საელჩოს სიახლეები 2012
აშშ-ის მხარდაჭერა ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად (18 იანვარი)
18 იანვარს აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა,USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა და თბილისის მერმაგიგი უგულავამ ხელს მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ახალი პროექტისგასახორციელებლად. პროექტი მიზნად ისახავს ამომრჩეველთა სიების დახვეწასთბილისში დამისამართების მოწესრიგების გზით. პროექტის ფარგლებში, დაზუსტდება474 ათასი ობიექტის მდებარეობა და დაახლოებით 1.2 მილიონი მოქალაქე კონკრეტულმისამართზე მიმაგრდება. აშშ-ის მთავრობა თბილისის დამისამართების პროექტს 1მილიონი დოლარით დააფინანსებს.
დამისამართების პროექტი ნაწილია დემოკრატიული მმართველობის პროექტისა, რომელსაცაშშ-ის მთავრობა 16 მილიონი დოლარით აფინანსებს. დემოკრატიუილ მმართველობისპროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ეფექტურობისხელშეწყობას, აგრეთვე სამთავრობო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოებასა დამოქალაქეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას. დემოკრატიული მმართველობისპროექტს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ახორციელებს.