Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
არასაიმიგრაციო ვიზები
 
ფოტო: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

თავისუფლების ქანდაკება

გთხოვთ იხილოთ შემდეგი ინფორმაცია არასაიმიგრაციო ვიზის თაობაზე 

1. არასაიმიგრაციო სავიზო განაცხადის შეტანის პროცედურები
2. შეტყობინება არა-რეზიდენტი განმცხადებლებისთვის
3. სტუდენტური და გაცვლითი პროგამის მონაწილე განმცხადებლების საყურადღებოდ
4. საკონტაქტო ინფორმაცია


1. არასაიმიგრაციო სავიზო განაცხადის შეტანის პროცედურები

შეიტყვეთ ინფორმაცია აშშ-ს სავიზო განაცხადის შეტანის ახალი პროცედურების, სავიზო კატეგორიების თაობაზე და გასაუბრების დღის დასანიშნად.

ეს გვერდი ასევე შეიცავს ხშირად დასმულ შეკითხვებს და გატყობინებთ ინტერაქტიული პროგრამის (ჩატი) საშუალებით მომხმარებელთა მომსახურების თაობაზე.

ვიზის გაცემაზე უარის მიღების, ადმინისტრაციული განხილვის ან გამგზავრების მიზნების შესაბამისი სავიზო კატეგორიის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგი ვებ-საიტის სავიზო გვერდს: travel.state.gov

არასრულწლოვანთან ერთად გამგზავრების შემთხვევაში გთხოვთ იხილოთ ინფორმაცია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პირადად ვიზის განმცხადებელია პასუხისმგებელი ანკეტაში მოწოდებულ ნებისმერ ინფორმაციის სისწორეზე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ შეავსებს მის მაგივრად სავიზო ანკეტას. 

აშშ-ს მოქალაქეებს და მწვანე ბარათის მფლობელებს, რომელთაც სურთ განმცხადებლის თაობაზე ინფორმაციის მოწოდება, ვურჩევთ თავად სავიზო განმცხადებელს გადასცენ საკონსულო ოფიცრისთვის გასაუბრებაზე წარსადგენი წერილი.მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მხოლოდ სავიზო განმცხადებლის პასუხისმგებლობაა იმის დამტკიცება, რომ კვალიფიციურია ვიზის მისაღებად. საკონსულო ოფიცრებს არ შეუძლიათ ვიზის გაცემა მხოლოდ საზღვარგარეთ ან აშშ-ში მყოფი დაინტერესებული მესამე პირების დასაბუთების საფუძველზე. 

2. შეტყობინება არა-რეზიდენტი განმცხადებლებისთვის (იხილეთ ინფორმაცია)

გასაუბრების დანიშვნის დროს გთხოვთ სწორად აირჩიოთ კატეგორია “რეზიდენტი” ან “არა-რეზიდენტი”. აღნიშნული იდენტიფიკატორის არასწორად მითითება გამოიწვევს  თქვენი არასაიმიგრაციო სავიზო გასაუბრების გაუქმებას და თქვენ არ დაიშვებით საელჩოში

რეზიდენტი: საქართველოს მოქალაქის პასპორტის და საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვის ყველა მფლობელი.
არა-რეზიდენტი: თქვენ არ ფლობთ 1) საქართველოს მოქალაქის პასპორტს ან 2) საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვას.

თქვენ მოგიწევთ  გასაუბრების ხელახლა დანიშვნა და არ დაექვემდებარებით თქვენი საქმის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგანაც თქვენ არ მისდიეთ შესაბამის ინსტრუქციას.გასაუბრების დაბიშვნის შემდგომ გთხოვთ შეამოწმოთ თქვენი ელ-ფოსტა, რომელიც გამოიყენეთ გასაუბრების დანიშვნის დროს. ახალი შეტყობინებები გამოიგზავნება აღნიშნულ ელ-ფოსტაზე


3. სტუდენტური და გაცვლითი პროგამის მონაწილე განმცხადებლების საყურადღებოდ

სტუდენტური ვიზის თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სტუდენტური ვიზის ვებ-გვერდზე, გაცვლოთი პროგრამის ვებ-გვერდზე და შემდეგი ვებ-საიტის საშუალებით: Global Support Strategy (GSS). საზაფხულო სამუშაო და სამოგზაურო პროგრამის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ აქ.

სტუდენტური ვიზის განმცხადებლებს მოეთხოვებათ აშშ-ში სწავლის პერიოდში ფინანსური მხარდაჭერის საბუთების წარდგენა. ასევე გირჩევთ წარადგინოთ დიპლომების ორიგინალები და ასლები, ნიშნების ფურცელები და ბოლო სასწავლებლიდან მიღებული სერთიფიკატები.

სტუდენტებმა, რომლებიც ანახლებენ ვიზას გასაუბრებაზე უნდა წარადგინონ უახლესი ნიშნების ფურცელი, ცნობები სასწავლებლიდან კარგი მოსწრების თაობაზე და ასევე პროგრამის საფასურის გადახდის შესაძლებლობის დამადასტურებელი საბუთი.

გასაუბრების დღეს თქვენ მოგეთხოვებათ I-20 ან DS-2019 ფორმის ორიგინალის წარდგენა. გასაუბრების დასრულების შემდგომ ფორმა დაგიბრუბდებათ. ვინაიდან ფორმა აშშ-ში საზღვარზე უნდა წარადგინოთ, არ დატოვოთ საკონსულო I-20 ან DS-2019 ფორმის გარეშე. 

4. საკონტაქტო ინფორმაცია 
ელექტრონული ფოსტა: მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: support-georgia@ustraveldocs.com
ტელეფონი: მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ერთ-ერთი ნომრის საშუალებით:
• ზარი საქართველოდან: დარეკეთ +995 32 2471 160.
• ზარი აშშ-დან: დარეკეთ 703 988 7103.

შეტყობინება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ დაგვიანებით გამოცხადდებით დანიშნულ გასაუბრებაზე, გარანტირებული არ არის, რომ იმ დღეს თქვენ გასაუბერბას გაივლით. თუ თქვენ გამოცხადდებით ერთი საათის დაგვიანებით თქვენ მოგიწევთ ხელახლა დანიშნოთ გასაუბრება გასაუბრების დანიშვნის სისტემის საშუალებით. გთხოვთ გამოცხადდეთ დანიშნულ გასაუბრებამდე 15 წუთით ადრე. იმ განმცხადებლებისთვის, რომლებიც თავის დროზე გამოცხადდებიან გასაუბრებაზე, არასაიმიგრაციო ვიზის გასაუბრების საშუელო დრო 2-დან 3 საათამდეა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს დრო უფრო მცირეა. დაგვიანებით გამოცხადება გაზრდის თქვენი ლოდინის დროს, ვინაიდან თქვენ მოუმზადებელი მობრძანდით თქვენს გასაუბრებაზე. გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე მოცემულ ინფორმაციას, რათა სათანადოდ მომზადებული მობრძანდეთ გასაუბრებაზე.

სიახლე!!! ინტერაქტიული პროგრამა (ჩატი) საშუალებას გაძლევთ მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელთან სასაუბროდ,  შეამოწმოთ პასპორტის ან სავიზო განაცხადის სტატუსი ან სამუშაო საათებში დაუკავშირდეთ მომსახურების წარმომადგენელს Skype-ით.

მისამართი

  • ჯორჯ ბალანჩინის #11
    0131 თბილისი, საქართველო

საყურადღებო ინფორმაცია

  • გთხოვთ არ შეისყოდოთ ბილეთები სანამ არ მიიღებთ აშშ-ს ვიზას და სანამ არ დაგიბრუნდებათ თქვენი პასპორტი ვიზით

Adobe Reader

  • Adobe Acrobat Reader ამ გვერდზე ყველა ჩამოსატვირთი დოკუმენტები მოცემულია PDF ფორმატში. PDFს  ანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Adobe Acrobat Reader