Skip Global Navigation to Main Content
Skip Breadcrumb Navigation
განცხადებები 2012

სახლემწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადება დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი)

პრეზიდენტ ობამას და ამერიკელი ხალხის სახელით მოხარული ვარ ქართველ ხალხს გისურვოთ საუკეთესო სურვილები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეში შესაძლებლობა მექნება ვესტუმრო ბათუმს და შევიგრძნო ქართველი ხალხის სითბო და კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსმომავლისადმი.

ამ წელს აღინიშნება საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების 20
წლისთავი. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების და გლობალური უსაფრთხოების გაზრდის კუთხით.
ამერიკის შეერთებული შტატები მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.

ჩვენ მტკიცედვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვიდექით ქართველი ხალხის გვერდით 20 წლის წინ თქვენს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს და ჩვენ ვდგავართ
თქვენთან ერთად დღეს. თქვენს მიერ ამ განსაკუთრებული დღის აღნიშვნასთან ერთად, ჩვენ ველით მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან ერთად რათა ავაშენოთ უფრო მშვიდობიანი და წარმატებული სამყარო.