Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
ვიზები ოჯახის უშუალო წევრებისათვის
 

ზოგადი საფეხურები საიმიგრაციო სავიზო განაცხადის დასამუშავებლად:

  1. პეტიციის შეტანა ხდება აშშ-ს მოქალაქის მიერ აშშ-ს შინაუსაფრთხოების სამსახურში (DHS-http://www.dhs.gov), აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის მომსახურეობის ბიუროში (USCIS).
  2. პეტიციის დამტკიცების შემდეგ საიმიგრაციო საქმე იგზავნება ნაციონალურ ვიზა ცენტრში (NVC) გასაუბრების თარიღის დანიშვნის და პეტიციონერისგან დამხმარე საბუთების შეგროვების მიზნით.
  3. სავიზო გასაუბრების დანიშვნის და საბუთების დამუშავების შემდეგ ხდება ნაციონალურ ვიზა ცენტრის (NVC) მიერ საიმიგრაციო სავიზო საქმის გადმოგზავნა ჩვენ განყოფილებაში საიმიგრაციო სავიზო გასაუბრების ჩატარების მიზნით.
  4. ვიზის მსურველი უნდა დაესწროს სავიზო გასაუბრებას მისთვის დანიშნულ დღესა და დროს. ვიზის გაცემის დადასტურების შემთხვევაში ვიზის მსურველს ვიზა გადაეცემა DHL-ის საფოსტო მომსახურების საშუალებით. აზერბაიჯანის მოქალაქე ვიზის მიმღები პირი გასაუბრების მომდევნო სამუშაო დღეს უნდა გამოცხადდეს საკონსულოში ვიზის მისაღებად. ვიზების გაცემა არასდროს არ ხდება გასაუბრების დღესვე.
  5. ხელახალი განხილვა (221(g) დროებითი უარი). 221(გ) დროებითი უარის მიღების შემთხვევაში ვიზის მსურველს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვება.

    საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო პრეცედურის მიხედვით აუცილებელია შესაბამისი საიმიგრაციო განაცხადის ფორმების შევსება და სამედიცინო შემოწმების გავლა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიზის მიღების მსურველს მოეთხოვება ნასამართლეობის თაობაზე ცნობის წარდგენა (თარგმნილი ინგლისურ ენაზე) ყველა იმ ქვეყნიდან (აშშ-ს გარდა), სადაც განმცხადებელს უცხოვრია ექვს თვეზე მეტ ხანს დაწყებული 16 წლის ასაკიდან. ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ გვარსა და სახელზე, რომელიც ამ პიროვნებას ოდესმე ჰქონია. საქართველოში ნასამართლეობის თაობაზე ცნობების გაცემა წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდეგ მისამართზე: შსს-ს მომსახურეობის სააგენტო, წითელი ხიდის გზატკეცილი, 21-ე კმ. ტელ: (995 32) 241-90-15. ვებგვერდი: http://saagento.security.gov.ge/.

    შეკითხვებით გთხოვთ დაუკავშირდეთ ქოლ-ცენტრს
    ვებსაიტი: http://www.ustraveldocs.com/ge/
    ელ.ფოსტა: support-georgia@ustraveldocs.com
    ადგილობრივი ტელეფონიდან: +995 32 2471 160
    აშშ-დან: 703-988-7103