ ქმედებას.
მარტში, რუსთავში მდებარე “მეშვიდე დღის გამოცხადების” სამლოცველოს მეზობლად მცხოვრები მოსახლეობა შენობას დაწვით დაემუქრა იმ შემთხვევაში თუ ხსენებული რელიგიური დაჯგუფება ჩაატარებდა დაგეგმილ კონფერენციას. პოლიცია დათანხმდა დაეცვა კონფერენცია ჩაშლისაგან მხოლოდ არასამთავროების ჩარევის შემდეგ. კონფერენციის დროს შენობაში შევიდა ქალი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიყენა იქ მყოფ მრევლს. ინციდენტის სესახებ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი ზურაბ ცხოვრებაძე გამოვიდა ზემოთხსენებული რელიგიური ჯგუფის წინაარმდეგ და მათი რელიგია არაქრისტიანულად გამოაცხადა.
1 აპრილს იეღოვას მოწმეებმა 2 დღით ითხოვეს სპორტის სასახლე, 5000 კაციანი რელიგიური თავყრილობის გასამართავად. 18 აპრილს სპორტის სასახლის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ დაუთმობდა შენობას იეღოვას მოწმეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უზრუნველყოფდა დაცვას. ძირითადად ასეთი ღონისძიებების დაცვას ახორციელებენ კერძო კომპანიები და იეღოვას მოწმეებმა განაცხადეს, რომ ამგვარი მოთხოვნა იყო დიკრიმინაციული ხასიათის. მათი კონფერენცია გაიმართა მარნეულში ყოველგვარი ექსცესების გარეშე. რუსულენოვანი მრევლი მღვდელ ნიკოლაი კალუტსკის წინამძღოლობით მრავალჯერ გახდა თავდასხმების მსხვერპლი. ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა აპრილში, როდესაც ხელი ეუშალეს რელიგიური მსახურების განხორციელებას მისს სახლში. პოლიციას თავი არ შეუწუხებია მათი დაცვიტ ან დამნაშავეთა დაკავებით. მაისში კონსტიტუციურმა სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეული იყო კალოტსკის უფლება განახორციელოს საკუთარი აღმსარებლობა. იუსტიციის სამინისტრომ და სახალხო დამცველმა გამოთქვეს თანხმობა გამოეძებნათ ახალი შენობა რიტუალების ჩასატარებლად.
მაისში გაოიზ შვანგირაძე და ია ბაღათელია, “სამების~ ეკლესიის წინამძღოლები, რომლებიც შეხვედრებს ატარებდნენ კერძო ბინაში სოფ. ორსანტიაში, ზუგდიდის რაიონი, გამოიძახა სოფლის გამგებელმა მურმან ხაზალიამ და მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი საბუთები და რელიგიური რიტუალების ჩატარების უფლების დამადასტურებელი საბუთი (ასეთი დოკუმენტი არ არსებობს). მან აუკრძალა ღვთისმსახურება დოკუმენტების წარმოდგენამდე და დაემუქრა, რომ გამოიძახებდა პოლიციას და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს. ხაზალიას გადადგომის შემდეგ შეხვედრები განახლდა.
ივნისში შეჩერდა იეღოვას მოწმეთა შეხვედრების სახლის რემონტი ქუთაისში, გაბრაზებული მეზობლების თავდასხმების გამო. დაზარალებულებმა სასამართლოში შეიტანეს საჩივრები. პოლიციამ თავიდან არ მოახდინა რეაგირება, მაგრამ გამოძიება დაიწყო და წლის ბოლოსათვის საქმე არ იყო დახუული. თავდასხმებს თან ახლდა სიტყვიერი მუქარა იეღოვას მოწმეების მისამართით. შენობის რემონტი წლის ბოლოსათვი ისევ შეჩერებული იყო. ხსენებული თავდასხმის პერიოდშივე იეღოვას მოწმეებმა შეძლეს კონგრესის ჩატარება ინციდენტების გარეშე.
ოქტომბერში პროკურატურის ყოველთვიურ მოხსენებაში შევიდა 11 გამოძიება რელიგიური მოტივაციის თავდასხმებზე, მათ შორის 3 უკავშირდებოდა ივნისში ქუთაისში მომხდარ ინციდენტს. ერთი საქმე გადაეცა სასამართლოს.
სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან რთული იყო რეგულარული და საიმედო ინფორმაციის მოპოვება. აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას 1995 წლის ბრძანებულება რეგიონში იეღოვას მოწმეების რელიგიის აკრძალვის შესახებ კვლავაც ძალაში რჩებოდა, თუმცა არ ხდებოდა მისი სისრულეში მოყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ბაპტისტები, ლუთერანები და კათოლიკეები თავისუფლად მოქმედებდნენ აფხაზეთში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აცხადებდა, რომ მას არ შეეძლო თავისუფალი მოქმედება. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აზრით რეგიონში სეპარატისმს ხელს უწყობდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესია – აფინანსებდა ვებ-გვერდებს, რომლებზეც ქვეყნდებოდა სეპარატისტული იდეები. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებით, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებდა აფხაზეთს როგორც საქართველოს ნაწილს მოსკოვის სასულიერი სემინარია ამზადებდა აფხაზ სასულირეო პირებს, ხოლო რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აგზავნიდა მოსკოვის ეთგულ მღვდლებს აფხაზეთის ეკლესიების ასამოქედებლად.
წლის ბოლოსათვის კვლავაც გრძელდებოდა დავები ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სომხურ კლესიას შორის რამოდენიმე შენობასთან დაკავშირებით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ 2005 წლის მოხსენებაში საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ.
დ. ქვეყნის შიგნით გადაადგილების თავისუფლება, მოგზაურობა საზღვარგარეთ, ემიგრაცია და რეპატრიაცია
კანონი ითვალისწინებს ზემოთხსენებულ უფლებებს და მთავრობა ძირითადად არ ზღუდავს ამ უფლებას. გადაადგილების თავისუფლება იზღუდებოდა დე-ფაქტო ხელისუფლებების მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. პოლიციის ბლოკ-პოსტებზე ხშირად ფერხდებოდა მოქალაქეთა გადაადგილება ამ რეგიონებში.
ახალი კანონით აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ ნებადართული იყო ორმაგი რუსულ–აფხაზური მოქალაქეობა, თუმცა იკრძალებოდა ორმაგი ქართულ_აფხაზური მოქალაქეობა. ამის გამო რეგიონში მაცხოვრებელმა ეთნიკურმა ქართველებმა უნდა ჩააბარონ ქართული პასპორტი იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში ან სხვა პოლიტიკურ პროცესებში. საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ეთნიკურმა ქართველებმა უნდა აიღონ რუსული პასპორტი.
კანონი კრძალავს იძულებით გადასხლებას და მთავრობა არ ახორციელებს ამგვარ პროცესებს.
1999 წელს გამოიცა საპრეზიდენტო ბრძანებულება სსრკ-ს პერიოდში იძულებით გადაადგილებული დაახლ. 275 000 თურქი მესხის რეპატრიაციასა და რეაბილიტაციის თაობაზე. მარტში შექმნილი სამთავრობო კომისია მუშაობდა იძულებით გადაადგილებულ მესხთა ზუსტი რაოდენობის დადგენაზე და არჩევდა პოტენციურ ტერიტორიას მათი რეპატრიაციისათვის. კომისიის თავმჯდომარემ მოინახულა სომხებით დასახლებული ტერიტორიები სამცხე-ჯავახეთში – მესხების ისტორიულ სამშობლოში. ადგილობრივმა სომეხმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია მესხების რეპატრიაციას. წლის მანძილზე რეპატრიაცია არ განხორციელებულა.
აფხაზური მილიცია აწარმოებდა ადგილობრივ მოსახლეობის ჩხრეკას. მანვე პოსტები დადგა სოფელ ქვემო ბარგებში – ივნისში, ნაბახევსი – ნოემბერში და ზემო ბარგებში – დეკემბერში. ეთნიკურ ქართველებს გამოსძალეს ფული და ძვირფასეულობა, მიზეზად ასახელებდნენ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში აღმოჩენილ დარღვევებს.
ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირები
წლის ბოლოსათვის იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ შეადგინა დაახ. 245 000, რაც გამოწვეული იყო კონფლიქტებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და საომარი მოქმედებებით ჩეჩნეთში. იძულებით გადაადგილებული პირები იკავევებდნენ სასტუმროებს, საავადმყოფოებს და სხვა შენობებს თბილისში, ან ცხოვრობდნენ ნათესავებთან ან მეგობრებთან. კონცენტრაციის ადგილები იყო თბილისი, ზუგდიდ და გორი. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის განცხადებით ზემოთხსენებული საზოგადოებრივი ცენტრები ვერ ასრულებდნენ საცხოვრებლის როლს. ოქტომბერში მთავრობამ ქუთაისის ტუბ. დისპანსერში შესახლებულ 126 იძულებით გადაადგილებულს გადასცა საცხოვრებელი ვაუჩერები მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების ოდენობით. წლის განმავლობაში ხანძრის შედეგად დაიღუპა 1 იძულებით გადაადგილებული.
აფხაზთა სეპარატისტული რეჟიმი კვლავაც აფერხებდა დაახლ. 230 000 იძულებით გადაადგილებულის რეპატრიაციას, 1994 წელს აფხაზეთს, საქართველოს, რუსეთსა და გაერო-ს კომისიას შორის დადებული ხელშეკრულების მიუხედავად. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა გალში ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნას, რომელიც ხელს შეუწყობდა ლტოლვილების დაბრუნებას. ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება კვლავაც აფერხებდა 12.767 ეთნიკური ქართველის რეპატრიაციას.
ლტოლვილთა დაცვა
კანონი ითვალისწინებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას და თავშესაფარით უზრუნველყოფას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაერო-ს 1951 წლის კონვენციის და 1967 წლის პროტოკოლის თანახმად. მთავრობამ ჩამოაყალიბა ლტოლვილთა დაცვის სისტემა. პრაქტიკაში მთავრობამ გარკვეულწილად უზრუნველყო პიროვნებების დაცვა იმ ქვეყანაში დაბრუნებისაგან, სადაც მას დევნიდნენ. მთავრობა ლტოლვილებს ანიჭებდა სტატუსს ან აძლევდა თავშესაფარს.
მთავრობა თანამშრომლობდა გაერო-ს ლტოლვილთა კომისიასთან და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან და დახმარებას უწევდა ლტოლვილებს და თავშესაფარის მაძიებლებს.
ქვეყანაში რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ლტოლვილი ჩეჩნეთიდან. ჩეჩენი ლტოლვილები დასახლდნენ პანკისის ხეობაში, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ პანკისის ხეობაში დასახლებული ლტოლვილებისათვის გაწეული დახმარება იყო არარეგულარული ხასიათის. ჩეჩენი ლტოლვილები განიცდიდნენ დევნას და სამშობლოში დაბრუნების მუქარას პოლიციის მხრიდან.
ჩეჩენ ლტოლვილთა უმრავლესობა ცხოვრობდა ქისტებთან (ეთნიკური ჩეჩნები საქართველოში). მხოლოდ 15 პროცენტი დასახლდა კომუნალურ ცენტრებში დეკემბერში 100 ჩეჩენი ლტოლვილი დაბრუნდა ჩეჩნეთში.
სახალხო დამცველის ოფისის განცხადებით, მარტში ორი ქისტი, ორივე რუსეთის მოქალაქე, მივიდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში და ითხოვა თავშესაფარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააპატიმრა ისინი და გადაიყვანა Aზერბაიჯანის საზღვართან, სადაც მათი შეშვება არ უნდოდა აზერბაიჯანულ მხარესაც. ამ პირებს მხოლოდ იმპირობით შეუშვებდნენ ქვეყანაში, თუ ისინი პირდაპირ გაემგზავრებოდნენ რუსეთში. საქართველოში დაბრუნებამდე ამ პირებმა რამოდენიმე კვირა დაჰყვეს ნეიტრალურ ზონაში საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებს შორის. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ბოლოს მისცა თავშესაფარი ამ ორ პიროვნებას.
ნაწილი 3. პოლიტიკური უფლებების აღიარება: მოქალაქეთა უფლება შეცვალონ მთავრობა
კანონი მოქალაქეებს ანიჭებს მთავრობის მშვიდობიანი გზით შეცვლის უფლებას. მოქალაქეები სარგებლობენ ამ უფლებით არჩევნების დროს, რომელიც ხორციელდება ხმის მიცემის საფუძველზე. 2003 წლის საპარლამენტო არჩევების დროს მომხდარი დარღვევები გადაიზარდა მშიდობიან საპროტესტო გამოსვლებში, რასაც მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის შევარდნაძის გადადგომა 2003 წლის ნოემბერში. უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო 2003 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგები. 2004 წლის იანვარში კონსტიტუციური წესით ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მიხეილ სააკაშვილი არჩეულ იქნა პრეზიდენტად. იმავე წლის მარტში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები.
საერთაშორისო დამკვირვებლების და სამოქალაქო ჯგუფების განცხადებით, 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო შესწორებების მეშვეობით აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების გაძლიერება მოხერხდა პარლამენტის და სასამართლო სისტემის ხარჯზე.
შემოდგომაზე მიღებული კანონი აბხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კრძალავს ორმაგ – აბხაზეთის და საქართველოს მოქალაქეობას. ამის გამო რეგიონში მცხოვრებმა ეთნიკურმა ქართველებმა უნდა ჩააბარონ ქართული პასპორტი იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში ან სხვა პოლიტიკურ პროცესებში. საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ეთნიკურმა ქართველებმა უნდა აიღონ რუსული პასპორტი.
არჩევნები და პოლიტიკური მონაწილეობა
ეუთო-ს განცხადებით 2004 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს აღინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი, მიუხედავად იმისა, რომ დროის სიმცირე აფერხებდა ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესებას. ეუთო-ს განცხადებით სახელმწიფო მმართველობა ნაკლებად იყო გამიჯნული პოლიტიკური პარტიების სტრუქტურისაგან და არსებობდა სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების ტენდენცია. ამომრჩეველთა სია არ იყო სრულყოფილი და შეიცავდა მრავალ დარღვევას. ეუთო-ს განცხადებით ხმის მიცემის პროცესმა რეგიონების უმრავლესობაში წარმატებით ჩაიარა, მნიშვნელოვანი დარღვევები აღინიშნა ქვემო ქართლში, უფრო მნიშვნელოვანი დარღვევები – აჭარაში, სადაც წინასაარჩევნო რეგისტრაცია და საარჩევნო კამპანიები არ ჩატარებულა.
საერთაშორისო დამკვირვებლებს 2004 წლის მარტის საპარლამეტო არჩევნები მიაჩნიათ ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ; ხსენებული არჩევნების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ გაუმჯობესებული იყო, რასაც ასევე დაემატა ერთიანი მონაცემთა ბაზა; თუმცა საარჩევნო კომისიები ნაკლებად იყო პოლიტიკურად დაბალანსებული და დამოუკიდებელი. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩვენების დროს გამოავლინეს გარკვეული დარღვევები, მათ შორის: საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კამპანიის მასალების არსებობა არჩევნების დღეს, ზოგ რაიონში ამომრჩევლების დაუჯერებელი რაოდენობა, გაუქმებული ბიულეტენების უჩვეულოდ მაღალი პროცენტული რაოდენობა. მნიშვნელოვანი დარღვევები აღინიშნა ქვემო ქართლში.
1 ოქტომბერს გაიმართა განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები დარჩენილ 5 ადგილზე. გაიმარჯვა და ხუთივე ადგილი მიიღო მმართველმა პარტიამ “ნაციონალური მოძრაობა”. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (რომლის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ ყველა საარჩევნო უბანზე) განმეორებით არჩევნებს მიიჩნევდნენ ზოგადად სამართლიანად, მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მათ შორის ამომრჩეველთა სიის უზუსტობები, ბიულეტენების ჩასაყრელი დალუქული ყუთების ნაკლებობა.
აპრილში მთავრობამ მიიღო ახალი კანონი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართულებით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ. კანონი მიზნად ისახავდა პოლიტიკური წესით დანიშნული კომისიის წევრების პროფესიონალებით შეცვლას. წინა პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები ხდებოდნენ პოლიტიკური პარტიების წევრები, პარტიების კვოტების მიხედვით, რამაც გამოიწვია კომისიის პოლიტიზაცია. თუმცა ახალი კანონი არ იძლევა პროფესიონალიზმის განმარტებას, არ ადეგნს თუ როგორ უნდა მოხდეს კანდიდატების შერჩევა-შემოწმება და შესარჩევი კომისიის ფორმირება. არასამთავრობოები და ოპოზიცია აკრიტიკებდნენ კანონს და აცხადებდნენ, რომ იგი მიზნად ისახავს პრეზიდენტის უფლებამოსილების გაძლიერებას საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. ახალი კანონის თანამხმად პრეზიდენტი ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესარჩევი კომიტეტის წევრებს. ივნისში პარლამენტმა დაამტკიცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე და წევრები. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” გააკრიტიკა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ხაზი გაუსვა შესარჩევი კრიტერიუმების ბუნდოვანებას. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ასევე აღნიშნავდა, რომ მთავრობა ნაკლებად აშუქებდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესარჩევ პროცესს, აჩქარებდა შესარჩევ პროცესს და არ დაუდგენია კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით მოხდებოდა კანდიდატების შერჩევა. კანონის თანახმად შესარჩევი კომისია პრეზიდენტს წარუდგენს ორიდან ხუთ კანდიდატამდე თითოეულ ადგილზე. პრეზიდენტი ასახელებს ორ კანდიდატს, რის შემდეგაც პარლამენტი ამტკიცებს ერთ. ახალი კანონის თანახმად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ასევე კომისიის წევრების დასამტკიცებლად საჭიროა ხმათა მარტივი უმრავლესობა.
საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო და ეუთო, მთავრობა არ ცნობს 2004 წელს აბხაზეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს და იანვარში გამართულ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებს.
სარეგისტრაციო მოთხოვნების გარდა მთავრობას არ დაუწესებია არანაირი შეზღუდვა პოლიტიკური პარტიის დაფუძნების პროცესთან დაკავშირებით; იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტის მონაცემებით რეგისტრაცია გაიარა 185-მა პარტიამ. მთავრობამ უარი განაცხადა რესპუბლიკური პარტიის რეგისტრაციაზე ოქტომბრის განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. პარტიის განცხადებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განზრახ შეუშალა ხელი პარტიის მონაწილეობას განმეორებით არჩევნებში; ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით რესპუბლიკურმა პარტიამ ვერ გაიარა სარეგისტრაციო პროცესი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ყველა სხვა ოპოზიციურმა პარტიამ შეძლო სარეგისტრაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ივლისის თვეში ოპოზიციის პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება გრძელდებოდა. შეიარაღებული და შენიღბული პირები თავს დაესხნენ გელაშვილის ავტომანქანას, როდესაც იგი თავის პირად დაცვასთან და ბიზნეს პარტნიორთან ერთად მგზავრობდა თბილისის ერთერთ მთავარ ქუჩაზე დღის საათებში. იარაღის კონდახების ჩარტყმის შედეგად გელაშვილმა მიიღო მძიმე დაზიანება სახის და თავის არეში. ავტომობილში მყოფმა ორმა პიროვნებამ ასევე მიიღეს ფიზიკური დაზიანება, თუმცა მათი ჰოსპიტალიზაცია არ გახდა საჭირო. ოპოზიციის ლიდერებმა და მასმედიამ განაცხადეს, რომ მომხდარის მოტივაცია იყო პოლიტიკური ინტერესები, რადგან გელაშვილი მონაწილეობდა საკმაოდ გაწელილ დავებში მთავრობსათან და ითხოვდა მისი სამშენებლო კომპანიის მიერ საპრეზიდენტო რეზიდენციაში განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის ანაზღაურებას. დაზარალებულებისათვის არ წაურთმევიათ ძვირადღირებული ნივთები და არც მანქანა, რაც გამორიცხავს დაყაჩაღების მცდელობას.
235 წევრიან პარლამენტში 21 ქალია. პარლამენტის სპიკერი ასევე გახლდათ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. პარლამენტის მაჟორიტარული პარტიის თავმჯდომარე ასევე ქალბატონია. ქალებს ეკავათ მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი პოსტები.
პარლამენტის 8 წევრი იყო უმცირესობის წარმომადგენელი (5 სომეხი და 3 აზერბაიჯანელი).
კორუფცია და გამჭვირვალობა მთავრობაში
აღმასრულებელ სისტემაში კორუფციის დონემ იკლო, ხოლო სასამართლო სისტემასა და რიგ სამართალდამცავ უწყებებში კორუფცია კვლავაც ძლიერად არის ფეხმოკიდებული. წლის განმავლობაში მთავრობის მოხელეები დროულად იღებდნენ ხელფასებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებდა კორუფციის ფაქტებს.
28 ივნისს თბილისის საგადასახადო დეპარტამენტის უფროსი და 7 ჩინოვნიკი დააპატიმრეს კორუფციის ბრალდებით. ფინანსთა მინისტრყ ვალერი ჩეჩელაშვილი გადადგა 30 ივნისს – მაშინ, როდესაც პრეზიდენტი აკრიტიკებდა სუსტი მუშაობისა და კონტროლის ნაკლებობის გამო. 6 თვის მანძილზე 60-ზე მეტი პოლიციის ოფიცერი იქნა დაკავებული კორუფციის ბრალდებით. იგივე ბრალდება წაუყენეს 3 მერს და 6 პროკურორს. მთავრობამ გაანტავისუფლა 15 მოსამართლე, რომელთა მიერ ქრთამის აღების ფაქტები ვიდეო კამერით იყო გადაღებული.
აგვისტოში რეფორმების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრმა გამოაქვეყნა კორუფციის წინაღმდეგ საბრძოლო გეგმა, რომლის მიხედვით არჩევნების წესით დანიშნული მოხელეები ვალდებულნი იყვნენ განეცხადებინათ მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. წლის ბოლოსათვის გეგმა ჯერ კიდევ არ იყო ამოქმედებული.
კანონი ითვალისწინებს მთავრობის სხდომებზე დაშვების და დოკუმენტიაციის გამოქევეყნების თავისუფლებას. თუმცა მთავრობა ხშირ შემთხვევაში ზღუდავდა ამგვარ თავისუფლებას. მთავრობა ხშირად არ აკმაყოფილებდა თხოვნებს ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით. კანონის თანახმად სახელმწიფო სააგენტომ ინფორმაცია უნდა გასცეს / გამოაქვეყნოს დაუყოვნებლივ ან მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში, თუმცა ინფორმაციის გაცემა ხშირად განუსაზღვრელი ვადით იწელება, ხოლო ზოგჯერ ხდება ამგვარი მოთხოვნის უგულებელყოფა.
ნაწილი 4. ხელისუფლების დამოკიდებულება საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული, ადამიანის უფლებათა დარღვევების ბრალდებებთან დაკავშირებული გამოძიებების მიმართ
მრავალი ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა ამ სფეროში სახელისუფლებო შეზღუდვების გარეშე; ისინი იძიებდნენ და აქვეყნებდნენ ძიების შედეგებს. ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობდა და კარგ ურთიერთობაში იყო სახელმწიფოსთან, ხოლო იმავდროულად სხვა არასამთავრობოები აცხადებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა მათ დისკრიმინაციას მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან.
რამოდენიმე არასამთავრობო ორგანზიაციასთან მთავრობა ინარჩუნებდა კონსტრუქციულ დამოკიდებულებას, თუმცა ეს ხელს უშლიდა მთავრობასთან სხვა არასამთავრობოების დაახლოვებას.
ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში შექმნილი კანონი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ანიჭებდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების და ამასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმების უფლებას, არ იქნა მიღებული; არცერთ არასამთავრობოს არ დაუსახელებია მთავრობის მიერ ამ უფლებით სარგებლობის პრაქტიკული მაგალითი.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის და ეუთოს მისიის ერთობლივი ოფისი სეპარატისტული კონფლიქტის ზონებში მოღვაწეობდა არაგეგმაზომიერად, უსაფრთხოების პირობების გამო, თუმცა ატარებდა პერიოდულ კვლევებს, ადგენდა მოხსენებებს და რეკომენდაციებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, სახალხო დამცველის ანუ ომბუდსმენის სამსახური არის ყველაზე ობიექტური სახელმწიფო სამსახური ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. კონსტიტუციური მანდატის მქონე ოფისი მეთვალყურეობდა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთო მდგომარეობას და იძიებდა დარღვევებს. ადამიანის უფელბათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს, ასევე უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, აქვთ დარღვევების გამოძიების უფლება. გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის ქვედანაყოფი ძირითადად დაკავებული იყო წინასწარი პატიმრობის საკნებში მომხდარი დაღვევებით და ადამიანებით ვაჭრობის შემთხვებებით. საპარლამენტო აქტის თანახმად გენერალური პროკურორი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დაცვისა და ზოგადი თავისუფლების უზრუნველყოფის გამო. ადამიანის უფლებათა დაცვის ქვედანაყოფს აკისრია მეთვალყურის და მომხსენებლის ფუნქცია და არ გააჩნია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება.
ივნისში სახალხო დამცველმა მოინახულა მე-7 საპყრობილე. ვიზიტის მიზანი იყო დაკავებულის დაკითხვა, რომელიც ციხის ადმინისტრაციას ადანაშაულებდა სასტიკ მოპყრობაში. სახალხო დამცველს წესისამებრ ახლდა გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი. ვიზიტის დროს პოლიციამ ძალის გამოყენებით მოახდინა ვიდეო კამერის კონფისკაცია, შეურაცხჰყო და ოთახში ჩაკეტა ორივე პიროვნება, დააზიანა პოლიციის საკუთრება იმისათვის, რომ შექმნილიყო სახალხო დამცველის მიერ ვითომდა განხორციელებული უკანონობის მტკიცებულება. შედეგად გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაპატიმრებული იქნა ციხის დირექტორის მოადგილე, ხოლო დირექტორი გადაყვანილი იქნა მისივე ციხის წინასწარი პატიმრობის საკანში. არასამთავრობოების განცხადებით, იგი კვლავ აგრძელებდა დირექტორის მოვალეობის შესრულებას, ხოლო კამერაში შედიოდა ციხეში ვიზიტორების მოსვლის შემთხვევაში.
არასამთავრობო ორგანიზაციას “ყოფილი პოლიტიკოსები ადამიანის უფლებების დასაცავად” უარი ეთქვა საპატიმრო დაწესებულებებში შეღწევაზე; 2004 წ. დეკემბერში ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლი პოლიციის მიერ განხორციელებული წამების ფაქტების შესახებ გაქრა ყველა სატელევიზიო არხის ეთერიდან. სატელევიზიო არხების წარმომადგენლების თქმით ეს სარეკლამო რგოლები ამოღებული იქნა უსაფრთხოების სამინსიტროს ბრძანებით. სამინისტრო აცხადებს, რომ მათ უბრალოდ რეკომენდაცია მისცეს არხებს და არჩევანის გაკეთება მათვე მიანდეს (იხ ნაწილი2, ა.).
გაერო-ს ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის ოფისი სოხუმში აგრძელებდა ადამიანის უფლებების დაცვის საერთო მდგომარეობის მონიტორინგს რეგიონში. გალში არსებული გაუარესებული მდგომარეობის მიუხედავად აბხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება კვლავაც ეწინააღმდეგება საქართველოში გაერო-ს დამკვირვებელთა მისიის ოფისის გახსნას გალში. გარდა ამისა აბხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება კვლავ არ ითვალისწინებდა გაერო-ს მისიის რეკომენდაციებს ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის განათლების მშობლიურ ქართულ ენაზე მიღების უზრუნველყოფის და გალში გაერო-ს მისიის სამოქალაქო პოლიციის ოფიცრების დაშვების თაობაზე.
ნაწილი 5. დისკრიმინაცია, საზოგადოებრივი შეურაცხყოფა, ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
კანონი კრძალავს დისკრიმინაციას რასის, სქესის, ფერის, რელიგიის, ენის, სოციალური სტატუსის ნიშნით. თუმცა, მთავრობა ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს კანონის ამ მოთხოვნის შესრულებას.
ქალები
სოციალური ძალადობა ქალთა წინააღმდეგ წარმოადგენდა ერთ-ერთ პრობლემას. არ არსებობს სპეციალური კანონი, რომელიც იცავს ქალს ცოლქმრული ძალადობისაგან ან შეურაცხყოფისაგან. საოჯახო ძალადობა იყო ერთერთი მთავარი მიზეზი განქორწინებებისა, თუმცა ამგვარი ფაქტებზე განაცხადები იშვიათად შემოდიოდა და იშვიათად ხდებოდა მათი დასჯა სოციალური ტაბუების გამო ანდა იმის გამო, რომ სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს სასჯელს ამგვარი დანაშაულებების გამო. 2003 წელს დაფიქსირდა 795 დანაშაული ქალთა წინააღმდეგ. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა ქალთა თავშესაფარი, ხელისუფლებაში იყო ცხელი ხაზი დაზარალებული ქალებისათვის, თუმცა სხვა სამსახურს არ სთავაზობდა.
სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწიონებს გაუპატირურებას, მას შორის ცოლქმრულ გაუპატიურებას, სქესობრივ ძალადობას / იძულებას. პირველი შემთხვევა ისჯება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. განმეორებითი შემთხვევა ან სერიული გაუპატიურება ისჯება 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ორსულის გაუპატიურება, შიდსის ვირუსით ინფიცირება ან განსაკუთრებული სისასტიკე ისჯება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მცირეწლოვანის გაუპატიურება ისჯება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ადგილი ჰქონდა გაუპატიურების და მცდელობის 141 შემთხვევას. არასამთავრობოების თქმით მრავალი შემთხვევის შესახებ არ ყოფილა განაცხადი შემოსული, რაც აიხსნება სხვადასხვა სოციალური მიზეზებით. პოლიცია ყოველთვის არახდენს გაუპატიურების განცხადებაზე რეაგირებას. მსხვერპლთათვის შექმნილი იყო ცხელი ხაზი.
ქალების გატაცება დაქორწინების მიზნით ძირითადად ხდებოდა რეგიონებში, თუმცა ამგვარი შემთხვევები სულ უფრო იშვიათია. მოტაცება ძირითადად იყო საიდუმლო გაპარვის ფორმით, თუმცა გატაცება ზოგჯერ ხდებოდა საპატარძლოს სურვილის წინააღმდეგ და ხშირად მოიცავდა გაუპატიურებას. პოლიცია იშვიათად ერეოდა ამგვარ საქმეებში, მიუხედავად იმისა, რომ გატაცება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით.
პროსტიტუცია წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. პროსტიტუცია იყო ფართოდ გავრცელებული, განსაკუთრებით თბილისში. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებდა, რომ პროსტიტუცია გაიზარდა ბოლო წლის მანძილზე, მძიმე ეკონომიკური პირობების გამო.
ქალთა ტრეფიკინგი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით წარმოადგენდა პრობლემას (იხ. ნაწილი 5, ტრეფიკინგი).
სექსუალური შევიწროვება და ძალადობა ქალთა წინააღმდეგ სამსახურში იყო პრობლემატური საკითხი. კანონი კრძალავს სექსუალურ შევიწროვებას სამუშაო ადგილზე. თუმცა, ამგვარი შემთხევევბის გამოძიება ხდებოდა იშვიათად.
კონსტიტუცია ითვალისწინებს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას. თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ გახლავთ. არასამთავრობოების განცხადებით, ქალთა დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე რეალობაში არსებობს, თუმცა კონკრეტული შემთხვევები არ ყოფილა დაფიქსირებული. პარლამენტის სპიკერმა ჩამოაყალიბა გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის წევრები არიან პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გენდერული თანასწორობის სამთავრობო კომისია ექვემდებარება პრემიერ მინისტრს და მუშაობს შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებაზე.
ქალთა მდგომარეობა დასაქმების ბაზარზე გაუმჯობესდა, თუმცა ზოგადად ქალებს ძირითადად უკავიათ დაბალანაზღაურებადი და ნაკლებ რთული და საპასუხისმგებლო პოზიციები, მათი პროფესიონალური თუ აკადემიური კვალიფიკაციის მიუხედავად. შედეგად ბევრი ქალი ეძებს სამუშაოს საზღვარგარეთ. ქალთა ანაზრაურება კვლავაც ჩამორჩება კაცთა ანაზღაურებას. გაეროს განვითარების პროგრამის მიხედვით დამქირავებლები ხშირად არ უზრუნველყოფდნენ (უმალავდნენ) მათ ხელქვეით ქალებს ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული შეღავათებით. 5 სამხედრო პირი ქალის განცახდებით, ისინი გაანტავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან ფეხმიმობის პერიოდში, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კანონი კრძალავს ფეხმძიმე ქალების და სამ წლამდე შვილის დედების სამსახურიდან დათხოვნას. აპრილში სარჩელი იქნა შეტანილი სასამართლოში, წლის ბოლოსათვის კვლავ მიმდინარეობდა საქმის განხილვა.
ბავშვები
კანონი ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების და კეთილდღეობის დაცვას. მიუხედავად ამისა, მწირი დაფინანსება ზღუდავდა სამთავრობო სამსახურის არეალს.
დაწყებითი და საშუალო განათლება სავალდებულოა 6-7-დან 16 წლამდე (სულ 11 წელი). უნისეფ-ის მონაცემებით 2003 წლს დასწრება შედგენდა 91%-ს, 2002 წელს – 79 %-ს. ბავშვების უმეტესობა დადიოდა სკოლებში. უმაღლეს სასწავლებლამდე განათლება იყო უფასო. თუმცაღა ზოგ ადგილებში სკოლები არ ფუნქციონირებდა ან ფუნქციონირებდა არარეგულარულად, რადგან მასწავლებლებს ხელფასი არ ურიგდებოდათ, შენობა-ნაგებობები იყო შეუსაბამო, განს. ზამთარში ზოგი სკოლა ვერ უზრუნველყოფდა გათბობას. ბევრ სკოლას არ ქონდა ბიბლიოთეკები ან დაფები. უმეტესობა მშობლებისა ვალდებული იყო გადაეხადა გარკვეული თანხა მასწავლებლის ხელფასის დანამატის ფორმით; ბევრი მშობელი ვერ ყიდულობა სახელმძღვანელოებს და სხვა სასწავლო ინვენტარს; ზოგ შემთხვევაში, მოსწავლეები თავს ანებებდნენ სწავლას, რადგან მათ ან არ სურდათ ან არ შეეძლოთ ფულის გადახდა.
ივნისში განათლების სამინისტრომ შემოიღო გამოცდების ახალი სისტემა, რომლის მიზანი იყო სტუდენტების შერჩევა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად და მექრთამეობის დასაძლევად, რაც დამახასიათებელი იყო განათლების სისტემისათვის, სასწავლებელში ჩასაბარებლად, რეკომენდაციების ან კარგი ნიშნების მისაღებად. სავარაუდოდ დაახლ. 30 მილიონი აშშ. დოლარი (54 მილიონი ლარი) იხარჯებოდა ყოველწლიურად ქრთამის სახით – ეს თანხა უფრო მეტია, ვიდრე ქვეყნის საგანმანათლებლო ბიუჯეტი. გამოცდების ახალი სისტემით შემცირდა კორპუციის შემთხვევები მისაღებ გამოცდებზე. საშუალო სკოლებში ჩამოყალიბდა მშობლებისა და მასწავლებლების ერთობლივი სამეთვალყურეო საბჭო.
უფასო სამედიცინო მომსახურება ეკუთვნოდათ მხოლოდ 4 წლამდე ბაშვებს.
იყო რამოდენიმე განაცხადი ბავშვთა, განს. უსახლკარო ბავშვთა უფლებების დარღვევის შესახებ, თუმცა ამგვარი დარღვევებისათვის სოციალური ფონი არ არსებობდა. ბავშვის უფლებების დარღვევა, გარდა სქესობრივი დანაშაულისა, არისჯება კანონით.
დაფიქსირებული იყო მცირეწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ინციდენტები, განსაკუთრებით გოგონებს შორის. ბავშვთა პროსტიტუცია და პორნორგაფია ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე. შინაგან საქმეთა მინისტრის მხარდაჭერით გაიხსნა მცირეწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც რეგულარულად უზრუნველყოფდა სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას პროსტიტუციის მსხვერპლი ბავშვებისა და მოზარდებისათვის, მათ მეურვეებთან დაბრუნებამდე.
იყო რამოდენიმე დაუსაბუთებელი ფაქტი ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ (იხ. ნაწილი 5, ტრეფიკინგი), უსახლკარო და თავშესაფარში მაცხოვრებელი ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები იყვნენ ამ მიმართებაში.
მძიმე ეკონომიური პირობების გამო დაინგრა მრავალი ოჯახი, რის შედეგადაც ბევრი ბავშვი აღმოჩნდა ქუჩაში. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციიის მონაცემებით, ქვეყანაში არსებობს დაახლ. 1500 უსახლკარო “მაწანწალა” ბავშვი - 3-დან 15-წლამდე ასაკის, აქედან 1200 – თბილისში, თავშესაფარების და ხელისუფლების უმწეობის გამო, რადგან ისინი ვერ ახერხებენ დახმარების გაწევას. კერძო ნებაყოფლობით ოგანიზაციას “ბავშვი და გარემო” და განათლების სამინისტროს აქვთ მოქმედი თავშესაფარი, თუმცა ამ ორ თავშესაფარს შეუძლია შეიკედლოს უსახლკარო ბავშების მცირე ნაწილი. თბილისის გარეთ ამგვარი დაწესებულებები არ არსებობს. ხელისუფლება იღებს უმნიშვნელო ზომებს უსახლკარო ბავშვების დასახმარებლად. მიმდინარე წელს პოლიციის მიერ უსახლკარო ბავშვებზე ძალადობის ფაქტები არ დაფიქსირებულა. პატრულს უსახლკარო ბავშვები გადაჰყავს 24-საათიან ცენტრში ან თავშესაფარში.
თავშესაფრები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვებს სათანადო კვებით, ჩასაცმლით, განათლებით და სამედიცინო მომსახურებით. შენობები ცუდად არის უზრუნველყოფილი გათბობით, წყლით და ელექტროენერგიით. პერსონალს ხელფასი ძალიან დაბალი აქვს და უგვიანდება მრავალი თვით. პერსონალი ხშირად თავშესაფარის საკვებს და ფულს იყენებდა პირადი მოხმარებისათვის.
აგვისტოში სახალხო დამცველის ოფისმა განაცხადა გლდანის თავშესაფარში არსებული ანტისანიტარიის შესახებ. ხელმძღვანელობა ხშირად იძენდა უხარისხო პროდუქტს და თანამშრომლებს უკავებდა თანხებს ხელფასებიდან. ბავშვებს არ ჰქონდათ ტანსაცმელი, საკვები, კბილის ჯაგრისები, საბნები, სხვა საჭირო ნივთები. შენობის პირველი სართული წყალში იდგა სან-ტექნიკის პრობლემების გამო.
მთავრობა სთავაზობდა საგანმანათლებლო გრანტებს და მომზადებას, სამხედრო სკოლებში ჩარიცხვის ჩათვლით, ზოგიერთ ბავშვს, რომელიც ტოვებდა თავშესაფარს. წლის ბოლოსათვის თავშესაფარში ჩატარდა რემონტი; დაფიქსირებულია ფინანსური დარღვევები.
აბხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულთა შორის აღმოჩნდა მრავალი ათასი ბავშვი. უნისეფ-ის განცხადებით ამ რეგიონებში ჯანდაცვის საკითხები მოუგვარებელია, იმუნიზაციისმაჩვენებელი დაბალია, სკოლები მძიმე პირობებშია და არსებობს საკვების უკმარისობის პრობლემა.
ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
კანონი კრძალავს ადამიანების ტრეფიკინგს; თუმცაღა ქვეყანაში არსებობდა წყარო, სატრანზიტო წერტილი და დანიშნულების ადგილი ტრეფიკინგისათვის.
სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს ადამიანების ტრეფიკინგის, მცირეწლოვანთა ჩათვლით, მათი სექსუალური, შრომითი ან სხვა სახის ექსპლუატაციის მიზნით. ძირითადი სასჯელი არის თავისუფლების აღკვეთა 5-დან 12- წლამდე, მაქსიმალური – 20 წელი განსაკუთრებით მძიმე პირობებით. გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი საფუძვლად დაედო ნაყოფიერ თანამშრომლობას, ერთობლივ ოპერაციებს, და რიგ დაპატიმრებებს და ბრალდებებს ტრეფიკინგის განხრით. წლის მანძილზე განხორციელდა 24 საქმის გამოძიება; 11 შემთხვევაში მოხდა ბრალეულობის დამტკიცება. 8 საქმე გადაეცა სასამართლოს, 6 საქმე დაიხურა სასჯელის წაყენებით.
3 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვედანაყოფი. არსებობის პირველი წლის მანძილზე ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვედანაყოფი წევრებმა გახსნენს ტრეფიკინგის 5 საქმე, მათ შორის ერთი – მთავრობის მოხელის საქმე.
იანვარში ხსენებულმა ქვედანაყოფმა დააპატიმრა საერთაშორისო ტრეფიკინგის ოპრაციის მონაწილე ქართველები. დამნაშავეთა ჯგუფში იყვნენ ქართველები, თურქები და აზერბაიჯანელები, რომლებიც ვაჭრობდნენ ქალებით. ქალებს აგზავნიდნენ აზერბაიჯანში, სადაც ისინი ჰყავდათდაკეტილ შენობაში, უკეთებდნენ ნარკოტიკებს, აუპატიურებდნენ, ხოლო შემდეგ საქართველოს გავლით გადაჰყავდათ თურქეთში პროსტიტუციის მიზნებისათვის. ვიზის ვადის გასვლის შემდეგ ქალებს აბრუნებდნენ საქართველოში. ოპერაციის ადგილობრივი ლიდერი დაპატიმრებულია. წლის ბოლოსათვის მიმდინარეობდა საქმის განხილვა.
ასევე იანვარში ხსენებულმა ქვედანაყოფმა დააპატიმრა ქვეყნის შიგნით ადამიანებით ვაჭრობაში და დამონებაში ეჭვმიტანილი. მსხვერპლის ვინაობა გახლდათ გიორგი ბრეგვაძე, განათლებით ინჟინერი. ჩიკადუების ოჯახს წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ ხსენებული პიროვნება და აიძულებდნენ ემუშავა მათზე, ხოლო ბოლოს იგი მიჰყიდეს ბრეგვაძის ნათესავს 200 დოლარად (360 ლარი).
წლის მანძილზე ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვედანაყოფის წევრებმა დააკავეს ივლიტა ჯავახიშვილი და ნანული ქენდაძე – სამშობიაროს თანამშრომელი, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ ჩვილი ბავშვებით ვაჭრობაში. ქუთაისში შსს-ს წევრებმა დააკავეს ლაურაო ბლაძე - ასვე სამშობიაროს თანამშრომელი, ეჭვმიტანილი ჩვილი ბავშვებით ვაჭრობაში. წლის ბოლოსათვის მიმდინარეობდა ორივე საქმის განხილვა.
აშოტ ოვანესიანს, რომელსაც ბრალად ედებოდა ადამიანებით ვაჭრობის ქსელის ორგანიზება და 14 უზბეკი ქალის დუბაიში გადაყვანის მცდელობა, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას აფერხებდა მსხვერპლთა უარი ჩვენების მიცემაზე.
1 თებერვალს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი კომიტეტი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თანადგომით. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეგანაყოფი წარმოადგენდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლ საკონტაქტო წერტილს სამთავრობო სივრცეში. 29 ნოემბერს პრეზიდენტმა გენერალურ პროკურორი დანიშნა სპეციალური უწყებათაშორისი კომიტეტის თავმჯდომარედ. გენერალურ პროკუტრატურას ევალება ტრაფიკინგის საქმეებზე მონიტორინგის განხორციელება.
ქვეყანა თანამშრომლობდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან ტრეფიკინგული რგოლების გამოვლენაში და მონაწილეობას ღებულობდა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩენილ მსხვერპლთა რეპატრიაციაში.
ტრეფიკინგის დონე ქვეყანაში არ არის მაღალი. ქვეყანა ძირითადად ასრულებს სატრანზიტო, წარმოშობის ადგილის და ძალზე იშვიათად – დანიშნულების ადგილის ფუნქციას. ქალები ქვეყნიდან გაყავდათ თურქეთში, ისრაელში, არაბეთის გაერთანებულ საამიროებში, აშშ-ში. დასავლეთ ევროპაში, ბარებში, რესტორნებში და შინა მოსამსახურეებად სამუშაოდ. ბევრი მათგანი მუშაობდა პროსტიტუციის სფეროში. იყო შემთხვევები, როდესაც რუსი, უკრაინელი და ცენტრალური აზიელი ქალები გაყავდათ ქვეყნის გავლით თურქეთში, ხშირად ყალბი საბუთებით. ქართველი ეროვნების მსხვერპლები ძირითადად მოდიოდნენ გაღარიბებული ინდუსტრიული ცენტრებიდან, მაგ. ფოთი, ქუთაისი, რუსთავი და თბილისი. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კაცები გაყავდათ რუსეთში, საბერძნეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში და სხვა ქვეყნებში, მშენებლობებზე და სხვა მძიმე სამუშაოზე. იყო დაუმტკიცებელი განაცხადები უსახლკარო ბავშვთა და თავშესაფრებში მაცხოვრებელ ბავშვთა ტრეფიკინგის შესახებ, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველნი არიან. წლის განმავლობაში მომხდარი შემთცხვევებიდან დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები ყველაზე ხშირად ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლები. ტრეფიკინგის მსხვერპლთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები განსაკუთრებით მძიმე იყო.
ტრეფიკერები არიან ადგილობრივი დამნაშავეები, რომლებსაც საჭირო კავშირები აქვთ საზღვარგარეთ.
საზღვარგარეთ დასაქმება, რომლებსაც სთავაზობდა ტურისტული ფირმები ან დასაქმების სააგენტოები, ხშირად იტყუებდა მსხვერპლს. ბევრი ქალი, რომელიც აღმოჩნდა პროსტიტუციის ინდუსტრიაში, დასაწყისში დაარწმუნეს, რომ ისინი იმუშავებდნენნ ბარებში და რესტორნებში მიმტანად ან შინა მოსამსახურედ.
არსებობდა ინფორმაცია სახელმწიფო მოხელის ტრეფიკინგში მონაწილეობის შესახებ. თებერვალში ორი სახელმწიფო მოხელე, დავით კობახიძე და გიორგი ამილახვარი, ამბროლაურის დაბ ზესტაფონის საპასპორტოს უფროსები, დააპატიმრეს თანამდებობის ბოროტად გამოყენების, თაღლითობის და ტრეფიკინგის ხელშეწყობის ბრალდებით. წლის ბოლოსათვის გამოძიება კვლავ მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მრავალი სახალხო განაცხადი იმის თაობაზე, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი არ იქნება ბრალდებული ტრეფიკინგთან დაკავშირებულ რომელიმე დანაშაულში, მაგ. საზღვრის უკანონო გადალახვა, თუ იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფორმაციას ტრეფიკინგის დანაშაულთან დაკავშირებით. არცერთი ტრეფიკინგის მსხვერპლი არ ყოფილა ბრალდებული რაიმე დანაშაულში.
მსხვერპლთა დასახმარებლად სამთავრობო პროგრამები არ არის შექმნილი; თუმცაღა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უწევდა დახმარებას ტრეფიკინგის მსხვერპლებს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანზაცია მონაწილეობდა მსხვერპლთა რეპატრიაციაში. ერთ-ერთ საერთაშორისო დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციას გახსნილი ჰქონდა ცხელი ხაზი, რომელიც მსხვარპლებს უწევდა ფსიქოლოგიურ დახმარებას, თუმცა დამრეკავებიდან ძალზე მცირე რაოდენობამ აღიარა, რომ ის გახდა ტრეფიკინგის მსხვერპლი. მიგრაციის საერთაშორისო ორგანზაციას გახსნილი ჰქონდა 3 ცხელი ხაზი.
]
მთავრობას არ ჩაუტარებია საზოგადოებრივი გათვითცნობიერების /ინფორმირებულობის გაზრდის კამპანიები წლის მანძილზე, თუმცა ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებდა საინფორმაციო ბროშურების გავრცელებისა და სატელევიზიო-სახალხო განაცხადების კამპანიებს.
ხელისუფლების სამოქმედო გეგმა მოიცავს საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებებს, საინფორმაციო მასალების შემუშავებას საზღვარგარეთ ლეგალურ დასაქმების შესაძლებლობებზე, სპეც. ტრეინინგს მიზნობრივი ჯგუფებისათვის (სოც. მუშაკები, სამართალდამცავები, მოსამართლეები).
უნარშეზღუდული ადამიანები
უნარშეზღუდული ადამიანების დისკრიმინაცია დასაქმების, განათლების, ჯანდაცვის საშუალებების გამოყენების ან სხვა სახელმწიფო სამსახურის სფეროში წარმოადგენდა პრობლემას. არ არსებობს კანონი ან ოფიციალური პირობა, რომელიც ადგენს საზოგადოებრივ შენობებში უნარშეზღუდული ადამიანებისათვის სპეც. შესასვლელის შექმნას, და მხოლოდ რამოდენიმე საზ. შენობას აქვს ამგვარი საშუალება. არ არსებობს კანონი, რომლის თანახმად ხელისუფლება ვალდებულია იზრუნოს უნარშეზღუდული ადამიანებისათვის პირობების შექმნაზე, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ არსებული სოციალური ინფრასქტურქტურით.
ივნისში უნარშეზღუდული ბავშვების ჯგუფი, ინვალიდის სავარძლებში, არ შეუშვეს მცხეთის რესტორანში. ბავშვებს შესვლის ნება დართეს მხოლოდ ადგილობრივი გუბერნატორის და პრეზიდენტის წარმომადგენლის ჩარევის შემდეგ. შსს-მ და გენ. პროკურატურა-მ დაიწყო საქმის გამოძიება. არასამტავრობოების განცხადებით დამნაშავე არ არის გამოვლენილი.
სახალხო დამცველისა ჯანდაცვის მინისტრის ერთობლივ მოხსენებაში ნათქვამია, რომ გლდანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირობები არ შეესაბამება სტანდარტებს. არსებობს ავეჯის, მედიკამენტების ნაკლებობა. არ არსებობს გათბობის სისტემა.
ეროვნული / რასობრივი / ეთნიკური უმცირესობები
ხელისუფლება ზოგადად პატივს სცემდა ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებს, კონფლიქტის ზონებს მიღმა. კონსტიტუციის თანახმად ქართული ენა არის სახელმწიფო ენა. ეთნიკური სომხები, აზერები, ბერძნები, აბხაზები, ოსები და რუსები საუბრობენ ძირითადად საკუთარ მშობლიურ ენაზე ან რუსულად. ახალი მოთხოვნების თანახმად ცსკ-ს წევრი ვალდებულია იცოდეს ქართული ენა. შესაბამისად კანდიდატების სიიდან გამოირიცხა მრავალი მოქალაქე,რომელმაც არ იცის ქართული. მთავრობის მიერ გამოცემული მრავალი დოკუმენტი შესრულებული იყო მხოლოდ ქართულ ენაზე.
გალში მცოხვრებ ეთნიკურ ქართველებს არ შეუძლიათ განათლების მიღება ქართულ ენაზე.
მარტში, წალკის რაიონში ბერძენ ოჯახზე თავდასხმის შედეგად წარმოიქმნა ეთნიკური დაძაბულობა. ოჯახი აცხადებდა, რომ პოლიციამ არ მოახდინა სათანადო რეაგირება. წალკელი ბერძნები ხშირად უჩივიან შევიწროვებას რაიონში ჩასახლებული სვანების და აჭარლების მხრიდან. ხშირია ზარცვის ფაქტები. ენიკური დაზაბულობის ფონზე გაძნელდა იმის დადგენა, თუ რა უფრო ართულებდა საერთო სიტუაციას – კრიმინალური თუ ეთნიკური მდგომარეობა. დამკვირვებელთა თქმით რესურსების ნაკლებობა რეგიონში ხელს უწყობს პრობლემების გაძლიერებას.
სხვა საზოგადოებრივი დარღვევები და დანაშაულებები
კანონი კრძალავს დისკრიმინაციას შიდსის ნიშნით. თუმცაამგვარი დარღვევის წინააღმდეგ სასჯელი არ არსებობს. არასამთავრობოების განცხადებით სოციალური გარემოებები მრავალ ადამიანს აფერხებს ტესტირებისაგან. ზოგი სამედიცინო მუშაკი, განს. კბილის ექიმები უარს აცხადებენ შიდსის ვირუსის მქონე პაციენტების მკურნალობაზე. ადამიანები ხშირად მალავენ დაავადებას სამსახურის დაკარგვის შიშით. შსს-მ ჩაატარა ყველა კანდიდატის ტესტირება.
ნაწილი 6. მშრომელთა უფლებები
ა. ასოციაციების უფლებები
კანონის თანახმად, მოქალაქეს უფლება აქვს შექმნას ან გაწევრიანდეს ასოციაციაში, და მშრომელებს ეს უფლება მოჰყავდათ სისრულეში. თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები სამართალდამცავი უწყებების და პროკურატურის თანამშრომელთათვის.
ამ ტიპის მთავარი გაერთიანება იყო საქართველოს პროფკავშირული გაერთიანება, რომელიც გახლდათ საბჭოთა კავშირის დროს არსებული ოფიციალური პროფკავშირის მემკვიდრე. პროფკავშირი შედგებოდა 31 დანაყოფისაგან და ჰყავდა 259 000 წევრი. არსებობდა კიდევ ორი დამატებითი გაერთიანება: საქართველოს მასწავლებელთა სოლიდარობის თავისუფალი პროფკავშირი და მეტროპოლიტენის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირი.
საქართველოს პროფკავშირულმა გაერთიანებამ მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება და სხვა აქტივები, რომლებიც არანაირ კავშირში არ იყო შრომითი გაერთიანების ძირითად საქმიანობასთან. წლის მანძილზე პროფკავშირის წევრები აცხადებდნენ, რომ მთავრობის მხრიდან ადგილი ჰქონდა მათ შევიწროვებას და ქონების წართმევის მცდელობას. პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, იგი დააპატიმრეს დაბრალდების წაყენების გარეშე ჰყავდათ დაკავებული. იგი გაანთავისუფლეს მას შემდეგ რაც პროფკავშირმა ქონება გადასცა მთავრობას. ოფიციალურად, გადაცემა მოხდა კანონის დაცვით და ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სამეთვალყურეო საბჭომ. პროფკავშირმა სარჩელი შეიტანა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში. პასუხად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ასოციაციის თავისუფლების კომიტეტმა მოიწვია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანო რიგი რეკომენდაციების დასამტკიცებლად; მათ შორის იყო: სახელმწიფოს მიერ წართმეული ქონების დაბრუნების, პროფკავშირის სარჩელის დაკმაყოფილების, პროფკავშირების საქმეებში ჩაურევლობის და პროფკავშირის თავმჯდომარის ირაკლი ტუღუშის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლი საქმის გაუქმების მოთხოვნები. საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელმა ორგანომ ხსენებული რეკომენდაციები განიხილა ნოემბრის სესიაზე
კანონი კრძალავს დამქირავებლის მიერ ხელქვეითის დისკრიმინაციას, და შესაძლებელია დამქირავებლის პასუხისგებაში მიცემა ანტი-პროფკავშირული ქმედების გამო, მისთვის ხელქვეითის აღდგენის და ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნა; თუმცაღა პროფკავშირი და მისი ეროვნული დანაყოფები ხშირად აცხადებდბებ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა აფრთხილებდა ხელქვეითებს, არ შეექმნათ პროფკავშირი. ზოგი მუშაკი, მაგ. მასწავლებლები, სხვადასხვა საბადოებზე, ღვინის ქარხნებში, მილგაყვანილობებში და პორტებში მომუშავე პირები, და თბილისის მუნიციპალიტეტი აცხადებდნენ, რომ ხშირი იყო უფროესების მხრიდან მუქარა პროფკავშირების შექმნასთა დაკავშირებით, ეს აგრეთვე ეხება საზ. სექტორის ხელმძღაველობას. დამკვირვებლები ასევე აცხადებდნენ, რომ დამქირავებლები დროულად არ რიცხავდნენ ხელფასებიდან დაქვითულ სავალდებულო გადასახადებს პროფკავშირის საბანკო ანგარიშზე. შრომის სამინსიტრომ გამოიძია რამოდენიმე შემთხვევა, მაგრამ არ მიუღია რაიმე ზომები რომელიმე ხელმძღვანელის წინააღმდეგ.
ბ. კოლექტიური ორგანიზაციის და გარიგების უფლება
კანონის თანახმად მუშაკებს უფლება აქვთ გააფორმონ ერთობლივი გარიგება, და ზოგ მუშაკს ეს უფლება მოჰყავდა სისრულეში. თუმცა ამგვარი კოლექტიური გარიგებების პრაქტიკა არ იყო გავრცელებული. საქართველოს პროფკავშირულმა გაერთიანებამ გააფორმა დაახლ. 1.600 ასეთი გარიგება. სუსტი ხელმძღვანელობა, კოლექტიური გარიგებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ამცირებდა ამგვარი გარიგებებიოს რიცხვს.
კანონის თანახმად მუშაკებს უფლება აქვთ მოაწყონ გაფიცვა, გარკვეული აკრძალვების გათვალისწინებით, და მუშაკები სარგებლობდნენ ამ უფლებით შრომის კოდექსის თანახმად. გაფიცვაზე სანქცია უნდა გასცეს დამქირავებელმა, სამი დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების და ერთსაათიანი გამაფრთხილებელი გაფიცვის საფუძველზე.
საექსპორტო ზონები არ არსებობს.
გ. იძულებითი ან სავალდებულო შრომის აკრძალვა
კანონი კრძალავს იძულებით ან სავალდებულო შრომას, ეს ასევე ეხება არასრულწლოვანებს. თუმცა იყო რამოდენიმე განაცხადი ამგვარ შემთხვევებზე. (იხ. ნაწილი 5).
აგვისტოში, აბხაზეთში – სოფელ აჩიგვარას თავკაცი ეთნიკურ ქართველებს აიძულებდა მონაწილეობა მიეღოთ თხილის კრეფაში. ბაჯული ჯგერენაია მძიმედ სცემეს იმის გამო,რომ მან წინააღმდეგობა გაუწია მოძალადეებს. გალის რაიონის სოფელ რეპის თავკაცი სოფლის მაცხოვრებლებისაგან – თითოეული ოჯახისაგან მოითხოვდა 150 კგ. თხილს. გალის რაიონის სოფელ შეშლეთში სოფლის თავკაცი სოფლის მაცხოვრებლებისაგან მოითხოვდა 1 კგ. თხილს ყოველი ხიდან.
დ. არასრულწლოვანთა შრომის აკრძალვა და დასაქმების მინიმალური ასაკი
შრომითი კოდექსი არეგულირებს შრომასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. არასრულწლოვანთა შრომის ყველაზე მძიმე ფორმაა კრიმინალური ძალადობა, რასაც სდევს მკაცრი სასჯელი. ჯანდაცვის, შრომისა და სოც-უზრუნველყოფის სამინისტრო ვალდებული იყო ეზრუნა არასრულწლოვანთა შრომის შესახებ კანონონების აღსრულებაზე, რაც სავარაუდოდ არ შესრულებულა, რესურსის ზოგადი უკმარისობის გამო. არასრულწლოვანთა შრომა არ ითვლებოდა სერიოზულ პრობლემად.
კანონის თანახმად დასაქმების მინიმალური ასაკი არი 16 წელი; თუმცა გამონაკლის შემთხვევებში 14-15 წლის ბავშვებს უფლება აქვთ იმუშაონ მშობლების თანხმობით. 18 წლამდე მოზარდებს ეკრძალება არაჯანსაღი ან მისწისქვეშა საქმიანობა, ხოლო 15-16 წლის მოზარდებმა უნდა იმუშაონ შემცირებული სამუშაო დღე. ჯანდაცვის და სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტი ასაკთღან დაკავშირებული მოთხოვნების კონტროლის ერთადერთი მექანიზმია. წლის ბოლოს ინსპექტორთა ჯგუფი ამოწმებს კომპანიების დოკუმენტაციას, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა რომ ამგვარი ინფორმაცია რეგისტრირებული იქნება ოფიციალურ დოკუმენტებში. გამონაკლისი ორგანიზაციები, რომლებიც მკაცრად იცავენ ამ მოთხოვნას, არის რკინიგზის და ავიაციის დეპარტამენტები
დაფიქსირებულია ბავშვთა ტრეფიკინგის ფაქტები სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით (იხ.ნაწილი 5).
ე. მისაღები სამუშაო პირობები
ქვეყანაში მინიმალური ხელფასი სახელმწიფო მოხელისათვის გაიზარდა 63.880 აშშ. დოლარამდე (115 ლარი) თვეში, რაც გამოიწვია ქვეყანაში გატარებულმა საგადასახადო და შემოსავლების რეფორმებმა. თუმცა მინიმალური ხელფასი ვერ უზრუნველყოფდა მშრომელის და მისი ოჯახის არსებობის მინიმალურ პირობებს. ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმია 83.33 აშს. დოლარი (150 ლარი), ოთხი წევრისაგან შემდგარი ოჯახის საარსებო მინიმუმია 145.22 აშშ. დოლარი (262. ლარი). კერძო სექტორის მუშაკთათვის მინიმალური ხელფასი შეადგენდა 11.11 აშშ. დოლარს (20 ლარი); კერძო საწარმოებში საშუალო ხელფასი შეადგენდა 81.66 აშშ. დოლარს (147 ლარი) თვეში. სახელმწიფო საწარმოებში - 82.77 აშშ. დოლარს (149 ლარი). მინიმალური პენსია გაორმაგდა და 7.77 აშშ. დოლარს (14 ლარი) ნაცვლად გახდა 15.55 აშშ. დოლარს (28 ლარი). მეორადი საქმიანობა, ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარება, სასოფლო-სამურნეო პროდუქციის გაყიდვა ხშირად წარმოადგენდა ხელფასის დანამატს. ჯანდაცვის და სოც. უზრუნველყოფის სამინისტრო, წარსულში ჯანდაცვის, შრომისა და სოც. უზრუნველყოფის სამინისტრო, ვალდებული იყო უზრუნველეყო მინიმალური ხელფასი. პროფკავშირის ინსპექტორი მეთვალყურეობას უწევდახსენებული მოთხოვნის შესრულებას.
ძველი საბჭოთა შრომითი კოდექსი, რომელიც კვლავ ძალაშია რამოდენიმე შესწორებით, ადგენს 41-საათიან სამუშაო კვირას და 24 საათს დასვენებას კვირაში. დამატებითი სამუშაო საათები ზოგადად არარის ნებადართული. დაშვება შეიძლება განსაკუთრებულ შემთხვევებში. დამატებითი სამუშაო საათები უნდა ანაზღაურდეს. სტანდარტების დაცვა არ ხდება სათანადოდ.
მთავრობამ დააწესა სამუშაო ადგილზე ჯანდაცვის და უსაფრთხოების სტანდარტები. ჯანდაცვის და სოც. უზრუნველყოფის სამინისტრო ახორციელებს მეთვალყურეობას ჯანდაცვის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე. მათი დანერგვა სირთულეებთან იყო დაკავშირებული. კანონი ითვალისწინებს მაღალ ანაზღაურებას საშიში სამუშაოებისათვის და უფლებას აძლევს მუშაკს უარი თქვას სიცოცხლისათვის სახიფათო ვალდებულების შესრულებაზე, სამსახურის დაკარგვის საფრთხის გარეშე; თუმცა სინამდვილეში ამგვარი დაცვა თითქმის არ ყოფილა უზრუნველყოფილი.
|