განცხადებები 2012
განცხადებები ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე (21 მაისი)
ჰილარი, როდამ კლინტონი
სახელმწიფო მდივანი
21 მაისი, 2012 წელი
მადლობას მოვახსენებ გენერალური მდივნის მოადგილეს, ვერშბოუს, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარეობისთვის. მოხარული ვარ, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო მინისტრები შემომიერთდნენ, ასევე წარმომადგენლები საქართველოდან, მონტენეგროდან და ბოსნია-ჰერცოგოვინადან. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გიმასპინძლოთ ჩიკაგოში, რომელიც არის ჩემი დაბადების ადგილი და ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი.ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, ის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ვალდებულებები ნატოს ღია პოლიტიკის წინაშე. ნატოს წევრობის შესაძლებლობამ დაამტკიცა, რომ ეს არის უდიდესი მოტიავაცია ქვეყნებისათვის, განახორციელონ რთული, მაგრამ აუცილებელი რეფორმები. ასევე მოაგვარონ უთანხმოებები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან, ხელი შეუწყონ უსაფრთხოების ოპერაციებს, რაც სარგებლობის მომტანი იქნება საკუთრივ მათთვის და ჩვენთვისაც. ჩვენმა, ღიან კარის პოლიტიკამ, ჩამოაყალიბა რამდენიმე ყველაზე აქტიური და ქმედითი მოკავშირეები, რომლებმაც დახმარება გაგვიწიეს ცენტრალურ - სამხრეთ ევროპაში სტაბილურობისა და თანამშრომლობის შესანარჩუნებლად. იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს მასშტაბები ფართოდ გაიზარდა, ევროპა გახდა უფრო უსაფრთხო და წარმატებული.ასე რომ, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ერთგული ღია კარის პოლიტიკისა იმ სულისკვეთებით, რომ დღეს ჩვენ აქ, ვესალმებით ნატოს წევრობის ასპირანტ ქვეყნებს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებას ევრო-ატლანტიკური გაერთიანებისკენ და გავაგრძელებთ თითოეულ მათგანთან მუშაობას, რათა დავეხნაროთ მათ ისეთი რეფორმების გატარებაში, რომლებიც დააკმაყოფილებს ნატოს წევრობის სტანდარტებს. ღოგორც გუშინ აღვნიშნე, მე მჯერა, რომ ეს სამიტი იქნება ბოლო, რომელიც არ არის გაფართოების სამიტი.რომ ვისაუბროთ მოკლედ თითოეულ ასპირანტ ქვეყანაზე, საქართველო გახდება ყველაზე დიდი არა ნატოს სახელმწიფო, რომელიც ხელ უწყობს, აისაფის ოპერაციას ავღანეთში, ამ შემოდგომაზე და ჩვენ ვართ ძალიან მადლოერნი მათი დახმარებისათვის. საქართველომ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები ხოლო მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები არის დამატებითი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რო მან აჩვენოს ქვეყანას მისი მზადყოფნა ნატოს დემოკრატიული ღირებულებების გასაზიერებლად.
ჩვენ მკაცრად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ჩვენ მივესალმებით საქართველოს დაპირებას საომარი ძალების გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ რუსეთს რომ ტავის მხრივ განახორციელოს იგივე ქმედება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბუქარესტის გადაწყვეტილებასა და მისგან გამომდინარე ყველა სხვა გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით.ასევე მაკედონია წვლილი შეიტანა რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოებაში, აღნიშნული მოიცავს მნიშვნელოვან და ხანგრძლივ წვლილს აისაფ-ის ოპერაციაში, რითაც მაკედონიამ დააკმაყოფილა ნატოს წევრობის კრიტერიუმები. ჩვენ მყარად ვემხრობით და მხარს ვუჭერთ, მიმდინარე სადავო სტატუსთან დაკავშირებულ რეზოლუციას და მოვუწოდებთ მხარეებს მიაღწიონ შეთანხმებადმე, ასე რომ მაკედონია შეუერთდება ალიანს შესაძლებლობისთანავე.მონტენეგროს ასევე თავისი წვლილი აქვს შეტანილი აისაფ-ის ოპერაციაში, განხორციელებული აქვს რეფორმები სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში. ამერიკის შეერთებული შტატები, თავდაცვის დეპარტამენტიდან, მრჩეველის გაგზავნას გეგმავს. იგი ასევე მიესალმება მსგავს ინიციატივებს სხვა მოკავშირეების მხრიდან, რათა მხარი დავუჭიროთ მონტენეგროს მცდელობასა და მონდომებას, გაატაროს რეფორმები ნატო-ს წევრობისათვის. ნატო-ს წევრობის მხარდაჭერა იზრდება მონტენეგროში მცხოვრებ ხალხს შორის და ჩვენ ვახალისებთ საჯარო ცნობიერების გაღრმავების მცდელობასბოლოს, ბოსნიასა და ჰერცოგოვინას შესახებ. ჩვენ მივესალმებით თავდაცვის საკითხებზე პოლიტიკურ შეთანხმებას და ახლა ჩვენ მოვუწოდებთ რომ ის განხორციელდეს.
ჩვენ ვამხნევებთ ბოსნიას, ჰერცოგოვინას, მაკედონიასა და მონტენეგროს, რათა გააგრძელონ ისეთი რეგიონალური ინიციატივების განხორციელება როგორიცაა ბალკანეთის რეგიონალური მიღწევა საჰაერო თავდაცვაში და ბუნებრივი კატასტროფისთვის მზადყოფნა, ერთობლივი აისაფი-ს განლაგება ადრიატიკ-5 ჯგუფის მიერ.ყველა ზემოთ აღნიშნული ქვეყისგან, ასევე ყველა იმ ქვეყნისაგან რომელსაც სურს შეუერთდეს ნატო-ს, მოველით იმის დემონსტრირებას, რომ ისინი იზიარებენ ჩვენს ფასეულობებს და რომ მათ შეუძლიათ უპასუხონ ნატოს წევრობისათვის საჭირო სტანდარტებს. ჩვენ პირობას ვდებთ, დავეხმაროთ მათ ამის განხორციელებაში, ვინაიდან აღნიშნული ჩვენს ინტერესებში შედის, ჩვენ ვიცით, რომ ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი და რთული პროცესი, მაგრამ ჩვენ უნდა გავამყაროთ პოზოცოები და არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი უმთავრესი მიზნის შესახებ: უფრო ძლიერი, უფრო მტკიცე და უფრო ეფექტური “ნატო”1949 ჩვენ ვიყავით 12 ერი, დღეს ჩვენ ვართ 28, შედეგი არის ალიანსი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია მოგერიოს საშიშროებები და გადალახოს ჩვენი დროის გამოწვევები. აქ, ჩიკაგოში, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გაფართოებისაკენ, როგორც ჩვენი მიზნისა და საზოგადოების ძირითადი ელემენტი
დიდი მადლობა.