საელჩოს სიახლეები 2012
ბატონი ელჩი და მისი მეუღლე შეუერთდნენ გამაჯანსაღებელ მარათონს (11 ივნისი)
ბატონმა ელჩმა და ჰოლი ჰოლცერ ბასმა მხარი დაუჭირეს პირველი ლედის სანდრა რულოვსს და მონაწილეობა მიიღეს მეშვიდე ყოველწლიურ მარათონში. ეს მარათონი იმართება მკერდის კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. მკედრის კიბო საქართველოში სიკვდილის მთავარი მიზეზია ქალბატონებში მოწიფულობის ასაკში. 2008 წლამდე მკერდის კიბოს გამოვლენა გაორმაგდა სკრინინგ ცენტრების დახმარებით. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კამპანიებს, როგორიცაა ‘მარათონი გასაჯანსაღებლად’. მარათონს მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვადასხვა პროგრამამ. როგორიცაა SUSTAIN, რომელიც ხორციელდება USAID-ს დახმარებით.